გერმანიის მარეგულირებლის ხელმძღვანელმა რუსული კოვიდ-ვაქცინა შეაქო

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის ვაქცინა
კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
გერმანელი მარეგულირებლის თქმით, რუსული ვაქცინა „ჭკვიანურადაა აგებული“ და ევროკავშირი მას რაღაც მომენტში დაამტკიცებს

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ კარგი პრეპარატია კორონავირუსის წინააღმდეგ, განაცხადა რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციის საკითხთა მუდმივი კომისიის (STIKO) თავმჯდომარე თომას მერტენსმა, რის შესახებაც წერს სააგენტო РИА Новости.

ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა რუსული ვაქცინა შეაქო

აღინიშნება, რომ სწორედ STIKO იძლევა ქვეყანაში ვაქცინაციების შესახებ რეკომენდაციებს.

„ეს კარგი ვაქცინაა, რომელსაც  ევროკავშირში, დიდი ალბათობით, რაღაც მომენტში მოიწონებენ. რუს მკვლევარებს დიდი გამოცდილება აქვთ ვაქცინებზე მუშაობაში“, — განაცხადა მერტენსმა გამოცემა Rheinischen Post–თან ინტერვიუში.

მერტენსის თქმით, „სპუტნიკV–ს“ უპირატესობა ისაა, რომ ის ჭკვიანურადაა აგებული — AstraZeneca–ს ვაქცინის მსგავსად, ისიც ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზეა შექმნილი. თუმცა ამ უკანასკნელისგან გასხვავებით, მასში პირველი და მეორე დოზებისთვის სხვადასხვა ვექტორული ვირუსებია გამოყენებული.

  • „ეს ძალიან გონივრულია იმით, რომ შეუძლია ხელი შეუშალოს ეფექტურობის დაკარგვას ვექტორებზე იმუნური პასუხის გამო“, — განმარტა გერმანელმა მეცნიერმა.

STIKO — ეს დამოუკიდებელი საექსპერტო გაერთიანებაა, რომლის საქმიანობასაც გერმანიის ჯანდაცვის სამინისტორს დაქვემდებარებაში შემავალი კოხის ინსტიტუტი უწევს კოორდინაციას.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინა „სპუტნიკ V“ გასული წლის აგვისტოში დაარეგისტრირა და ის ოფიციალურად იქცა მსოფლიშო პირველ ანტიკორონავირუსულ ვაქცინად. პრეპარატი გამალეის ცენტრის სპეციალისტებმა შექმნეს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0