„ეპივაკკორონა“, „სპუტნიკ V“ თუ „კოვივაკი“ - რით განსხვავდება ვაქცინები

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
რუსეთში კორონავირუსის სამი ვაქცინის გამოყენებაა ნებადართული. ესენია „ეპივაკკორონა“, „გამ-კოვიდ-ვაკი“ (სავაჭრო დასახელება „სპუტნიკ V“) და „კოვივაკი“.

სამივე რუსული ვაქცინა სხვადასხვა ტექნოლოგიითაა დამზადებული, რაც, სპეციალისტების აზრით, ექიმებს შესაძლებლობას მისცემს, თავიანთ პაციენტებს ყველაზე შესაფერისი ვაქცინა შეურჩიონ.

Sputnik-საქართველო შეეცადა გაერკვია, რა განსხვავებაა რეგისტრირებულ რუსულ ვაქცინებს შორის.

რა განსხვავებაა ვაქცინებს შორის?

კორონავირუსის რუსული ვაქცინების შექმნის პრინციპები განსხვავებულია.

სებასტიან კურცი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
ავსტრიის კანცლერი ევროკავშირს „სპუტნიკ V"-ს სწრაფად დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს

„გამ-კოვიდ-ვაკი“, იგივე „სპუტნიკ V“ - არის ვექტორული ვაქცინა, რომელიც გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ადამიანის ცოცხალი ადენოვირუსების ორი შტამის საფუძველზე შეიმუშავა.

„ეპივაკკორონა“ - არის პეპტიდური ვაქცინა, შემუშავებული ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო ცენტრ „ვექტრის“ მიერ კორონავირუსის ფრაგმენტების მსგავსი ხელოვნური პეპტიდების საფუძველზე.

„კოვივაკი“ - არის პირველი თაობის ვაქცინა (ვირიონული), ანუ შეიცავს მთლიან, დაუნაწევრებელ, მაგრამ მოკლულ SARS-CoV-2 ვირუსს და არა მის ნაწილს. შემუშავებულია ჩუმაკოვის სახელობის იმუნობიოლოგიური პრეპარატების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ.

„სპუტნიკ V“ და „ეპივაკკორონა“ შექმნილია გენური ინჟინერიის თანამედროვე მეთოდებით და არ გააჩნია ხანგრძლივი მოხმარების გამოცდილება.

პირველი ორისგან განსხვავებით, „კოვივაკი“ განეკუთვნება ვაქცინების კლასიკურ ტიპს, რომლებიც გასული საუკუნიდან მასშტაბურად იწარმოება და გამოიყენება.

„სპუტნიკ V“

„სპუტნიკ V“-ს, იგივე „გამ-კოვიდ-ვაკის“ ეფექტიანობა 91,4%-ს შეადგენს, დაავადების მძიმე მიმდინარეობისას კი - 100%-ს. ვაქცინა ორგანიზმში სამკვირიანი შუალედით ორჯერ შეჰყავთ. უკვე დამტკიცებულია, რომ ყალიბდება ცხრათვიანი იმუნიტეტი. მოსალოდნელია, რომ იმუნურმა დაცვამ ორ წლამდეც გასტანოს.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
მიმოხილვა: რად დაუჯდა ევროპას ინგლისურ–შვედურ ვაქცინაზე ფსონის დადება

„სპუტნიკ  V“-ს გამოყენება რეკომენდებულია 18-დან 60 წლამდე, ასევე 60 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის. დაგეგმილია 18 წლამდე ბავშვებზე კვლევების ჩატარება. აცრილებს უვლინდებათ შემდეგი გვერდითი მოვლენები - სისუსტე, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, ზოგჯერ 38-39 გრადუსამდე. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სიცხის დამწევი საშუალებების მიღება. როგორც წესი, სიმპტომები ერთი-ორი დღე გრძელდება. იშვიათია მადის დაკარგვა, ღებინება, დისპეფსია, ზოგჯერ კი - ლიმფური კვანძების გადიდება.

ვაქცინა უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. „სპუტნიკ  V“-ს გამოყენება არ შეიძლება ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს; მძიმე ალერგიული რეაქციებისას; მწვავე ინფექციური და ქრონიკული დაავადებების გამწვავების პერიოდში. აცრა დაშვებულია გამოჯანმრთელების ან რემისიის შემდეგ ორ-ოთხ კვირაში, ხოლო მსუბუქი ფორმით მიმდინარე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს - ტემპერატურის დაწევის შემდეგ.

„სპუტნიკ  V“-ს მეორე კომპონენტის შეყვანა აკრძალულია პირველი დოზის შემდეგ მძიმე გართულებების შემთხვევაში (ანაფილაქსიური შოკი, კრუნჩხვა, 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა).

ვაქცინა „სპუტნიკ  V“ რეგისტრირებულია რუსეთსა და მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. რეგისტრაციაზე განაცხადი შეტანილია ევროკავშირში, მოსაწონებლად კი - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში.

„ეპივაკკორონა“

„ეპივაკკორონას“ ვაქცინის ეფექტურობა 100%-ს შეადგენს. იგი ორგანიზმში შეჰყავთ ორჯერ ორი-სამკვირიანი შუალედით. მოსალოდნელია, რომ იმუნური დაცვა არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. სერიოზული გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის - ზოგიერთ აცრილ პაციენტს აღენიშნება ტკივილი ჩხვლეტის ადგილას და 38,5 გრადუსი სიცხე.

„ეპივაკკორონას“ გამოყენება რეკომენდებულია 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებში. ვაქცინა გამოიცადა 60 წელს გადაცილებულ მოხალისეებზეც. დაგეგმილია 18 წლამდე ასაკის პაციენტებზე კვლევების ჩატარება. ვაქცინა უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
რუსეთში ქმნიან ხელსაწყოს, რომელიც ანტისხეულების არსებობას სახლის პირობებში განსაზღვრავს

აკრძალულია ვაქცინის გამოყენება პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, ალერგიის მძიმე ფორმების დროს; პირველადი იმუნოდეფიციტის დროს; პირველი აცრის შემდგომი გართულებისას; მწვავე ინფექციური, არაინფექციური და ქრონიკული დაავადებების გამწვავების პერიოდში.

აცრა შეიძლება გაკეთდეს გამოჯანმრთელებიდან ან რემისიიდან ერთი თვის შემდეგ. ვაქცინაცია დაშვებულია მსუბუქად მიმდინარე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის შემთხვევაში, სიცხის დაწევის შემდეგ.

ვაქცინა რეგისტრირებულია რუსეთსა და თურქმენეთში.

„კოვივაკი“

ვაქცინა „კოვივაკის“ იმუნოლოგიური ეფექტურობა 85%-ს შეადგენს. ის ორგანიზმში შეჰყავთ ორჯერ ორკვირიანი შუალედით. იმუნიტეტის მოქმედების ვადა კლინიკური კვლევების დასრულების შემდეგ გამოცხადდება.

ვაქცინაციის შემდეგ სერიოზული გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის - პაციენტებს იშვიათად აღენიშნებათ მსუბუქი ტკივილი და სიმკვრივე ჩხვლეტის ადგილზე. ერთეულ შემთხვევებში მოსალოდნელია თავის ტკივილი და ტემპერატურის მცირედით მომატება.

ვაქცინა Sputnik V -ს მიწოდება უნგრეთში - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
„ეს პოლიტიკური საკითხია“ - ამირან გამყრელიძე „სპუტნიკV“-ს შესაძლო შემოტანის შესახებ

„კოვივაკი“ რეკომენდებულია 18-დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის. უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ამ ჯგუფებში კვლევები ჯერ არ ჩატარებულა.

„კოვივაკს“ არ უკეთებენ ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ აცრის შემდგომი მძიმე გართულებები, ალერგიები, მწვავე ინფექციური დაავადებები, ასევე ქრონიკული დაავადებების გამწვავების პერიოდში. ვაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს გამოჯანმრთელებიდან ორი-ოთხი კვირის შემდეგ.

ვაქცინაცია დაშვებულია ღვიძლის, თირკმელების, ნეიროენდოკრინული სისტემის, აუტოიმუნური დაავადებებისას, ალერგიული დაავადებებისას, ბრონქული ასთმის შემთხვევაში და ა.შ. მკურნალი ექიმი აფასებს პაციენტის მდგომარეობას და რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით აცრის მიზანშეწონილობას.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინა „კოვივაკი“ 2021 წლის 20 თებერვალს დაარეგისტრირა - ხელისუფლება გეგმავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაქცინის დასამტკიცებლად და სხვადასხვა ქვეყანაში რეგისტრაციის მიზნით პროცედურების გავლას.

ყველა ახალი ამბავი
0