ირინა ალქსნისი
უფრო ძნელია იმ ლოგიკისა და მიზნების გაგება, რომლითაც აშშ და ევროპა ხელმძღვანელობენ. მათი ქმედებების გეგმაზომიერება და შეთანხმებულობა, მიუხედავად ყველა პარადოქსისა და ადგილ–ადგილ აბსურსულობისა, ეჭვს არ ტოვებს, რომ ყველაფერ ამას საფუძვლად სრულიად რაციონალური მოსაზრებები უდევს.
დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უკვე საკმაოდ დიდი ხანია (2010–იანების შუა წლებიდან), რაც ევროპელებსა და ამერიკელებს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებში ესოდენი სოლიდარობა და ენთუზიაზმი არ გამოუვლენიათ. სანქციები ატლანტიკის ორივე მხარეს უბრალოდ ერთ დღეს კი არა, არამედ თითქმის ერთ მომენტში გამოცხადდა. ანუ ეს ნამდვილად სცენარით გათვალისწინებული სვლა იყო.
სანქციები უპირატესად რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს დაუწესდათ, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობა და იქ ჰიპოთეტური აქტივების გაყინვა დიდად არ ანაღვლებთ. მსგავსი ვითარებაა სამეცნიერო ორგანიზაციების შემთხვევაშიც, რომლებსაც ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის წარმოებაში ედებათ ბრალი. მთლად ანეგდოტურად კი შეიძლება მივიჩნიოთ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, შეუწყვიტოს რუსეთს დახმარება — იქმენა შთაბეჭდილება, რომ ამერიკელი პარტნიორები ისევ 1999 წელში ცხოვრობენ.
ამასთან თავად ალექსეი ნავალნი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ პირდაპირ აცხადებდა, რომ „რომელიღაც გენერლებისა და პოლკოვნიკებისთვის, რომლებიც ბევრს არ მოგზაურობენ მსოფლიოში, არ აქვთ ბევრი ქონება ან საბანკო ანგარიშები ევროპაში, სანქციების დაწესება უაზრობაა“. მაშინ მან ევროკავშირს რუსლი ოლიგარქების ფულისკენ დამიზნება ურჩია.
უნდა ვაღიაროთ, რომ მსხვილ ბიზნესმენებზე დარტყმა დანმდვილად ბევრად საგრძნობი იქნებოდა როგორც პირადად მათთვის, ისე ეროვნული ეკონომიკისთვის. ერთობლივი სტრატეგიული პროექტების (როგორიცაა „ჩრდილოეთის ნაკადი–2“) დახურვის ნეგატიურ ეფექტზე კი საუბარიც არაა საჭირო. მაგრამ დასავლეთმა, მიუხედავად გაძლიერებული რუსოფობიული რიტორიკისა, კვლავ გარეგნულად ეფექტური და კონფრონტაციული, არსებითად კი სრულიად უსარგებლო ნაბიჯების გადადგმა არჩია.
არანაკლები უცნაურობა შეინიშნება ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციაში რუსი ოპოზიციონერის მიმართ, რომელსაც ესოდენ მძვინვარედ იცავენ.
ერთი მხრივ, დასავლეთმა ნავალნი კრემლის მთავარი მტრისა და იმავდროულად მთავარი მსხვერპლის რანგში აიყვანა და არაერთი პატივი მიაგო. ევროკავშირმა სანქციების ახალი გლობალური რეჟიმიც კი შექმნა ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის და დაწესებული რესტრიქციები იქცა კიდეც მისი გამოყენების პირველ შემთხვევად. ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გასაოცარი გადაწყვეტილება გამოიტანა, მოითხოვა რა ბლოგერის გათავისუფლება გარანტიის სახით.
მეორე მხრივ კი აშკარაა, რომ შეერთებული შტატები და ევროპა უმცირეს ილუზიებსაც კი არ განიცდიან ბლოგერის პიროვნების მიმართ. ეგივე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერაფერ პოლიტიკური ვერ დაინახა „ივ როშეს“ საქმეში, რომლის გულისთვისაც აღმოჩნდა კიდეც ალექსეი ნავალნი ვლადიმირის ოლქის კოლონიაში.
ხოლო Amnesty International–ს ვერაფერი უშველა ვერც მორალურმა მოქნილობამ და ვერც პოლიტიკურმა კონიუნქტურულობამ. ორგანიზაციამ უარი თქვა, ეღიარებინა ნავალნი „სინდისის პატიმრად“ — და მისი გაგება შეიძლება: რუსი ოპოზიციონერი ძალიან ბევრ რასიტულ და ქსენოფობიურ გამონათქვამებს ავრცელებდა წარსულში.
სხვათა შორის, თავიდან ევროკავშირი იმასაც კი ფიქრობდა, რომ ახალი სასანქციო რეჟიმისთვის პირდაპირ ალექსეი ნავალნის სახელი ეწოდებინა. მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცამ დროულად გააცნობიერა, რომ ამის გაკეთება „გმირის“ ბექგრაუნდის გამო არ ღირდა და იდეაზე უარი თქვეს.
საბოლოოდ დასავლეთის, განსაკუთრებით ევროპის საქციელი აქეთ–იქით ბორგვას ჰგავს, მოსკოვთან კონფლიქტისთვის არც ისე შესაფერისი საბაბების გამოყენებით.
თუმცა ეს ყველაფერი მშვენივრად აიხსნება, თუ მომხდარში საგანგებო რეჟიმში (და ცოტა პანიკურშიც კი) ღრმა თავდაცვაზე გადასვლას დავინახავთ.
რუსეთის ავროპასთან და აშშ–სთან ურთიერთობები პირდაპირ ახლა მორიგ ტრანსფორმაციას განიცდის. გასული ათწლეულის შუა წლების მღელვარე მოვლენები დასავლეთისთვის იყო მცდელობა, საბოლოოდ გაეჭყლიტა რუსეთი და იძულებული გაეხადა ის, გამოეცხადებინა სრული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კაპიტულაცია. ამასთან მას იოტისოდენი ეჭვიც კი არ ეპარებოდა იმაში, რომ ეს წამოწყება მისი წარმატებით დასრულდებოდა. უფრო მეტიც, დასავლეთში დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ ყველაფერს „მცირე სისხლის დათხევით“ მიაღწევდნენ საკუთარი თავისთვის არც ისე მტკივნეული ზომების სახით, ვინაიდან, მაგალითად, მოსკოვის გათიშვა SWIFT–იდან უკიდურესად უსიამოვნო იქნებოდა დასავლური ბიზნესისთვის.
რუსეთმა კი კიდევ ერთხელ მოაწყო სიურპრიზი, გაუძლო რა კოლექტიურ ზეწოლას, და რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარება მერყევ წონასწორობას ინარჩუნებდა. დაპირისპირება ნომინალურად ნარჩუნდებოდა, მაგრამ სანქციები პროფანაციად და ცარიელ ფორმალობად გადაიქცა. სამაგიეროდ მხარეებს შორის, განსაკითრებით, ევროპასთან, თანამშრომლობამ სწრაფად აღდგენა დაიწყო.
მაგრამ ბოლო ორიოდე წლის, განსაკუთრებით, შარშან მომხდარმა მოვლენებმა დასავლეთი აიძულა, ფხიზლად შეეხედა რუსეთისთვის და თავიდან გაეაზრებინა მასზე შექმნილი წარმოდგენები. დასავლეთმა გააცნობიერა, რომ საქმე მომაკვდავი „ბოროტების იმპერიის“ შემთხვევით წარმატებასთან კი არ ჰქონდა საქმე, არამედ ძლიერ „დერჟავასთან“, რომელსაც კოლოსალური პოტენციალი, სერიოზული ამ ბიციები და სახელშო დამალული უამრავი ტუზი აქვს.
ევროპას კი გარანტირებულად აშინებს ნამძვილად მძლავრი რუსეთი. ყველაფრიდან ჩანს, რომ იქ მართლაც სერიოზულად დაფრთხნენ, შენიშნეს რა, რომ მოსკოვი შეტევაზე გადადიოდა რამდენიმე მიმართულებით — ეკონომიკური, პოლიტიკური, იდეოლოგიური და მედიამიმართულებებით. აი საკუთარი ძალებისა კი ბოლომდე არ სჯერათ და ამიტომაც ახლა დაჩქარებული წე სით აფარებენ რკინის ფარდას.
დასავლეთი ფაქტობრივად ცდილობს შექმნას ცივი ომის კონფიგურაცია, როდესაც დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის (განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირსა და დასავლეთევროპულ სახელმწიფოებს შორის) უერთიერთხელსაყრელი სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა არხი ყრუდ იყო გადაკეტილი — ზოგის გამოკლებით. თუმცა მაშინ უცხოეთის „გამხრწნელი გავლენის“ არდაშვებას ძირითადად საბჭოთა მხარე ცდილობდა.
დასავლეთის მიერ ალექსეი ნავალნის გამოყენება მოცემული ამოცანის შესასრულებლად შეიძლება სრულიად წარმატებულად ჩაითვალოს. თუმცა თავად ევროპისა და შტატების სწრაფვა, გაიმეორონ საბჭოური შეცდომა, დიდ გაოგნებას იწვევს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!