ირინა ალქსნისი
თემა შემთხვევით არ წამოწეულა: ავსტრია დაუფარავ ინტერესს იჩენს რუსული პრეპარატის მიმართ. გასულ კვირაში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის დელეგაციამ მოლაპარაკებები გამართა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცთან. და, მიუხედავად ქვეყნის ხელმძღვანელობის განცხადებისა, რომ დაელოდება, როდის დაუშვებს ЕМА რუსულ პრეპარატს ევროპის ბაზარზე, თავად ის ფაქტი, რომ ევროპის კიდევ ერთი გავლენიანი და მდიდარი ქვეყანა არის მზად მოსკოვთან ვაქცინაზე სათანამშრომლოდ, დამკვირვებლების აზრით, ფრიად მნიშვნელოვანი ნიშანია.
ვირთუმერ–ჰოხეს განცხადებას ელვისებურად მოჰყვა „სპუტნიკ V“-ს შემქმნელების რეაქცია, რომლებმაც მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
ЕМА-ს ხელმძღვანელმა მართლაც გადააბიჯა ზღვარს არა მარტო საკუთარი უფლებამოსილების, არამედ წესიერების კუთხითაც. მან უხეშად დაარღვია პროფესიული ეთიკა, დაეჭვდა რა 46 ქვეყნის ეროვნული მარეგულირებლების კვალიფიკაციაში, რომლებმაც უკვე დაუშვეს „სპუტნიკ V“-ს გამოყენება. გარდა ამისა, ЕМА-ს აქამდე არასდროს მიუცია თავისთვის უფლება, მსგავსად მოეხსენებინა სხვა რომელიმე პრეპარატი — და ეს აბსოლუტურად გასაგებია, ვინაიდან ასეთი პოზიცია აღმაშფოთებლად არაპროფესიონალურია. ის ფაქტი კი, რომ სააგენტომ რუსული პრეპარატის მიმართ გამოთქმა არ შეარჩია, მის აშკარა პოლიტიკურ განწყობასა და იმავდროულად ბანალურ რასიზმზე მეტყველებს.
თუმცა ვირთუმერ–ჰოხეს საქციელი სრულიად გასაგებია იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც ბრიუსელს აქვს ვაქცინაციაში. ევროპის ყველა დეტალურად გააზრებული გეგმა ჩაიფუშა. ნაცვლად რუსული და სხვა „არასწორი“ პრეპარატების „წუნდების“ მკაცრად ცენტრალიზებული პროცედურისა, ЕМА იძულებული გახდა, „სპუტნიკ V“-ს ექსპერტიზა დაეწყო სერტიფიკაციისთვის. ამასთან ვაქცინას საკმაოდ შთამბეჭდავი მხარდამჭერები ჰყავს გერმანიის მეთაურობით.
ევროკავშირში ვაქცინაციასთან დაკავშირებული ვითარება იმდენად რთულია, რომ ევროკომისიამ კავშირის წევრ ქვეყნებს უფლება მისცა, თავად შეიძინონ პრეპარატები იმ მწარმოებლებისგან, რომლებთანაც ბრიუსელს კონტრაქტები არ გაუფორმებია. მასმედია კი უკვე ღიად წერს არა მარტო „პუტინის პროპაგანდისტულ წარმატებაზე ევროპის გულში“, არამედ ევროპული სტრატეგიის ჩავარდნაზეც. გერმანულმა Die Welt-მა საზოგადოებას გააცნო მიზეზები, თუ რატომ აღმოჩნდა სან-მარინო ერთ-ერთი პირველი მათ შორის, ვინც „სპუტნიკ V“ დაარეგისტრირა. ქვეყნის ხელისუფლებამ, რომელიც ძლიერ დაზარალდა პანდემიით (პირველი ადგილი მსოფლიოში მოსახლეობისა და კორონავირუსით გარდაცვლილთა პროცენტული შეფარდებით), განაცხადა, რომ ევროკავშირის ცენტრალიზებული არხების მეშვეობით ბრიუსელს „კარი აუტალახეს“ ვაქცინის მისაღებად, მაგრამ უშედეგოდ: „ამიტომ მივმართეთ რუსეთის ფედერაციას და მივიღეთ წვდომა „სპუტნიკ V“-ს შემოტანაზე“.
ეროვნული მთავრობის მიერ ინიციატივის საკუთარ ხელში აღების კიდევ ერთი მაგალითია იტალია, რომელმაც აშკარად გააცნობიერა, რომ „დამახჩვალმა ხელი უნდა გაანძრიოს, თუ გადარჩენა უნდა“.
რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირმა შემოიღო მექანიზმი, რომელიც ვაქცინების ექსპორტის დაბლოკვის საშუალებას იძლევა, და იტალიელებმა პირველებმა ისარგებლეს ამ პროცედურით. კომპანია AstraZeneca გეგმავდა ავსტრალიაში 250 ათასი დოზა პრეპარატი გაეგზავნა, რომლებიც იტალიის ქალაქ ანანიიში იყო დამზადებული.
ამასთან ავსტრალიაში კოვიდ-ვითარება ბევრად უკეთესია, ვიდრე ევროპაში: დაავადების დონეც დაბალია და ქვეყანას უკვე აქვს 300 ათასი დოზა ვაქცინა, რაც მას საშუალებას აძლევს, თავი გაიტანის მანამ, სანამ ამ თვის ბოლოს საკუთარ წარმოებას არ აამუშავებს AstraZeneca-ს ტექნოლოგიით.
ასე რომ, იტალიის ხელისუფლებამ უბრალოდ უარყო ამ პარტიის ექსპორტის საკითხი. ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ევროკავშირს მოუწოდა, უფრო მკაცრად იმოქმედოს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებული კონტრაქტების პირობებს არ ასრულებენ (ამ ანტირეიტინგში AstraZeneca ლიდერობს).
თუმცა იტალიის აქტიურობა ამით არ ამოწურულა: ორი დღის წინ ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდსა და კომპანია Adienne Pharma&Biotech-ს შორის იტალიაში „სპუტნიკ V“-ს წარმოების შესახებ. ეს ამ სახის პირველი დოკუმენტია ევროპაში.
ბრიუსელში კი, თითქოს ევროკავშირის წევრების მზარდი „თვითშემოქმედება“ არ კმაროდა, მათ შორის ეკონომიკური კუთხით, საქმე ცუდადაა. ევროპის ეკონომიკის აღდგენა ჭიანურდება, შენარჩუნებული შეზღუდვები საწარმოების მუშაობას ამუხრუჭებს, კაპიტალი გაედინება, არსებობს კიდევ ერთი ტურისტული სეზონის ჩაშლის საფრთხე. Bloomberg-ის შეფასებით, ევროკავშირმა შესაძლოა 50-დან 100 მილიარდ ევრომდე იზარალოს ვაქცინაციის „დუნე“ ტემპების გამო.
გასაკვირი არ არის, რომ ასეთ ვითარებაში ევროკავშირს თავის რიგებში დისციპლინის დამყარებისთვის არ სცალია. და ისიც იძულებულია თვალი აარიდოს, თუ როგორ აქტიურდებიან მისი წევრები პანდემიასთან ბრძოლაში რეალობასთან შესაბამისად და არა იდეოლოგიურად შემოწმებული და ქაღალდზე ჩამოწიკწიკებული სტრატეგიის თანახმად.
და ერთადერთი, რაც ევროჩინოვნიკებს დარჩენიათ, ეს ვირთუმერ–ჰოხეს გამონათქვამების მსგავსი წვრილმანი „კბენებია“ რუსული ვაქცინის მიმართ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს