რუსეთში კორონავირუსის მორიგი ვაქცინის რეგისტრაცია იწყება

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა „ეპივაკკორონა“
ვაქცინა „ეპივაკკორონა“ - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
კორონავირუსის ახალი ვაქცინა გამიზნულია COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის და გამოშვებულია სუსპენზიის ფორმით კუნთში შესაყვანად.

თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. რუსეთის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო ცენტრ „ვექტორმა“ ვაქცინა „ეპივაკკორონა-Н“-ის რეგისტრაციაზე დოკუმენტები შეიტანა. ნათქვამია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო საშუალებათა სახელმწიფო რეესტრში.

ჩანაწერის თანახმად, საუბარია პეპტიდური ანტიგენების საფუძველზე დამზადებულ COVID-19-ის საპროფილაქტიკო ვაქცინაზე, რომელიც კუნთებში შესაყვანად სუსპენზიის ფორმითაა გამოშვებული „1 დოზა/0,5 მილილიტრი“.

კორონავირუსით დასნებოვნებული უჯრედი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ვირუსოლოგი: „ინდური შტამისგან“ თავდასაცავად ხუთჯერ მეტი ანტისხეულებია საჭირო

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ცენტრ „ვექტორის“ მიერ შემუშავებული „ეპივაკკორონა-Н“ ვაქცინის კლინიკური კვლევების პირველი და მეორე ფაზების ჩატარების ნებართვა გასცა.

რეესტრის თანახმად, კლინიკური კვლევები 8 აპრილს უნდა დაწყებულიყო და 2021 წლის 30 სექტემბრამდე დასრულებულიყო.

სულ რუსეთში ხელმისაწვდომია სამი პრეპარატი: „ეპივაკკორონას“ გარდა, ესენია „სპუტნიკV“ და „კოვივაკი“. არსებობს ასევე „სპუტნიკ ლაითი“, რომელიც რევაქცინაციისთვისაა რეკომენდებული.

ყველა ახალი ამბავი
0