„გამოუვალი მდგომარეობა“ - ვინ დაინტერესდა რუსული ვაქცინით ევროკავშირში

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის სიმბოლიკა
ევროკავშირის სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
ავსტრიის, ჩეხეთის, ბულგარეთის, სლოვენიისა და ლატვიის ლიდერები აღშფოთდნენ იმით, რომ ევროკავშირი ვაქცინებს ანაწილებს.

გალია იბრაგიმოვა

ევროპაში მზად არიან გადავიდნენ რუსულ ან ჩინურ პრეპარატებზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიუსელი მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება „სპუტნიკ V-ს“ შეძენის თაობაზე. რატომ არ ცხრება სკანდალები კორონავირუსთან ბრძოლის გარშემო?

მოიძებნოს განტევების ვაცი

სპუტნიკ–V  - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
მსოფლიოში „სპუტნიკ V“-ზე მოთხოვნა იზრდება

„ევროკავშირის ზოგ ქვეყანას ვაქცინები მოსახლეობის რაოდენობასთან შეუსაბამოდ მიეწოდება. ჩვენ მოვუწოდებთ, ვიმსჯელოთ ამაზე უახლოეს სამიტზე“, — ნათქვამია ავსტრიის, ჩეხეთის, ბულგარეთის, სლოვენიისა და ლატვიის ლიდერთა წერილში.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა რეკომენდაცია მისცა ბრიუსელს, ყურადღება მიაქციოს ლატვიასა და ბულგარეთში არსებულ სიტუაციას. მისი თქმით, იქ პრეპარატების უკმარისობას შეიძლება კორონავირუსის ახალი ტალღა და შესაბამისად, მორიგი ლოკდაუნი მოჰყვეს.

„რატომ შეხვდა, მაგალითად, მალტას უფრო მეტი ვაქცინა, ვიდრე ბულგარეთს? — სვამს კითხვას კურცი. — ამის მიზეზებს ვხედავთ ევროკავშირის მმართველი საბჭოს საიდუმლო კავშირებში. ეს კულუარული შეთანხმებები გამოიძიებული უნდა იყოს და ვაქცინაცია ბაზრად არ უნდა ვაქციოთ“.

ოპონენტები სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან კურცს არ დაეთანხმნენ. „კანცლერი განტევების ვაცებს ეძებს ავსტრიაში ვაქცინაციის კამპანიის ჩაშლისთვის“, — აღნიშნეს პარტიაში.

 „სპუტნიკ V“-თი ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
შვედეთმა შესაძლოა რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ გამოიყენოს

ინგლისურ-შვედური AstraZeneca-სა და ამერიკული Pfizer-ის პრეპარატებით აცრა ავსტრიის ხელისუფლებამ წლის ბოლოს დაიწყო. მაგრამ მარტში პრობლემები წარმოიშვა. კომპანია AstraZeneca-მ განაცხადა, რომ ვერ ასწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყნის უზრუნველყოფას. გარდა ამისა, აცრილებს არცთუ იშვიათად უვლინდებათ გართულებები, იტალიასა და დანიაში ლეტალური შემთხვევებიც კი დაფიქსირდა.

ავსტრიამ, დანიამ, ნორვეგიამ, ბულგარეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა პრეპარატის გამოყენება შეწყვიტა.

გვერდითი ვაქცინაცია

ამ დღეებში ესტონეთში ვაქცინისგან 31 წლის ჩინოვნიკი, სლოვაკეთში კი 38 წლის მასწავლებელი გარდაიცვალა.
მათი ნათესავები ინგლისურ-შვედურ მწარმოებლისთვის ჩივილს აპირებენ. მაგრამ ფარმაკომპანიის ხელმძღვანელობა წინდაწინ უარყოფს ბრალდებას. ვაქცინას უსაფრთხოდ მიიჩნევს ჯანმოც.

„სპუტნიკ V“-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ევროკავშირის ქვეყნებს „სპუტნიკ V“-სთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება სურთ

„არ არსებობს AstraZeneca-სა და თრომბების წარმოქმნას შორის კავშირის მტკიცებულება. აცრაზე უარის თქმის მიზეზები არ არსებობს“, _ ირწმუნება ჯანმოს წარმომადგენელი მარგარეტ ჰარისი.

მიუხედავად ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებსაც AstraZeneca-ში ეჭვი ეპარებათ, იზრდება. გუშინ ამ ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში.

რაც შეეხება Pfizer-ს, ეს ვაქცინა დეფიციტშია. განაწილებით ბრიუსელია და კავებული. საუბარი ჯერჯერობით რვა დოზაზეა ასი ათას მოსახლეზე. შედარებისთვის: აშშ-ში — 24, ბრიტანეთში — 32. სწორედ ეს გააკრიტიკეს წერილში ავსტრიის,ჩეხეთის, ბულგარეთის, სლოვენიისა და ლატვიის ლიდერებმა.

ტურიზმი სტრატზეა

ვაქცინაციის ტემპები ლატვიასა და ბულგარეთში, რასაც ყურადღება მიაქცია კურცმა, ნამდვილად შენელდა. ახლა იქ საშუალოდ ორი ათსამდე ადამიანს უკეთებენ აცრას.

AstraZeneca–ს ვაქცინით აცრა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
AstraZeneca უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მისი ვაქცინა ადამიანს ვნებს

ვაქცინაციის ტემპები ლატვიასა და ბულგარეთში, რასაც ყურადღება მიაქცია კურცმა, მართლაც შენელდა. ახლა იქ საშუალოდ ორი ათასამდე ადამიანი იცრება.

„როგორც მინიმუმი, მთელი მარტის განმავლობაში მოსალოდნელია პრეპარატების მწვავე უკმარისობა“, _ განაცხადა ლატვიის ვაქცინაციის ბიუროს ხელმძღვანელმა ევა იუხნევიჩმა.

აპრილის შუა რიცხვებამდე რიგას 164 ათასი დოზის მიღების იმედი ჰქონდა. ნახევარი AstraZeneca-სგან, მაგრამ ახლა ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ მწარმოებელი ვაქცინის უსაფრთხოებას არ დაამტკიცებს, მასზე უარის თქმა მოუწევთ. Pfizer-ის დამატებითი რაოდენობის დაფინანსება ხელისუფლებას ჯერ არ შეუძლია.

„საწყობებში ვაქცინები არ არის: ყველაფერი სამედიცინო დაწესებულებებსა და ოჯახის ექიმებზეა გადანაწილებული“, _ განმარტა იუხნევიჩმა.

Sputnik V  - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
კენიამ და მაროკომ რუსული კოვიდ-ვაქცინა მოიწონეს

ბულგარეთი ტურისტული სეზონისთვის ემზადება: პირველ მაისს საერთაშრისო ავიამიმოსვლა იხსნება. ქვეყანაში COVID-19-ზე უარყოფითი ტესტის მქონეებს ან ვაქცინირების სერტიფიკატების მფლობელებს შეუშვებენ. მაგრამ ადგილობრისი მოსახლეობის ვაქცინაციაში ყველაფერი კარგად არ არის.

თებერვალში AstraZeneca-ს დიდი პარტია შევიდა ქვეყანაში. ლოკდაუნისგან დაღლილმა ადამიანებმა აცრები დაიწყეს. ხელისუფლება ჩიოდა, რომ ვაქცინები მედიკოსების, მასწავლებლებისა და პენსიონრებისთვისაც კი არ კმაროდა. ახლა კი პროცესი სულაც გაჩერდა.

„გავეცი განკარგულება, შეწყდეს AstraZeneca-თი ვაქცინაცია მანამ, სანამ წალმების ევროპული სააგენტო ყველა ეჭვს არ გაფანტავს მისი უსაფრთხოების თაობაზე“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა.

საიდუმლოები და მაქინაციები

კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გერმანიის მარეგულირებლის ხელმძღვანელმა რუსული კოვიდ-ვაქცინა შეაქო

ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში უკმაყოფილებას აძლიერებს ისიც, რომ სანამ ერთნი მოწოდებების განახლებას ელოდებიან, მერეებმა არ იციან, სად წაიღონ ზედმეტი. გერმანიაში, მაგალითად, საწყობებში დაახლოებით მილიონი ზედმეტი დოზაა დაგროვილი.

დიდ ბრიტანეთში უკვე 21 მილიონი ადამიანია აცრილი. იქ, ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, პრეპარატები შეუფერხებლად შედიოდა.
იტალიის ხელისუფლებამ ღიად დაადანაშაულა ლონდონი ვაქცინაციის ჩაშლაში და სასამართლოთი დაემუქრა. ფარმაკოლოგიურმა მარმოებლებმა თავი გაიმართლეს, სირთულეები ძირითადი კომპონენტის დამზადებაშიაო. მაგრამ ამან ვერავინ დაამშვიდა.

„საიდუმლო კონტარქტებზე“ საუბრისას კურცს მხედველობაში ბრიტანეთში დაჩქარებული მიწოდებებიც ჰქონდა. ევროპელების ეჭვებსა და მრისხანებას ისიც იწვევს, რომ საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში ვაქცინაციის კამპანია ევროპულ კამპანიასთან ერთდროულად დაიწყო. როგორც ჩანს, პირველები ვაქცინებს ისინი იღებენ, ვინც მეტს იხდიან.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
მოსაზრება: ევროკავშირი რუსეთსა და კორონავირუსს „წვრილმანი კბენებით“ ებრძვის

ვაქცინების ომი

ევროკავშირში რუსულ და ჩინურ ვაქცინებს აკვირდებიან. მაგალითად საფრანგეთი „სპუტნიკ V-ს“ გამოყენებას აპირებს, თუ სამედიცინო საზოგადოება ამ პრეპარატის ეფექტურობას დაამტკიცებს.

ინტერესი გერმანიის ვაქცინებისა და ბიოსამედიცინო სამკურნალო საშუალებების ინსტიტუტმაც გამოავლინა. პირობები იგივეა — ევროკავშირის კრიტერიუმებთან შესაბამისობა. „სპუტნიკ V-ს“ შესყიდვის გეგმების შესახებ ავსტრიამაც განაცხადა. „ამ საკითხში საუბარიც არ შეიძლება იყოს გეოპოლიტიკაზე“, — ხაზი გაუსვა კურცმა.

Reuters-ი ირწმუნება, რომ ევროკავშირი მოსკოვთან ვაქცინის შესახებ მოლაზპარაკებებისთვის ემზადება. რუსეტის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში ამაზე კომენტარი არ გაუკეთებიკათ. მაგრამ ჟრნალისტებმა გაარკვიეს: „სპუტნიკ V-ს“ წარმოება შესაძლოა იტალიასა და გერმანიაში დაიწყოს.

ვაქცინა Sputnik V   - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
რუსული ვაქცინის შემქმნელები EMA-სგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

კიდევ ერთი ვერსია: ბრიუსელმა შეცვალა მოსაზრება რუსული ვაქცინის შესახებ, რათა კონტროლზე აიყვანოს მიწოდებები. ასე მაგალითად, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი პირდაპირ შეთანხმდნენ ამაზე მოსკოვთან. ევროპული სამართლებრივი მექანიზმების იგნორირების ბრალდებაზე ისინი შემხვედრი პრეტენზიებით პასუხობენ: Pfizer-ის ცდა დიდხანს უწევთ.

ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი ევროპული ცენტრის სპეციალისტი პალ დუნაი РИА Новости-სთანზ საუბარში განმარტავს: „საქმე „სპუტნიკ V-ს“ უნიკალურობაში კი არ არის, არამედ ევროკავშირის ბევრი ქვეყნისთვის გამოუვალ მდგომარეობაში“.

„ ევროპა ხომ ჩინური ვაქცინითაც ინტერესდება. კერძოდ, უნგრეთმა პირველმა ევროკავშირში მიიღო პრეპარატი Sinopharm-ი. ალტერნატივა მიწოდებებში შეფერხებებისგან გვიცავს, რომელიც ახლა AstraZeneca-ს შეექმნა“, — განმარტავს უნგრელი პოლიტოლოგი.

ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა რუსული ვაქცინა შეაქო

საერთაშორისო ურთიერთობების ბრიტანელი სპეციალისტი საშა მეთიუზი ვარაუდობს, რომ „ვაქცინების ომი“ პანდემიის ბოლომდე გაგრძელდება. „დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში ადამიანები დაიღალნენ სახლებში ჯდომით და ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ეს უკანასკნელები ცდილობენ იპოვონ სასწაულებრივი მეთოდი, რათა კორონავირუსს თავი დააღწიონ და პოლიტიკური ქულები დააგროვონ. რაც მეტია ვაქცინა, მით მეტია ხელისუფლებაში დარჩენის შანსი“, — აზუსტებს ის.

აშკარაა, რომ პრინციპი „ყველა საკუთარი თავისთის იბრძვის“ ევროპისთვის აქტუალური დარჩება მანამ, სანამ ყველა არ აიცრება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0