https://sputnik-georgia.com/20211206/ra-aris-mosalodneli-putinisa-da-baidenis-molaparakebebidan-262640000.html
რა არის მოსალოდნელი პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებებიდან
რა არის მოსალოდნელი პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებებიდან
Sputnik საქართველო
რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართება 06.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-06T22:06+0400
2021-12-06T22:06+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/11/252053706_87:418:2985:2048_1920x0_80_0_0_4b656d109d528e6b1e2f6510f73b1f2c.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ამერიკელი კოლეგა ჯო ბაიდენი ვიდეოშეხვედრისას განიხილავენ რუსეთის საზღვრებისკენ ნატოს გაფართოების საკითხს და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის ლიდერის ინიციატივას.პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებები სამშაბათს, მოსკოვის დროით 18:00 საათზე, დაცული ვიდეოკავშირის მეშვეობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.„პრეზიდენტების შეხვედრა პირდაპირი ეთერით არ გადაიცემა, საუბარი დახურული რეჟიმით წარიმართება, ნაჩვენები იქნება ონლაინ-ფორმატის შეხვედრის მხოლოდ პირველი კადრები“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.მისი თქმით, რაიმე გარღვევა პრეზიდენტების მოლაპარაკებების შედეგად მოსალოდნელი არ არის, მაგრამ იმედი იმისა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს აუხსნიან თავიანთ პოზიციებს გარკვეულ საჭირბოროტო საკითხებზე, არსებობს.„ძალიან მნიშვნელოვანია, არ გაგვიჩნდეს რაიმე ეგზალტირებული ემოციური მოლოდინი. რაც უნდა იყოს, ორი სახელმწიფოს მეთაურები საუბრობენ“, - აღნიშნა მან.პრესმდივნის სიტყვებით, პრეზიდენტებს ნამდვილად აქვთ განსახილველი საკითხები ჟენევის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის ნაწილში.
https://sputnik-georgia.com/20211206/ra-undat-amerikelebs-putinisgan-da-rit-daemuqrebian-mas-262628491.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/11/252053706_603:405:2733:2002_1920x0_80_0_0_497f8a7b11b24c7a5f35b0ab4d3288ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
რა არის მოსალოდნელი პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებებიდან
22:06 06.12.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართება
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ამერიკელი კოლეგა ჯო ბაიდენი ვიდეოშეხვედრისას განიხილავენ რუსეთის საზღვრებისკენ ნატოს გაფართოების საკითხს და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის ლიდერის ინიციატივას.
პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებები სამშაბათს, მოსკოვის დროით 18:00 საათზე, დაცული ვიდეოკავშირის მეშვეობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.
„პრეზიდენტების შეხვედრა პირდაპირი ეთერით არ გადაიცემა, საუბარი დახურული რეჟიმით წარიმართება, ნაჩვენები იქნება ონლაინ-ფორმატის შეხვედრის მხოლოდ პირველი კადრები“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, რაიმე გარღვევა პრეზიდენტების მოლაპარაკებების შედეგად მოსალოდნელი არ არის, მაგრამ იმედი იმისა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს აუხსნიან თავიანთ პოზიციებს გარკვეულ საჭირბოროტო საკითხებზე, არსებობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, არ გაგვიჩნდეს რაიმე ეგზალტირებული ემოციური მოლოდინი. რაც უნდა იყოს, ორი სახელმწიფოს მეთაურები საუბრობენ“, - აღნიშნა მან.
პრესმდივნის სიტყვებით, პრეზიდენტებს ნამდვილად აქვთ განსახილველი საკითხები ჟენევის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის ნაწილში.