„კოვივაკის“ თავისებურებები: კლასიკური რუსული ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიПроизводство вакцины "Ковивак"
Производство вакцины Ковивак - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
დაავადება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „კოვივაკი“ მკვდარ კორონავირუსზეა დამზადებული, რომელსაც არ აქვს გამრავლებისა და ინფიცირების უნარი და საიმედოდ იცავს იმუნიტეტს.
ეს ათობით წლის განმავლობაში დამუშავებული პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც ასევე იქმნება პოლიომიელიტის ვაქცინა. „კოვივაკი“ მიმდინარე წლის თებერვალში დარეგისტრირდა და სამოქალაქო ბრუნვაში უკვე მილიონი დოზაა გამოშვებული.  რისგან შედგება ეს ვაქცინა, რა უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები აქვს — წაიკითხეთ РИА Новости-ს მასალაში.
ვაქცინა „ეპივაკკორონა“ - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
რუსეთში კორონავირუსის მორიგი ვაქცინის რეგისტრაცია იწყება

ვაქცინა „კოვივაკის“ შემადგენლობა

გასული წლის მარტ-აპრილში ჩუმაკოვის სახელობის იმუნობიულოგიური პრეპარატების კვლევებისა და დამუშავების ფედერალური სამეცნიერო ცენტრის მეცნიერებმა „კომუნარკის“ პირველი პაციენტების ბიომასალებიდან გამოყვეს კორონავირუს SARS-CoV-2-ის რიბონუკლეინის მჟავა (რნმ). გენომები იმ დროისათვის ცნობილ უჰანურ ნიმუშებს შეადარეს. შერჩეული ვირუსების კულტივაცია Vero-ს უჯრედულ ხაზში მოახდინეს და მიიღე შტამი AYDAR-1. სწორედ ის დაედო საფუძვლად ვაქცინა „კოვივაკს“.
ვაქცინის წარმოება მოიცავს Vero-ს უჯრედული ხაზის კულტივირებას, მასში შტამ YDAR-1-ის გამომუშავებას, ვირუსის გარსის ქიმიურ განადგურებას, რნმ-ის ინაქტივაციასა და ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო ეტაპს − გაწმენდას.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
„ეპივაკკორონა“, „სპუტნიკ V“ თუ „კოვივაკი“ - რით განსხვავდება ვაქცინები
შედეგად რჩება მხოლოდ არააქტიური მთელვირიონული ნაწილაკები და ვირუსული ცილების ფრაგმენტები. მნიშვნელოვანია, რომ ნარჩუნდება ზედაპირული ცილა-საცეცები, რომლებიც აუცილებელია დამცავი ანტისხეულების ფორმირებისთვის.
„კოვივაკის“ მოქმედი ნივთიერება ბუფერულ ხსნარშია დამხმარე მოლეკულებთან ერთად, ალუმინის ჰიდროქსიდის ჩათვლით, რომელიც იმუნურ პასუხს აძლიერებს. ვაქცინა არ შეიცავს ანტიბიოტიკებსა და კონსერვანტებს.

მოქმედების პრინციპი და სხვა ვაქცინებისგან განსხვავებები

„კოვივაკის“ დოზის შეყვანისას ნანემსართან იმუნური უჯრედები იყრის თავს. ისინი მკვდარ ვირუსულ ნაწილაკებს მტრულად აიდენტიფიცირებენ და მათთან ბრძოლას იწყებენ. პროცესების კასკადის შედეგად სისხლში დამცავი ანტისხეულები სინთეზირდება.
Sputnik V  - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ვაქცინა მოზარდებისთვის: მოსკოვში „სპუტნიკ V“-ს გამოცდები დაიწყო
რეალურ კორონავირუსულ ინფექციასთან შეხვედრისას ეს ანტისხეულები მათ მაშინვე გაანადგურებს. „კოვივაკი“ ასევე იწვევს т-უჯრედულ იმუნიტეტს, მაგრამ ის შესაძლოა ნაკლებად გამოხატული იყოს, ვიდრე „სპუტნიკ V-ს“ შემთხვევაშია.
ამ უკანასკნელისა და ასევე „ეპივაკკორონისგან“ განსხვავებით, „კოვივაკი“ კორონავირუსის მთელი ნაწილებისგანაა დამზადებული. ამგვარად, ორგანიზმი ვარჯიშდება რეალური, თუნდაც ინაქტივირებული ვირუსის მცირე დოზაზე. ასეთ შემთხვევაში სრულფასოვანი ანტისხეულებრივი პასუხი ყალიბდება.

გამოყენების ინსტრუქცია

ვაქცინაციისთვის მომზადება

ვაქცინაცია შედარებით ჯანმრთელ მდგომარეობაში, ქრონიკული დაავადებების რემისიის პერიოდში უნდა ჩატარდეს. ვაქცინა „კოვივაკი          18-60 წლამდე ასაკის ადამიანების პროფილაქტიკისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
რუსი ვირუსოლოგი: სიმართლე ვაქცინირებულთა მხარესაა
ჯანდაცვის სამინისტროს სამახსოვრო ბარათის თანახმად, აცრის წინ ანტისხეულებზე ანალიზი აუცილებელი არ არის. იგივე ეხება PCR-ტესტსაც: მისი ჩატარება მხოლოს მაშინაა საჭირო, თუ ადამიანს სიმპტომები გამოუვლინდა, ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში COVID-19-ით დაავადებულთან ჰქონდა კონტაქტი.
აცრამდე ერთი თვით ადრე და აცრის შემდეგ კიდევ ერთი თვის განმავლობაში არ შეიძლება იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც იმუნური სისტემის ფუნქციას თრგუნავს.

როგორ კეთდება აცრა „კოვივაკით“

პროცედურის წინ აუცილებელია, რომ ექიმმა გასინჯოს პაციენტი, გაუზომოს სიცხე, მოკრიბოს ეპიდემიოლოგიური ანამნეზი, გაზომოს სატურაცია, ჩაატაროს ფარინგეალური გამოკვლევა. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ აცრის მიმართ უკუჩვენებები გამოირიცხოს.
მედმუშაკმა უნდა აცნობოს პაციენტს ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ და შეავსებინოს ინფორმირებული ნებაყოფლობითი თანხმობა პროცედურის ჩატარებაზე.
მიგრანტების ვაქცინაცია მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
ორგანიზებულად და უფასოდ: მოსკოვში შრომით მიგრანტებს ცრიან
პრეპარატი „კოვივაკი“ სუსპენზიის სახით გამოდის 0,5 მლ მოცულობის ერთდოზიან ამპულებსა და ფლაკონებში. ინახება მაცივრებში, ორ-ექვს გრადუსზე, ამიტომ გადნობას არ მოითხოვს. ნემსი მხრის გარე ზედაპირის ზედა მესამედში კეთდება.

რისი გაკეთება იკრძალება აცრის შემდეგ

აცრის შემდეგ პაციენტი ნახევარი საათით უნდა დარჩეს ვაქცინა ციის პუნქტში − მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ. ეს ყველა ვაქცინირებულისთვის საერთო წესია.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში არ შეიძლება აბანოსა თუ საუნაში წასვლა, ალკოჰოლის მიღება, აქტიური სპორტული ვარჯიში.
რაც შეეხება ნანემსრის დასველებას, აქ ექიმების მოსაზრება განსხვავებულია. მაგალითად, ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი ამ მოთხოვნას მოძველებულად მიიჩნევს.
რუსული ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
იქნება თუ არა სავალდებულო კორონავირუსზე ვაქცინაცია რუსეთში
 „კოვივაკით“  აცრის შემდეგ არ არის საჭირო თვითიზოლაცია, ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს. აცრის შემდეგ გარშემომყოფების ინფიცირება შეუძლებელია.

ინტერვალი აცრის შემდეგ

„კოვივაკი“ 14 დღიანი ინეტვალით კეთდება ორჯერ. ორივე აცრის შემადგენლობა და დოზირება ერთნაირია. შემქმნელები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში ინტერვალი 21 დღემდე გაიზარდა.

როდის ჩნდება ანტისხეულები

ჩუმაკოვის ცენტრის ზოგადი ვირუსოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა გეორგი იგნატიევმა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმზე სიტყვით გამოსვლისას „კოვივაკის“ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე ისაუბრა. კლინიკურამდე სტადიაზე იმუნური პასუხი თაგვებსა და პრომატებში ვლინდებოდა.
კორონავირუსით დასნებოვნებული უჯრედი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ვირუსოლოგი: „ინდური შტამისგან“ თავდასაცავად ხუთჯერ მეტი ანტისხეულებია საჭირო
ვაქცინის იმუნოლოგიურ ეფექტურობას სწავლობდნენ რამდენიმე სამედიცინო ცენტრში კლინიკური კვლევების I-II ფაზების ჩატარების პროცესში. მეშვიდე დღეს მოხალისეებში ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები დაფიქსირდა, ხოლო პირველი დოზის შეყვანიდან 42 დღის შემდეგ იმუნური პასუხი „კოვივაკით“ აცრილების 85,7 პროცენტს ჩამოუყალიბდა.

„კოვივაკის“ გვერდითი ეფექტები

ცხოველებზე პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ „კოვივაკი“ არ არის ტოქსიკური და ის უსაფრთხოა. ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა ეს დაადასტურა. პრეპარატი არ იწვევდა არც ადგილობრივ და არც სისტემურ რეაქციებს, ასევე არც უარყოფით ნევრალგიურ ეფექტებს.
პრეპარატის ინსტრუქციის თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი ეფექტები შეიძლება სამი დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდეს. ყველაზე ხშირად აღინიშნება ნანემსრის გამკვრივება და ტკივილი, ასევე თავის ტკივილი, ტემპერატურის ხანმოკლე აწევა.
ეპიდსიტუაცია ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
რითაა საშიში კორონავირუსის ინდური შტამი - „სპუტნიკV"-ს შემქმნელის თვალსაზრისი
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციებიც, ლიმფური ჯირკვლების გადიდება. ამასთან, ვაქცინაციის შემდეგ, იმუნიტეტის დაძაბულობის გამო, შესაძლოა განვითარდეს მწვავე რესპირატორული დაავადებაც.

მოქმედების ხანგრძლივობა

რამდენი ხნის განმავლობაში იცავს „კოვივაკი“ ადამიანს, უცნობია. ეს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის დროს იქნება შესწავლილი, რომელიც 30 ათას მოხალისეზეჩატარდება. ჩუმაკოვის ცენტრის გენერალური დირექტორის, აიდარ იშმუხამეტოვის თქმით, იმუნიტეტი რვა თვის განმავლობაში ნარჩუნდება.

უკუჩვენებები ვაქცინაციაზე

„კოვივაკით„ არ იცრებიან 18 წელზე უმცროსი და 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, ასევე ორსულები და მეძუძური დედები. უკუჩვენებებს შორისაა ონკოპათოლოგიები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ალერგიული მდგომარეობა.
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი პრეპარატი: რუსეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო საღეჭი რეზინა იქმნება
„კოვივაკს“ უკუჩვენება აქვს მათთვის, ვისაც წარსულში ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე მძიმე ალერგიული რეაქცია ჰქონდა, მაგალითად, ანაფილაქტური შოკი, კვინკეს შეშუპება.
ვაქცინაცია გადაიდება მწვავე მწვავე ფებრილური მდგომარეობის, ინფექციური დაავადებების, ქრონიკული დაავადებების გამწვავების პერიოდში. ასევე არსებობს მთელი რიგი სერიოზული დაავადებები, რომლებიც მოითხოვს სიფრთხილეს, მკურნალ ექიმთან კონსულტაციასა და რისკების შეფასებას.

„კოვივაკით“ აცრილების გამოხმაურებები

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ყოფილმა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, აკადემიკოსმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ „კოვივაკით“ აიცრა. საკუთარი არჩევანი მან იმით ახსნა, რომ „კოვივაკის“ შემთხვევაში იმუნური სისტემა ანტისხეულებს მთლიან კორონავირუსზე გამოიმუშავებს.
Telegram-ში შექმნილ სპეციალურ ჩატში ქვეყნდება სახალხი ანგარიშები „კოვივაკით“ ვაქცინაციის შესახებ.  ჩატს ათი ათასზე მეტი წევრი ჰყავს. აცრის შემდეგ ადამიანები ძირითადად აღნიშნავენ სისუსტეს, თავბრუხვევას, ძილიანობას, კანის ქავილს, ნანემსრის ტკივილს, ტემპერატურის ხანმოკლე მატებას, მსუბუქ უქეიფობას.
ყველა ახალი ამბავი
0