რუსეთში ქმნიან ხელსაწყოს, რომელიც ანტისხეულების არსებობას სახლის პირობებში განსაზღვრავს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
ხელსაწყო გლუკომეტრს მოგვაგონებს, რომლის სენსორზე, სპეციალურ „ფანჯარაში“ სისხლის წვეთის მოთავსება იქნება საჭირო.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. რუსი მეცნიერები პორტატული ხელსაწყოს შემუშავებას შეუდგნენ, რომლითაც შესაძლებელი გახდება – სახლში განისაზღვროს ადამიანში COVID-19-ზე ანტისხეულების არსებობა, იუწყება Известия.

„გამოუვალი მდგომარეობა“ - ვინ დაინტერესდა რუსული ვაქცინით ევროკავშირში>>

პროექტზე მუშაობენ „ნაციონალური ტექნოლოგიური ინიციატივისა“ (НТИ) და მოსკოვის ბაუმანის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის დარგთაშორისი ინჟინერინგული ცენტრი „რუსეთის კომპოზიტების“ სპეციალისტები.

პორტატული ხელსაწყო შედგება ბიოსენსორისა და სმარტფონის ერთგვარი ბლოკისგან, რომელიც მიღებულ ინფორმაციას დაამუშავებს. სავარაუდოდ, სისტემა დაინახავს ანტისხეულებს IgM და IgG და, ამას გარდა, მათ ერთმანეთისგან განასხვავებს.

სპუტნიკ–V  - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
მსოფლიოში „სპუტნიკ V“-ზე მოთხოვნა იზრდება

ბიომგრძნობიარე მასალის სახით აპტამერებს ვიყენებთ. ესაა მოკლე, ხელოვნურად სინთეზირებული ნაწილაკები დნმ-ის ან რნმ-ის, რომლებიც სპეციფიკურად ურთიერთმოქმედებენ დაავადების მარკერებთან. აპტამერები დაიტანება ჩიპზე, რომელზეც გამტარი ფენაა დატანილი. მარკერებთან დაავადების დაკავშირებისას ისინი ან იძენენ, ან კარგავენ დამატებით ელექტრონებს. ეს გამტარი ფენის წინააღმდეგობას ცვლის. მასში გატარებული დენი იზრდება ან მცირდება, რასაც არეგისტრირებს ხელსაწყო, აღნიშნა "რუსეთის კომპოზიტების" ცენტრის წამყვანმა ინჟინერმა ივან კომაროვმა.

გამოყენებისას ხელსაწყო გლუკომეტრის მსგავსი იქნება. სენსორზე, სპეციალურ „ფანჯარაში“ სისხლის წვეთის მოთავსება იქნება საჭირო, ორ–სამ წუთში კი ეკრანზე უნდა გამოჩნდეს შედეგი: არის თუ არა სისხლში SARS-CoV-2-ის ანტისხეულები და რა დონით.

ყველა ახალი ამბავი
0