მიმოხილვა: რად დაუჯდა ევროპას ინგლისურ–შვედურ ვაქცინაზე ფსონის დადება

© AP Photo / Alessandra Tarantinoვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
მსოფლიოს ორ ათეულზე მეტმა ქვეყანამ, უპირატესად ევროპულმა, ინგლისურ–შვედური კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერა.

ირინა ალქსნისი

გუშინ ამ სიას პრეპარატის „სამშობლო“ შვედეთიც შეემატა. ოფიციალური მიზეზი — თრომბოზის დაფიქსირებული შემთხვევები აცრილთა შორის.

ევროკავშირის სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
„გამოუვალი მდგომარეობა“ - ვინ დაინტერესდა რუსული ვაქცინით ევროკავშირში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კომპანიის მხარეს დადგა და განაცხადა, რომ „არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ინციდენტები ვაქცინით იყო პროვოცირებული“. და ვაქცინაციის კამპანიის გაგრძელებისკენ მოუწოდა ქვეყნებს, რათა „გადაარჩინონ ადამიანები და შეაკავონ დაავადების მძიმე ფორმები“. ამასთან ჯანმო ირწმუნება, რომ შეისწავლის შემოსულ შეტყობინებებს და შედეგებს გაასაჯაროვებს.

სამწუხაროდ, უაზრობაა განვიხილოთ AstraZeneca-სთან დაკავშირებული სიტუაცია მედიცინისა და მიუკერძოებელი სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით. მსოფლიო ფარმაცევტიკა უკვე დიდი ხანია, რაც უკიდურესად კორუმპირებულ კლონდაიკად იქცა, რომელიც თავის გარშემოც ყველაფერს კორუმპირებულს ხდის.

შესაბამისად, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რამდენად უკავშირდება ჯანმოს პოზიცია AstraZeneca-ს უსაფრთხოების რეალურ დონეს და რამდენადაა ის განპირობებული პოლიტიკური მიზანშეწონილობით. თუმცა ეს ევროკავშირსაც არანაკლებ ეხება.

 „სპუტნიკ V“-თი ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
შვედეთმა შესაძლოა რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ გამოიყენოს

აცრილებში მძიმე გვერდითი მოვლენებისა და სიკვდილის შესახებ შეტყობინებები რეგულარულად ვრცელდებოდა ვაქცინაციის დაწყების მომენტიდან, მაგრამ ესოდენ რადიკალური ნაბიჯი, როგორიცაა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა, გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროპის სხვა წამყვანმა ქვეყნებმა მაშინ გადადგეს, როდესაც ამისკენ მაპროვოცირებელი პოლიტიკური პირობები წარმოიშვა. 

ევროკავშირში ვაქცინაცია ფაქტობრივად ჩავარდა, რაზეც უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ წამყვანი მსოფლიო მედიასაშუალებები და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები. ძირითადი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ბრიუსელს, გერმანიასა და სხვა დასავლეთ ევროპულ დედაქალაქებს აწევთ, რომლებიც ყველაზე აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავებაში. და ერთ-ერთი უმთავრესი შეცდომა სწორედ AstraZeneca-ზე ფსონის დადება იყო.

პირველმა სკანდალმა ჯერ კიდევ იანვარში იფეთქა, როდესაც AstraZeneca-მ ბრიუსელს აცნობა, რომ საწარმოო-ლოგისტიკური პრობლემების გამო იძულებული იყო უახლოეს თვეებში მიწოდებები 60%-ით შეემცირებინა, ვიდრე ამას კონტრაქტი ითვალისწინებდა. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
მოსაზრება: ევროკავშირი რუსეთსა და კორონავირუსს „წვრილმანი კბენებით“ ებრძვის

ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ დიდმა ბრიტანეთმა საკუთარი შეთანხმება გააფორმა AstraZeneca-სთან, რომლის თანახმადაც ქვეყანას აქვს პრიორიტეტული უფლება პრეპარატზე, რომელიც მის ტერიტორიაზე იწარმოება. ამან ლონდონი ვაქცინებით ბევრად უკეთ უზრუნველყო, ვიდრე კონტინენტი. გასაგებია, რომ Brexit-ის ფონზე სურათი აშკარად არ არის ევროკავშირის სასარგებლო.

ასე რომ, ბოლო კვირებში ევროპა ყველა ბერკეტს იყენებდა, რათა კომპანიას შეთანხმების პირობები დაეცვა. შედეგად – სიტუაცია კიდევ მეტად გაუარესდა.

გასულ პარასკევს სააგენტო Reuters იუწყებოდა, რომ AstraZeneca-მ დამატებით შეამცირა ევროკავშირის ქვეყნებში თავისი ვაქცინის მიწოდებები. კომპანიის ხელმძღვანელმა პასკალ სორიომ ჯერ კიდევ 25 თებერვალს მისცა პირობა ევროპარლამენტს, რომ შეეცდებოდნენ, ევროკავშირისთვის, ნაცვლად თავიდან დაგეგმილი 90 მილიონისა, 40 მლნ დოზა პირველ კვარტალში მიეწოდებინათ. გასული კვირის ბოლოს გასაგები გახდა, რომ ეს მაჩვენებელი ძლივს მიაღწევს 30 მილიონს. 

ორშაბათს კი ევროპის სახელმწიფოებმა, ევროკავშირის ლიდერების ჩათვლით, ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს AstraZeneca-ს ვაქცინის შეჩერება – პრეპარატის უსაფრთხოების შემოწმების საბაბით.

ევროკავშირის დროშები ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
მოსაზრება: ევროპამ თავის პრობლემებში დამნაშავე იპოვა

ვაქცინის რეპუტაციას უმძიმესი დარტყმა მიადგა. მაგრამ ეს ალბათ საბედისწეროდ ვერ ჩაითვლება. დიდი ალბათობით, AstraZeneca-ს მხარდაჭერას მსხვილი საერთაშორისო სტრუქტურები და სხვა გავლენიანი დასავლური „დერჟავები“ გამოუცხადებენ. ამასთან საუბარია არა მარტო დიდ ბრიტანეთზე, რომლისთვისაც ეს ვაქცინაციის მთავარი პრეპარატია. გუშინ კომპანიამ გაავრცელა პრეს-რელიზი, რომლის მიხედვითაც მან აშშ-ის მთავრობასთან საკუთარი მედიკამენტის დამატებითი მიწოდებები შეათანხმა.

მთელი ეს სიტუაცია უფრო საინტერესოა, როგორც მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ დასავლეთის შიგნით მზარდი გადაუჭრელი დაპირისპირებები არსებობს. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მიღებული იყო, რომ ნებისმიერი უთანხმოება ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან დონალდ ტრამპის მავნებლურ მოღვაწეობას დაბრალებოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე დატოვა თეთრი სახლი, კონფლიქტი ევროპასა და შტატებს შორის არ გაიწოვა – ეხება ეს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს თუ თავდაცვის ხარჯებს.

ვაქცინა „სპუტნიკ V“ - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
მიმოხილვა: ევროპამ ირწმუნა ვაქცინა „სპუტნიკ V-სა“ - გერმანია წარმოებისთვის ემზადება

AstraZeneca-სთან დაკავშირებული სკანდალი კი პრინციპულად ახალი ფაქტორია, რომელზე პასუხისმგებლობაც ვერაფრით ვერ დაეკისრება აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს. იმიტომ რომ ყველაფერს საფუძვლად რესურსების ობიექტურად მზარდი დეფიციტი უდევს, რომლისთვისაც ბრძოლა სულ უფრო მწვავდება. და თითოეულ მონაწილეს ისღა რჩება, დასავლური სოლიდარობის ჩვეული მანტრების თანხლებით სულ უფრო ინტენსიურად გადაქაჩოს საბანი თავის მხარეს და სულ უფრო ხშირად მიმართოს „არაკონვენციურ“ ზომებს.

თუმცა იქ ალბათ არ აღიარებენ ესოდენ დამთრგუნველ რეალობას. უფრო დამაჯერებელი ისაა, რომ კიდევ ერთხელ დატრიალდება მობეზრებული ფირფიტა „მოსკოვის ხელის“ შესახებ, რომელიც განხეთქილებას თესავს დასავლეთში. 

მოცემულ შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მარტივი გასაკეთებელი იქნება, ვინაიდან AstraZeneca-ს წინააღმდეგ ესოდენ მტრული დემარშის შემდეგ ევროპას რამდენიმე სათადარიგო ვარიანტი აქვს, რომლებითაც შეიძლება შეიცვალოს ვაქცინა. და რუსული „სპუტნიკ V“ ამ სიის თავშია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0