გამარჯვების 75-ე წლისთავი: საერთო პასუხისმგებლობა ისტორიისა და მომავლის წინაშე

© photo: Sputnik / Alexey Nikol'skiy / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სტატია სათაურით „დიდი გამარჯვების 75-ე წლისთავი: საერთო პასუხისმგებლობა ისტორიისა და მომავლის წინაშე“.

75 წელი გავიდა, რაც დიდი სამამაულო ომი დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე თაობა გაიზარდა. შეიცვალა პლანეტის პოლიტიკური რუკა. აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, რომელმაც გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა ნაციზმზე და მსოფლიო გადაარჩინა. მაგრამ რატომ აღინიშნება რუსეთში 9 მაისი როგორც ყველაზე მთავარი დღესასწაული, ხოლო 22 ივნისს სიცოცხლე თითქოს ჩერდება?

ამბობენ, რომ ომმა ღრმა კვალი დატოვა თითოეული ოჯახის ისტორიაში. ამ სიტყვების უკან მილიონობით ადამიანის ბედია, მათი წუხილი და დანაკარგის ტკივილი. სიამაყე, სიმართლეა და ხსოვნა. ჩემი მშობლებისთვის ომი — ეს ლენინგრადის ბლოკადის საშინელი წამებაა, სადაც ჩემი ორი წლის ძმა — ვიტია დაიღუპა, სადაც სასწაულებრივად გადარჩა დედა. მამას ჯავშანი ჰქონდა, მაგრამ ნებაყოფლობით წავიდა მშობლიური ქალაქის დასაცავად — მოიქცა ისე, როგორც მილიონობით მოქალაქე. იბრძოდა, მძიმედ დაიჭრა. და რაც წლები გადის, მით უფრო დიდია მშობლებთან საუბრის მოთხოვნილება, ომის დროს მათი ცხოვრების ამბების უფრო დაწვრილებით შეტყობის სურვილი. მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ამიტომ გულში ვინახავ მამასთან და დედასთან ამ თემაზე საუბრებს, მათ ძუნწ ემოციებს. 

Здание МИА Россия сегодня после реконструкции Садового кольца в рамках проекта Моя улица - Sputnik საქართველო
ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის ფოტოჰოსტ-სააგენტო Россия сегодня გახდა

ჩემთვის და ჩემი თაობის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს ესმოდეთ, რა ტანჯვა-წამება გამოიარეს მათმა წინაპრებმა. როგორ და რანაირად შეძლეს გამარჯვება? საიდან ჰქონდათ რკინისებური ძალგულოვნება, რომელიც აოცებდა და აღაფრთოვანებდა მთელ მსოფლიოს? დიახ, ისინი იცავდნენ საკუთარ სახლს, შვილებს, ახლობლებს, ოჯახს. მაგრამ მათ აერთიანებდათ სამშობლოსადმი, მამულისადმი სიყვარული. ეს ღრმა გრძნობა გახდა კიდეც ჩვენი ხალხის გმირული ბრძოლის განმსაზღვრელი ნაცისტების წინააღმდეგ.

ხშირად ისმება კითხვა: როგორ მოიქცევა კრიტიკულ ვითარებაში ახლანდელი თაობა? ჩემ თვალწინ არიან ახალგაზრდა ექიმები, მედდები, ზოგჯერ გუშინდელი სტუდენტები, რომლებიც დღეს „წითელ ზონაში“ მიდიან ადამიანების გადასარჩენად. ჩვენი სამხედროები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვიან, სირიაში მტკიცედ დგანან, მთლად ნორჩი ყმაწვილები არიან. უკვდავი მეექვსე სადესანტო ასეულის ბევრი მებრძოლი 19–20 წლის იყო, მაგრამ ყველა მათგანმა დაამტკიცა, რომ იმსახურებენ ჩვენი სამშობლოს მებრძოლების გმირობას, რომლებიც მას დიდ სამამულო ომში იცავდნენ.

ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ხალხებს ხასიათში აქვთ მოვალეობის შესრულება და თავდადება, თუ ამას მდგომარეობა მოითხოვს. თავგანწირვა, პატრიოტიზმი, საკუთარი ოჯახის სიყვარული — ეს ფასეულობები დღეს ფუნდამენტურია რუსული საზოგადოებისთვის.

მეორე მსოფლიო ომი - Sputnik საქართველო
პუტინის მრჩეველი: პროექტი „ომის სახეები“ ისტორიის ხელახლა გადაწერის მცდელობას ხელს შეუშლის

ახლა ჩვენ ახალი ტრადიციები გაგვიჩნდა, როგორიცაა „უკვდავი პოლკი“. ეს არის ჩვენი მადლიერების, თაობათა შორის ცოცხალი კავშირის მარში. მილიონობით ადამიანი გამოდის მარშზე თავიანთი ახლობლების ფოტოებით, რომლებმაც სამშობლო დაიცვეს და ნაციზმი გაანადგურეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი სიცოცხლე, მსხვერპლი, გამარჯვება არასდროს იქნება დავიწყებული.

ჩვენი პასუხისმგებლობა წარსულისა და მომავლის წინაშე — ეს არის ყველაფრის გაკეთება საიმისოდ, რომ არ დავუშვათ საშინელი ტრაგედიის გამეორება. ამიტომ ჩავთვალე საკუთარ მოვალეობად, გამოვსულიყავი სტატიით მეორე მსოფლიო და სამამულო ომების შესახებ. არაერთხელ მიმსჯელია ამ თემაზე მსოფლიო ლიდერებთან, მათ ესმოდათ ჩემი.

გასული წლის ბოლოს დსთ-ის ქვეყნების ლიდერების სამიტზე ჩვენ ყველას ერთი აზრი გვქონდა: მნიშვნელოვანია გადავცეთ შთამომავლობას ხსოვნა იმის შესახებ, რომ ნაციზმზე გამარჯვება, უწინარეს ყოვლისა, მთელი საბჭოეთის ხალხმა მოიპოვა, რომ ამ გმირულ ბრძოლაში — ფრონტზეც და ზურგშიც, მხარდამხარ იდგნენ საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის წარმომადგენლები.

ამ საუბარმა დიდი რეზონანსი გამოიწვია ევროპასა და მსოფლიოში. ესე იგი, წარსული გაკვეთილებისთვის ყურადღების მიპყრობა მართლაც აუცილებელი და საჭირბოროტო საკითხია. ამასთან იყო ბევრი ემოციაც, ცუდად დაფარული კომპლექსებიც, ხმაურიანი ბრალდებებიც. ბევრმა პოლიტიკოსმა იჩქარა განეცხადებინა, რომ რუსეთი ისტორიის გადაწერას ცდილობს. მაგრამ ამასთან ვერც ერთი ფაქტის, ვერც ერთი არგუმენტის გაბათილება ვერ მოახერხეს. რა თქმა უნდა, ნამდვილ დოკუმენტებთან, რომლებიც არა მარტო რუსეთის, არამედ უცხოეთის არქივებშიც ინახება, ბრძოლა ძნელია.

© video: Sputnikსაერთო გამარჯვება: როგორ აღნიშნეს 9 მაისი მეზობელ ქვეყნებში
გამარჯვების 75-ე წლისთავი: საერთო პასუხისმგებლობა ისტორიისა და მომავლის წინაშე - Sputnik საქართველო
საერთო გამარჯვება: როგორ აღნიშნეს 9 მაისი მეზობელ ქვეყნებში

ამიტომაც არსებობს მოთხოვნილება, გაგრძელდეს ანალიზი მიზეზებისა, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა. და აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია დავეყრდნოთ მხოლოდ საარქივო მასალებს, თანამედროვეთა მტკიცებებს, გამოვრიცხოთ ნებისმიერი იდეოლოგიური და პოლიტიზირებული ვარაუდები.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: მეორე მსოფლიო ომის სიღრმისეული მიზეზები დიდწილად გამომდინარეობს იმ გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იყო მიღებული. ვერსალის ხელშეკრულება გერმანიისთვის ღრმა უსამართლობა იყო. ფაქტობრივად საუბარი იყო ქვეყნის გაძარცვაზე, რომელიც ვალდებული გახდა უზარმაზარი რეპარაციები გადაეხადა დასავლელი მოკავშირეებისთვის, რამაც მისი ეკონომიკა გამოფიტა. მოკავშირეთა არმიების მთავარსარდალმა, ფრანგმა მარშალმა ფოშმა წინასწარმეტყველურად დაახასიათა ვერსალი: „ეს არ არის მშვიდობა, ეს არის ზავი ოცი წლით“.

სწორედ ეროვნულმა დამცირებამ ჩამოაყალიბა ნოყიერი ნიადაგი გერმანიაში რადიკალური და რევანშისტული განწყობებისთვის. ნაცისტები მოხერხებულად იყენებდნენ ამ გრძნობას, ამაზე აგებდნენ თავიანთ პროპაგანდას, დებდნენ „ვერსალის მემკვიდრეობისგან“ გერმანიის გათავისუფლების, მისი ძველი დიდების აღდგენის პირობას, რითიც გერმანელ ხალხს ახალი ომისკენ უბიძგებდნენ. პარადოქსულია, მაგრამ ამას პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობდნენ დასავლეთის სახელმწიფოები, უპირველესად, დიდი ბრიტანეთი და აშშ. მათი ფინანსური და სამრეწველო წრეები აქტიურად დებდნენ კაპიტალს გერმანულ ფაბრიკებსა და ქარხნებში, რომლებიც საბრძოლო დანიშნულების პროდუქციას აწარმოებდნენ. ხოლო არისტოკრატიასა და პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ბევრი უჭერდა მხარს რადიკალებს, უკიდურეს მემარჯვენეებს, ნაციონალისტურ მოძრაობებს, რომლებიც ძალას იკრებდნენ გერმანიაშიც და ევროპაშიც.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვმა დასავლეთის მხრიდან მეორე მსოფლიო ომის შედეგების დამახინჯების მცდელობა შეაფასა

ვერსალის „მსოფლიო მოწყობამ“ გააჩინა უამრავი ფარული წინააღმდეგობა და აშკარა კონფლიქტი. ამის საფუძველი — ეს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულების მიერ გაფორმებული ახალი ევროპული სახელმწიფოების საზღვრები იყო. პრაქტიკულად რუკაზე მათი გაჩენისთანავე დაიწყო ტერიტორიული დავები და ურთიერთპრეტენზიები, რომლებიც შენელებული მოქმედების ნაღმებად იქცა.

პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო ერთა ლიგის შექმნა. ამ საერთაშორისო ორგანიზაციაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ ხანგრძლივი მშვიდობის, კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ეს იყო პროგრესული იდეა, რომლის თანმიმდევრული რეალიზაცია გადაუჭარბებლად შეძლებდა გლობალური ომის საშინელებების გამეორების აღკვეთას.

მაგრამ ერთა ლიგა, რომელშიც გამარჯვებული სახელმწიფოები დომინირებდნენ — დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი — არაეფექტური გამოდგა და უბრალოდ ჩაიძირა ფუჭ საუბრებში. ერთა ლიგაში და, საერთოდ, ევროპის კონტინენტზე ვერ გაიგეს საბჭოთა კავშირის არაერთი მოწოდება კოლექტიური უსაფრთხოების თანაბარუფლებიანი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ. კერძოდ, გაფორმებულიყო აღმოსავლეთევროპული და წყნარი ოკეანის პაქტები, რომლებიც აგრესიას დაბრკოლებას შეუქმნიდა. ეს წინადადებები იგნორირებული იყო.

ერთა ლიგამ ვერც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში კონფლიქტების აღკვეთა შეძლო, ისეთებისა, როგორებიც იყო იტალიის თავდასხმა ეთიოპიაზე, სამოქალაქო ომი ესპანეთში, იაპონიის აგრესია ჩინეთის წინააღმდეგ, ავსტრიის ანშლუსი. ხოლო მიუნხენის შეთქმულების შემთხვევაში, რომელშიც, ჰიტლერისა და მუსოლინის გარდა, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებიც მონაწილეობდნენ, ერთა ლიგის საბჭოს მხარდაჭერით ჩეხოსლოვაკიის დანაწევრება მოხდა. აღვნიშნავ, რომ ევროპის ბევრი მაშინდელი ხელმძღვანელისგან განსხვავებით, სტალინმა არ მოიცხო ლაქა ჰიტლერთან პირადი შეხვედრით, რომელსაც მაშინ დასავლურ წრეებში რესპექტაბელური პოლიტიკოსის სახელი ჰქონდა და სასურველი სტუმარი იყო ევროპის დედაქალაქებში.

დღეს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ცოტა ადამიანი იყო, თუმცა ემოციების ნაკლებობა არ იგრნობოდა - Sputnik საქართველო
ცრემლიანი დღესასწაული: როგორ მიაგეს თბილისელებმა პატივი გმირებს

ჩეხოსლოვაკიის გაყოფაში გერმანიასთან ერთად მონაწილეობდა პოლონეთიც. ისინი წინასწარ და ერთად წყვეტდნენ, ვის რომელი მიწები ერგებოდა ჩეხოსლოვაკიისგან. 1938 წლის 20 სექტემბერს გერმანიაში პოლონეთის ელჩმა ლიპსკიმ აუწყა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბეკს ჰიტლერის დანაპირები: „იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიას შორის საქმე კონფლიქტამდე მივა პოლონეთის ინტერესების საფუძველზე ტეშინში, რეიხი ჩვენ მხარეს დადგება“.

ჩეხოსლოვაკიის გაყოფა იყო სასტიკი და ცინიკური. მიუნხენმა ჩამოშალა ის ფორმალური, მყიფე გარანტიებიც კი, რომლებიც კონტინენტზე რჩებოდა, აჩვენა, რომ შეთანხმებებს ფასი არ ჰქონდა. სწორედ მიუნხენის შეთქმულება იქცა გამშვებ მექანიზმად, რომლის შემდეგაც დიდი ომი ევროპაში გარდაუვალი გახდა.

დღეს ევროპელ პოლიტიკოსებს, უპირველესად პოლონეთის ხელმძღვანელობას, სურვილი აქვს მიჩქმალონ მიუნხენი. რატომ? არა მარტო იმიტომ, რომ მათმა ქვეყნებმა მაშინ მხარი დაუჭირეს მიუნხენის შეთქმულებას, ხოლო ზოგმა ნადავლის გაყოფაშიც მიიღო მონაწილეობა, არამედ იმიტომაც, რომ რაღაცნაირად უხერხულია იმის გახსენება, რომ 1938 წლის იმ დრამატულ დღეებში მარტო საბჭოთა კავშირი უჭერდა მხარს ჩეხოსლოვაკიას.

სსრკ ცდილობდა ტრაგედიის აღკვეთას. პოლონეთი კი, მისდევდა რა საკუთარ ინტერესებს, მთელი ძალებით ეწინააღმდეგებოდა ევროპაში კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნას. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბეკი 1938 წლის 19 სექტემბერს პირდაპირ წერდა ელჩ ლიპსკის მისი ჰიტლერთან შეხვედრის წინ: „გასული წლის განმავლობაში პოლონეთის მთავრობამ ოთხჯერ უარყო წინადადება, შეერთებოდა საერთაშორისო ჩარევას ჩეხოსლოვაკიის დასაცავად“.

ფოტო სანდრო მგელაძის საოჯახო ფოტოარქივიდან  - Sputnik საქართველო
დიადი არა ომი, არამედ ადამიანია, რომელიც ომში იბრძოდა – ოღონდ ეს ყველაფერი არ განმეორდეს

ბრიტანეთმა და საფრანგეთმაც, რომლებიც მაშინ ჩეხებისა და სლოვაკების მთავარი მოკავშირეები იყვნენ, ამჯობინეს უარი ეთქვათ თავიანთ გარანტიებზე და გასაგლეჯად მიეგდოთ ეს ქვეყანა. უბრალოდ კი არ მიეგდოთ, არამედ მიემართათ ნაცისტების სწრაფვა აღმოსავლეთისკენ იმ მიზნით, რომ გერმანია და საბჭოთა კავშირი გარდაუვლად დატაკებოდნენ და სისხლისგან დაეცალათ ერთმანეთი. სწორედ ამაში მდგომარეობდა „შერიგების“ დასავლური პოლიტიკა. და არა მარტო მესამე რეიხის მიმართ, არამედ ე.წ. ანტიკომინტერნული პაქტის სხვა მონაწილეების მიმართაც — ფაშისტური იტალიისა და მილიტარისტული იაპონიისა. მისი კულმინაცია შორეულ აღმოსავლეთში იყო 1939-ის ზაფხულის ანგლო–იაპონური შეთანხმება, რომელმაც ტოკიოს ხელ-ფეხი გაუხსნა ჩინეთში. მიუნხენის შეთქმულებამ დაანახა საბჭოთა კავშირს, რომ დასავლეთის ქვეყნები უსაფრთხოების საკითხებს მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე გადაწყვეტდნენ, ხოლო როგორც კი შემთხვევა მიეცემოდათ, ანტისაბჭოთა ფრონტს ჩამოაყალიბებდნენ.

ამასთან საბჭოთა კავშირი ბოლომდე ცდილობდა გამოეყენებინა ნებისმიერი შანსი ანტიჰიტლერული კოალიციის შესაქმნელად. საბჭოთა ხელმძღვანელობა დაზვერვის ხაზით დეტალურ ინფორმაციას იღებდა ანგლო–გერმანული კულისებსმიღმა კონტაქტების შესახებ 1939 წლის ზაფხულში. ეს შეხვედრები ინტენსიურად იმართებოდა, ამასთან, პრაქტიკულად საფრანგეთის, დიდი ბრიატნეთისა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენლების მოლაპარაკებების პარალელურად, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები შეგნებულად წელავდნენ. ამასთან დაკავშირებით მოვიყვან დოკუმენტს ბრიტანული არქივებიდან — ეს არის ბრიტანეთის სამხედრო მისიის ინსტრუქცია, რომელიც მოსკოვში 1939 წლის აგვისტოში ჩამოვიდა. მასში პირდაპირაა ნათქვამი, რომ დელეგაციამ „მოლაპარაკებები ძალიან ნელა უნდა აწარმოოს“; რომ „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მზად არ არის საკუთარ თავზე აიღოს დეტალურად გაწერილი ვალდებულებები, რომლებიც რამე ვითარებაში ჩვენი მოქმედების თავისუფლებას შეზღუდავს“. აღვნიშნავ, რომ ინგლისელებისა და ფრანგებისგან განსხვავებით, საბჭოთა დელეგაციას წითელი არმიის უმაღლესი ხელმძღვანელები ედგნენ სათავეში, რომლებსაც ყველა აუცილებელი უფლებამოსილება ჰქონდათ ხელი მოეწერათ „სამხედრო კონვენციაზე ინგლისის, საფრანგეთისა და სსრკ-ის სამხედრო თავდაცვის ორგანიზაციაზე ევროპაში“.

სამახსოვრო სანთლები - Sputnik საქართველო
ვერც შეყვარება მოასწრეს და ვერც სათქმელი დაასრულეს – ფრონტზე დაღუპული ქართველი პოეტები

მოლაპარაკებების ჩაშლაში თავისი როლი შეასრულა პოლონეთმაც, რომელსაც არანაირი ვალდებულებები არ სურდა საბჭოთა მხარის წინაშე. დასავლელი მოკავშირეების ზეწოლითაც კი პოლონეთის ხელმძღვანელობა უარს ამბობდა წითელ არმიასთან ერთობლივ მოქმედებებზე ვერმახტის წინააღმდეგ. მხოლოდ მაშინ, როცა რიბენტროპის მოსკოვში ჩაფრენის შესახებ გახდა ცნობილი, ბეკმა არა პირდაპირ, არამედ ფრანგი დიპლომატების გავლით აცნობა საბჭოთა მხარეს: „გერმანული აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებების შემთხვევაში საბჭოთა კავშირსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობა, ტექნიკურ პირობებში, რომლებიც უნდა განისაზღვროს, გამორიცხული არ არის“. იმავდროულად საკუთარ კოლეგებს განუმარტა: „მე არ ვარ ამ ფორმულირების წინააღმდეგი მხოლოდ ტაქტიკის შემსუბუქების მიზნით, და ჩვენი პრინციპული თვალსაზრისი სსრკ-ის მიმართ არის საბოლოო და რჩება უცვლელი“.

შექმნილ ვითარებაში საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა შეთანხმებას გერმანიასთან თავდაუსხმელობის შესახებ — ფაქტობრივად ბოლომ ევროპის ქვეყნებიდან. თანაც ორ ფრონტზე შეჯახების რეალური საფრთხის ფონზე — დასავლეთით გერმანიასთან და აღმოსავლეთით – იაპონიასთან, სადაც უკვე მიმდინარეობდა ინტენსიური ბრძოლები ხალხინ-გოლზე.

სტალინი და მისი გარემოცვა ბევრ სამართლიან ბრალდებას იმსახურებენ. ჩვენ გვახსოვს რეჟიმის დანაშაულები საკუთარი ხალხის წინაშეც და მასობრივი რეპრესიების საშინელებებიც. ვიმეორებ: საბჭოთა ხელმძღვანელების დადანაშაულება ბევრ რამეში შეიძლება, მაგრამ არა გარე საფრთხეების გაუცნობიერებლობაში. ისინი ხედავდნენ, რომ მოკავშირეები საბჭოთა კავშირის გერმანიასთან ერთი–ერთზე დატოვებას ცდილობდნენ, აცნობიერებდნენ ამ საფრთხეს და მოქმედებდნენ, რათა მოეგოთ ძვირფასი დრო ქვეყნის თავდაცვის განსამტკიცებლად.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: თითქმის არ არის ოჯახი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ გაუღია

მაშინ გაფორმებული თავდაუსხმელობის შეთანხმების შესახებ ახლა ბევრს საუბრობენ და ბევრი პრეტენზიაც აქვთ თანამედროვე რუსეთის მიმართ. დიახ, რუსეთი სსრკ-ის სამართლებრივი მემკვიდრეა, და საბჭოთა პერიოდი მთელი მისი ტრიუმფებითა და ტრაგედიებით — განუყოფელი ნაწილია ჩვენი ათასწლოვანი ისტორიისა. ასევე შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირმა ე.წ. მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტს სამართლებრივი და მორალური შეფასება მისცა. უმაღლესი საბჭოს 1989 წლის 24 დეკემბრის დადგენილებაში ოფიციალურად დაგმობილია საიდუმლო პროტოკოლები, როგორც „პირადი ძალაუფლების აქტი“, რომელიც „არანაირად არ ასახავდა საბჭოთა ხალხის ნებას, რომელიც არ აგებდა პასუხს ამ შეთქმულებაზე“.

ამის პარალელურად სხვა სახელმწიფოები ამჯობინებენ არ გაიხსენონ შეთანხმებები, რომლებზეც ნაცისტებისა და დასავლელი პოლიტიკოსების ხელმოწერებია. რომ აღარაფერი ვთქვათ ამგვარი თანამშრომლობის იურიდიული და პოლიტიკური შეფასებების თაობაზე, მათ შორის მდუმარე თანხმობაზე ზოგი ევროპელი მოღვაწისა ნაცისტების ბარბაროსულ გეგმებზე. რად ღირს მხოლოდ გერმანიაში პოლონეთის ელჩის ლიპსკის ცინიკური ფრაზა, რომელიც ჰიტლერთან საუბრისას წარმოთქვა 1938 წლის 20 სექტემბერს: „...ევროპული საკითხის გადაჭრისთვის პოლონელები მას... ვარშავაში მშვენიერ ძეგლს დავუდგამთ“.

ჩვენ ასევე არ ვიცით, არსებობდა თუ არა მთელი რიგი ქვეყნების რაიმე სახის საიდუმლო პროტოკოლები და დანართები ნაცისტებთან შეთანხმებებზე. გვრჩება მხოლოდ ის, რომ „სიტყვაზე ვენდოთ“. კერძოდ, აქამდე არ არის გამოაშკარავებული მასალები ინგლისი–გერმანიის საიდუმლო მოლაპარაკებებზე. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, გაააქტიურონ საკუთარი არქივების გახსნის პროცესი, მანამდე უცნობი დოკუმენტების პუბლიკაცია ომისწინა და ომის პერიოდისა, სწორედ ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებს. ჩვენ მზად ვართ მეცნიერ–ისტორიკოსების ფართო თანამშრომლობისთვის, ერთობლივი კვლევითი პროექტებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი: ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის უდიდესი დღე ყველასთვის

მაგრამ დავუბრუნდეთ მოვლენებს, რომლებიც უშუალოდ მეორე მსოფლიო ომს უძღოდა წინ. მიამიტობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ჩეხოსლოვაკიასთან გამკლავების შემდეგ ჰიტლერი მორიგ ტერიტორიულ პრეტენზიებს არ წამოაყენებდა, ამჯერად – ჩეხოსლოვაკიის გაყოფაში ცოტა ხნის წინანდელ თანამონაწილესთან პოლონეთთან. საბაბად აქაც ვერსალის მემკვიდრეობა იქცა. პოლონეთის ტრაგედია, რომელიც ამას მოყვა, მთლიანად მაშნდელი პოლონური ხელმძღვანელობის სინდისზეა, რომელმაც ხელი შეუშალა ანგლო–ფრანკო–საბჭოთა სამხედრო კავშირის შექმნას და დასავლელი პარტნიორების იმედად დარჩა, დააყენა რა თავისი ხალხი ჰიტლერული განადგურების მანქანის საფრთხის წინაშე.

გერმანული შეტევა ბლიცკრიგის დოქტრინის სრულ შესაბამისობაში ვითარდებოდა. მიუხედავად პოლონეთის არმიის სასტიკი, გმირული წინააღმდეგობისა, ომის დაწყებიდან უკვე ერთი კვირის შემდეგ – 1939 წლის 8 სექტემბერს გერმანული ჯარები უკვე ვარშავასთან იდგნენ, ხოლო პოლონეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა 17 სექტემბერს რუმინეთის ტერიტორიაზე გაიქცა, უღალატა რა საკუთარ ხალხს, რომელიც დამპყრობლებთან ბრძოლას განაგრძობდა.

დასავლელმა მოკავშირეებმა პოლონეთის იმედები ვერ გაამართლეს. გერმანიის მიერ ომის გამოცხადების შემდეგ ფრანგული ჯარები სულ რამდენიმე ათეული კილომეტრით შევიდნენ გერმანიის ტერიტორიის სიღრმეში. ეს აქტიური მოქმედებების დემონსტრაციას ჰგავდა. უფრო მეტიც, ინგლისურ–ფრანგულმა უმაღლესმა სამხედრო საბჭომ, რომელიც პირველად 1939 წლის 12 სექტემბერს შეიკრიბა საფრანგეთის აბვილში, მიიღო გადაწყვეტილება, სრულად შეეწყვიტა შეტევა პოლონეთში მოვლენების სწრაფად განვითარების გამო. დაიწყო „უცნაური ომი“. სახეზეა საფრანგეთისა და ინგლისის მხრიდან პოლონეთის წინაშე ვალდებულებების პირდაპირი ღალატი.

საერთო გამარჯვება: როგორ აღნიშნეს 9 მაისი მეზობელ ქვეყნებში - Sputnik საქართველო
საერთო გამარჯვება: როგორ აღნიშნეს 9 მაისი მეზობელ ქვეყნებში

მოგვიანებით, ნიურნბერგის პროცესის მიმდინარეობისას, გერმანელი გენერლები ასე ხსნიდნენ საკუთარ სწრაფ წარმატებას აღმოსავლეთში. გენერალი იოდლი გამოტყდა: „...თუ ჩვენ ჯერ კიდევ 1939 წელს მარცხი არ ვიწვნიეთ, ეს მხოლოდ იმის გამო, რომ დაახლოებით 110 ფრანგული და ინგლისური დივიზია, რომლებიც პოლონეთთან ჩვენი ომის დროს დასავლეთში 23 გერმანული დივიზიის წინააღმდეგ იდგნენ, აბსოლუტურად უმოქმედოდ რჩებოდნენ“.

მე ვითხოვე არქივებიდან ამოეღოთ მასალების მთელი მასივი, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და გერმანიის კონტაქტებს შეეხება 1939 წლის აგვისტოსა და სექტემბრის დრამატულ დღეებში. როგორც დოკუმენტები მეტყველებს, იმ ოლქების ტერიტორიულ-პოლიტიკური გადაკეთების შემთხვევაში, რომლებიც პოლონეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ, ორი ქვეყნის — გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ინტერესთა სფერო უნდა გასულიყო „დაახლოებით მდინარე ნარევას, ვისლისა და სანას ხაზზე“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საბჭოეთის გავლენის სფეროში ხვდებოდა არა მარტო ის ტერიტორიები, რომლებზეც უპირატესად უკრაინული და ბელორუსული მოსახლეობა ცხოვრობდა, არამედ ისტორიული პოლონური მიწებიც. ამ ფაქტის შესახებ ბევრმა ახლაც არ იცის.

ასევე არ იციან იმის შესახებ, რომ პოლონეთზე თავდასხმისთანავე, 1939 წლის სექტემბრის პირველ დღეებში ბერლინი დაჟინებით და არაერთხელ მოუწოდებდა მოსკოვს, შეერთებოდა სამხედრო მოქმედებებს. მაგრამ საბჭოთა ხელმძღვანელობა ამ მოწოდებებს იგნორირებას უკეთებდა და დრამატულად განვითარებად მოვლენებში ბოლო მომენტამდე ჩართვას არ აპირებდა.

მხოლოდ მაშინ, როცა საბოლოოდ აშკარა გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი არ ისწრაფვოდნენ დახმარებოდნენ მოკავშირეს, ხოლო ვერმახტს მთელი პოლონეთის ოკუპირების უნარი და ფაქტობრივად მინსკის მისადგომებამდე მისვლის შესაძლებლობა ჰქონდა, გადაწყდა წითელი არმიის შენაერთების შეყვანა 17 სექტემბრის დილით ე.წ. აღმოსავლეთ კრესში — ამჟამად ეს ბელორუსიის, უკრაინისა და ლიტვის ტერიტორიებია.

ყვავილები - Sputnik საქართველო
მარადიული ხსოვნა! – სამამულო ომის ვეტერანები, რომლებმაც წელს დაგვტოვეს...

აშკარაა, რომ სხვა ვარიანტები აღარ რჩებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სსრკ-სთვის რისკები მრავაჯერადად იზრდებოდა, ვინაიდან ძველი საბჭოთა–პოლონური საზღვარი სულ რამდენიმე კილომეტრში გადიოდა მინსკიდან, ნაცისტებთან გარდაუვალი ომი კი დაიწყებოდა ქვეყნისთვის მეტად არახელსაყრელი სტრატეგიული პოზიციებიდან. ხოლო მილიონობით სხვადასხვა ეროვნების ადამიანი, მათ შორის ებრაელები, რომლებიც ბრესტში, გროდნოში, პერემიშლში, ლვოვსა და ვილნოში ცხოვრობდნენ, ნაცისტებისა და ანტისემიტების ხელში აღმოჩნდებოდნენ გასანადგურებლად.

სწორედ იმ ფაქტმა, რომ საბჭოთა კავშირი ბოლო შესაძლებლობამდე ცდილობდა თავიდან აეცილებინა კონფლიქტში მონაწილეობა და არ სურდა გერმანიის მხარეზე თამაში, მოიტანა ის, რომ საბჭოთა და გერმანული ჯარების რეალური შეხება შედარებით აღმოსავლეთით მოხდა, ვიდრე ეს საზღვრების საიდუმლო პროტოკოლით იყო გათვალისწინებული.

როგორც  ცნობილია, ალბათობის გამოყენება რთულია უკვე მომხდარი მოვლენების მიმართ. ვიტყვი მხოლოდ, რომ 1939 წლის სექტემბერში საბჭოთა ხელმძღვანელობას ჰქონდა შესაძლებლობა გადაეწია სსრკ-ის საზღვრები კიდევ უფრო შორს დასავლეთით — ვარშავამდე, მაგრამ გადაწყდა, რომ ეს არ გაეკეთებინათ.

გერმანელებმა წამოაყენეს ახალი სტატუს–კვოს დაფიქსირების წინადადება. 1939 წლის 28 სექტემბერს მოსკოვში რიბენტროპმა და მოლოტოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის მეგობრობისა და საზღვრის შესახებ, აგრეთვე საიდუმლო პროტოკოლს სახელმწიფო საზღვრის შეცვლის თაობაზე, რომელიც აღიარებდა სადემარკაციო ხაზს, სადაც დეფაქტო იდგა ორი არმია.

ომის ვეტერანი ნიკოლაი ჩუიანოვი - Sputnik საქართველო
დღესასწაული თქვენთანაც მოვა: პუტინმა ქართველ ვეტერანს წერილი გამოუგზავნა

1939 წლის შემოდგომაზე საბჭოთა კავშირმა, წყვეტდა რა თავის სამხედრო–სტრატეგიულ, თავდაცვით ამოცანებს, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის ინკორპორაციის პროცესი დაიწყო. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მათი შესვლა მოხდა შეთანხმების საფუძველზე. ეს შეესაბამებოდა იმ დროის საერთაშორისო და სახელმწიფოებრივ სამართალს. გარდა ამისა, 1939 წლის ოქტომბერში ლიტვას დაუბრუნდა ქალაქი ვილნო და მიმდებარე ოლქი, რომელიც მანამდე პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა. ბალტიისპირეთის რესპუბლიკებმა სსრკ-ის შემადგენლობაში შეინარჩუნეს საკუთარი ხელისუფლების ორგანოები, ენა, ჰქონდათ წარმომადგენლობა საბჭოეთის უმაღლეს სახელმწიფო სტრუქტურებში.

ამ თვეების განმავლობაში არ წყდებოდა უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი დიპლომატიური და სამხედრო პოლიტიკური ბრძოლა, დაზვერვის მუშაობა. მოსკოვში ესმოდათ, რომ მათ წინაშე იდგა შეურიგებელი და სასტიკი მტერი, რომ ნაციზმთან ფარული ომი უკვე მიმდინარეობდა. არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ იმ წლების ოფიციალური განცხადებები, ფორმალური პროტოკოლური ნოტები საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის „მეგობრობის“ მტკიცებულებად აღვიქვათ. აქტიური სავაჭრო და ტექნიკური კონტაქტები სსრკ-ს ჰქონდა არა მარტო გერმანიასთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც. ამასთან, ჰიტლერი ცდილობდა ჩაეთრია საბჭოთა კავშირი დიდ ბრიტანეთთან წინააღმდეგობაში, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება ამაზე არ წავიდა.

ნიკოლაი ჩუაინოვი - Sputnik საქართველო
„ბრძოლა, შიმშილი, ტირილი“ – ვეტერანი ომის ყველაზე მძიმე დღეებზე

ჰიტლერმა საბჭოთა კავშირის ერთობლივ მოქმედებებში ჩათრევის ბოლო მცდელობა მოლოტოვის ბერლინში ვიზიტისას განახორციელა 1940 წლის ნოემბერში. მაგრამ მოლოტოვმა ზუსტად შეასრულა სტალინის მითითებები, შემოიფარგლა რა ზოგადი საუბრებით გერმანელების იდეაზე საბჭოთა კავშირის შეერთების შესახებ გერმანიის, იტალიისა და იაპონიის კავშირის პაქტთან, რომელსაც ხელი 1940 წლის სექტემბერში მოეწერა და რომელიც დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული. შემთხვევითი არ იყო, რომ უკვე 17 ნოემბერს ლონდონში მყოფ მაისკის ასეთ ინსტრუქციას აძლევდა: „თქვენი ორიენტირებისთვის... არანაირ შეთანხმებაზე ბერლინში ხელი არ მოწერილა და ამის გაკეთება არც ივარაუდებოდა. საქმე ბერლინში შემოიფარგლა... მოსაზრებების გაცვლით... გერმანელებსა და იაპონელებს, როგორც ჩანს, ძალიან სურთ გვიბიძგონ სპარსეთის ყურისა და ინდოეთის მიმართულებით. ჩვენ უარი ვთქვით ამ საკითხის განხილვაზე, ვინაიდან ასეთი რჩევები გერმანიის მხრიდან უადგილოდ მიგვაჩნია“. ხოლო 25 ნოემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ სულაც წერტილი დასვა: ოფიციალურად წარუდგინა ბერლინს ნაცისტებისთვის მიუღებელი პირობები გერმანიის ჯარების ფინეთიდან გაყვანის ჩათვლით, ასევე შეთანხმება საბჭოთა კავშირს, ბულგარეთსა და მთელ რიგ სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთდახმარების შესახებ, რითიც შეგნებულად გამორიცხა პაქტთან მიერთების ნებისმიერი შესაძლებლობა. ამგვარმა პოზიციამ საბოლოოდ განუმტკიცა ფიურერს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დაწყების განზრახვა. და უკვე დეკემბერში, გადადო რა გვერდზე თავისი სტრატეგების გაფრთხილება ორ ფრონტზე ომის კატასტროფული საფრთხის თაობაზე, ჰიტლერმა დაამტკიცა „ბარბაროსას“ გეგმა. ამასთან, მას ესმოდა, რომ სწორედ საბჭოთა კავშირი იყო მთავარი ძალა, რომელიც მას ევროპაში წინააღმდეგობას უწევდა, და რომ აღმოსავლეთში მოსალოდნელი შეჯახება მსოფლიო ომის ბედს გადაწყვეტდა. ხოლო იმაში, რომ მოსკოვზე ლაშქრობა სწრაფი და წარმატებული იქნებოდა, დარწმუნებული იყო.

ძმათა სასაფლაო - Sputnik საქართველო
ტანკი, თვითმავალი და ათასობით ჯარისკაცი: ძმათა სასაფლაოები თბილისში

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო: დასავლეთის ქვეყნები ფაქტობრივად დაეთანხმნენ მაშინ საბჭოთა კავშირის მოქმედებებს. მაგალითად, ჯერ კიდევ 1939 წლის 1 ოქტომბერს უინსტონ ჩერჩილმა რადიოთი გამოსვლისას თქვა: „რუსეთი ატარებს თავისი ინტერესების ცივ პოლიტიკას... რუსეთის ნაცისტური საფრთხისგან თავდასაცავად აშკარად აუცილებელი იყო, რომ რუსული არმიები ამ ხაზზე (ახალ დასავლეთ საზღვარზე) მდგარიყვნენ“. 1939 წლის 4 ოქტომბერს ლორდთა პალატაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გალიფაქსმა განაცხადა: „...უნდა შეგახსენოთ, რომ საბჭოთა მთავრობის მოქმედებები იმაში მდგომარეობდა, რომ საზღვრები გადატანილიყო იმ ხაზამდე, რომელიც ლორდმა კერზონმა ვერსალის კონფერენციისას ურჩია... მე მხოლოდ მომყავს ისტორიული ფაქტები და  ვვარაუდობ, რომ ისინი უდავოა“. ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე ლოიდ–ჯორჯი ხაზს უსვამდა: „რუსეთის არმიებმა დაიკავეს ტერიტორიები, რომლებიც არ არის პოლონური და რომლებიც პოლონეთმა ძალით მიიტაცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ... დანაშაულებრივი უგუნურება იქნებოდა, რუსეთის წინსვლა და გერმანელების წინსვლა ერთ სიბრტყეზე დაგვეყენებინა“.

არაფორმალური საუბრისას საბჭოთა წარმომადგენელთან – მაისკისთან ინგლისელი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსები და დიპლომატები უფრო გულწრფელად ლაპარაკობდნენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატლერმა 1939 წლის 17 ოქტომბერს აღნიშნა: „...ინგლისის სამთავრობო წრეებში მიაჩნიათ, რომ ლაპარაკიც კი ზედმეტია პოლონეთისთვის დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის დაბრუნებაზე. მოკრძალებული ზომის ეთნოგრაფიული პოლონეთის შექმნა რომ მოხერხდებოდეს არა მხოლოდ სსრკ-ისა და გერმანიის, არამედ ინგლისისა და საფრანგეთის გარანტიით, ბრიტანეთის მთავრობა თავს სავსებით დაკმაყოფილებულად იგრძნობდა“. 1939 წლის 27 ოქტომბერს ჩემბერლენის მთავარმა მრჩეველმა უილსონმა განაცხადა: „პოლონეთი უნდა... აღდგეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო თავის ეთნოგრაფიულ ბაზაზე, მაგრამ დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის გარეშე“.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრი: ვამაყობთ სამამულო ომის გმირებით

აღსანიშნავია, რომ ამ საუბრების დროს მიმდინარეობდა ნიადაგის ზონდირება საბჭოთა–ბრიტანული ურთიერთობების გასაუმჯობესებლადაც. ამ კონტაქტებმა დიდწილად ჩაუყარა საფუძველი მომავალ თანამშრომლობასა და ანტიჰიტლერულ კოალიციას. შორსმჭვრეტელ პოლიტიკოსებს შორის გამოირჩეოდა უინსტონ ჩერჩილი, რომელიც სსრკ-სადმი ცნობილი ანტიპათიის მიუხედავად, მასთან თანამშრომლობას უჭერდა მხარს. ჯერ კიდევ 1939 წელს თემთა პალატაში მან განაცხადა: „ჩვენ სასიკვდილო საფრთხე დაგვემუქრება, თუ ვერ შევქმნით დიდ კავშირს აგრესიის წინააღმდეგ. დიდი უგუნურობა იქნებოდა, უარი გვეთქვა საბჭოთა რუსეთთან ბუნებრივ თანამშრომლობაზე“. ხოლო ევროპაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ მაისკისთან 1939 წლის 6 ოქტომბრის შეხვედრაზე მან ნდობით აღნიშნა: „...დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის არ არსებობს არანაირი სერიოზული წინააღმდეგობები, ესე იგი, არ არსებობს საფუძველი დაძაბული და არადამაკმაყოფილებელი ურთიერთობებისთვის. ბრიტანეთის მთავრობა... ისურვებდა... სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. ის მზად იქნებოდა ყველა სხვა ნაბიჯიც განეხილა, რომელიც ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს“.

მეორე მსოფლიო ომი ერთ საათში არ დაწყებულა, არც მოულოდნელად დაწყებულა. გერმანიის აგრესია კი პოლონეთის მიმართ მყისიერი არ ყოფილა. ეს იყო შედეგი მსოფლიო პოლიტიკაში იმ დროს არსებული მრავალი ტენდენციისა და ფაქტორისა. ყველა ომამდელი მოვლენა ერთ საბედისწერო ჯაჭვში ჩაჯდა. მაგრამ, რასაკვირველია, მთავარია ის, რამაც განსაზღვრა უდიდესი ტრაგედია კაცობრიობის ისტორიაში – სახელმწიფოებრივი ეგოიზმი, შიში, აგრესორის წაქეზება, პოლიტიკური ელიტების მოუმზადებლობა კომპრომისების ძიებში.

ამიტომ უსამართლო იქნება იმის მტკიცება, რომ მოსკოვში საგარეო საქმეთა ნაცისტი მინისტრის რიბენტროპის ორდღიანი ვიზიტი – იყო მთავარი მიზეზი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი შვა. ყველა წამყვან ქვეყანას ამა თუ იმ დოზით თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება მის დაწყებაზე. ყველა უშვებდა გამოუსწორებელ შეცდომებს და თავდაჯერებით ვარაუდობდა, რომ შეეძლო სხვების გაცურება, ცალმხრივი უპირატესობის მოპოვება ან მოსალოდნელი მსოფლიო უბედურების მიღმა დარჩენა. და ასეთ წინდაუხედაობას, უარს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე, მილიონობით სიცოცხლე ემსხვერპლა და კოლოსალური დანაკარგი მოჰყვა.

ნიკოლაი ჩუაინოვი - Sputnik საქართველო
„ბრძოლა, შიმშილი, ტირილი“ – ვეტერანი ომის ყველაზე მძიმე დღეებზე

ამას ვწერ არა იმიტომ, რომ მოსამართლის როლი მოვირგო, ვინმე დავადანაშაულო ან გავამართლო, მით უფრო, ავაგორო საერთაშორისო საინფორმაციო დაპირისპირების ახალი ტალღა ისტორიულ ველზე, რომელმაც ერთმანეთს შეიძლება შეაჯახოს სახელმწიფოები და ხალხები. მიმაჩნია, რომ წარსულის მოვლენების კარგად აწონილი შეფასებების ძიება სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტული სამეცნიერო სფეროს ფართო სპექტრით წარმოდგენილი მეცნიერ-მუშაკების საქმეა. ყველას სიმართლე და ობიექტურობა გვჭირდება. ჩემი მხრივ, ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ კოლეგებს მშვიდი, ღია, სანდო დიალოგისკენ, თვითკრიტიკული, მიუკერძოებელი დამოკიდებულებისკენ საერთო წარსულისადმი. ასეთი მიდგომა დაგვეხმარება, არ გავიმეოროთ მაშინ ჩადენილი შეცდომები და საძირკველი ჩავუყაროთ მშვიდობიან განვითარებას მრავალი წლით ადრე.

თუმცა ბევრი ჩვენი პარტნიორი ჯერ არ არის მზად ერთობლივი მუშაობისთვის. პირიქით, თავიანთი მიზნების ხორცშესხმისას ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო შეტევების რაოდენობას და მასშტაბებს ზრდიან, სურთ გვაიძულონ, ვიმართლოთ თავი, განვიცადოთ დანაშაულის გრძნობა, ამტკიცებენ თავიდან ბოლომდე თვალთმაქცურ პოლიტიზებულ დეკლარაციებს. მაგალითად, ევროპარლამენტის მიერ 2019 წლის 19 სექტემბერს მიღებული რეზოლუცია „ევროპის მომავლისთვის ისტორიული ხსოვნის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ“ პირდაპირ ადანაშაულებს სსრკ-ს, ნაცისტურ გერმანიასთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის წამოწყებაში. რასაკვირველია, იქ არაფერია ნათქვამი მიუნხენზე.

ვფიქრობ, მსგავსი „ქაღალდები“ – ამ რეზოლუციას, რომელიც აშკარად სკანდალზეა გათვლილი, დოკუმენტს ვერ ვუწოდებ – რეალურ საშიშ საფრთხეს შეიცავს. ისინი ხომ მეტად პატივსაცემი ორგანოს მიერაა მიღებული. და რის დემონსტრირებას ახდენს იგი? რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს – ომის შემდგომი მსოფლიო წყობის დაშლის შეგნებული პოლიტიკისა, წყობისა, რომლის შექმნაც იყო იმ ქვეყნების ღირსებისა და პასუხისმგებლობის საქმე, რომელთა ზოგიერთმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა დღეს ამ ცრუ დეკლარაციას. ამგვარად ხელი ასწია ნიურნბერგის ტრიბუნალის დასკვნებზე, მსოფლიო საზოგადოებრიობის ძალისხმევაზე, რომელმაც 1945 წლის შემდეგ უნივერსალური საერთაშორისო ინსტიტუტები ჩამოაყალიბა. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი, რომლის დროსაც შესაბამისი სტრუქტურები შეიქმნა, მათ შორის, ევროპის პარლამენტიც, შესაძლებელი გახდა მხოლოდ წარსულის გაკვეთილების წყალობით, მისი მკაფიო სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასების წყალობით. და ის, ვინც შეგნებულად აყენებს ეჭვქვეშ ამ კონსენსუსს, ძირს უთხრის მთელი ომის შემდგომი ევროპის საძირკველს.

დიდი სამამულო ომის გმირების პატივსაცემად ძეგლები აჭარაშიც დგას, სხვადასხვა სოფლებში. შემორჩენილია ობელისკები და მემორიალები ტრასებზეც. ფოტოზე კი ქედის რაიონის სოფელი ცხმორისია - Sputnik საქართველო
ეძღვნება მამაცებსა და უდრეკებს: დიდი სამამულო ომის გმირების ძეგლები საქართველოში - ფოტო

მსოფლიო წყობის ფუნდამენტური პრინციპების საფრთხის ქვეშ დაყენების გარდა, არსებობს ასევე მორალური, ზნეობრივი მხარეც. ხსოვნის აბუჩად აგდება, დაცინვა – ეს უნამუსობაა. უნამუსობა შეიძლება იყოს დაგეგმილი, თვალთმაქცური, სავსებით გაცნობიერებული, როდესაც მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებებში ახსენებენ ანტიჰიტლერული კოალიციის ყველა მონაწილეს, გარდა სსრკ-ისა. უნამუსობა შეიძლება იყოს ლაჩრული, როდესაც იღებენ ფაშიზმთან მებრძოლთა პატივსაცემად აღმართულ ძეგლებს და ამ სამარცხვინო ქმედებებს ამართლებენ არასასურველ იდეოლოგიასთან და ვითომდა ოკუპაციასთან ბრძოლის ცრუ ლოზუნგებით. უნამუსობა შეიძლება იყოს სისხლიანი, როდესაც მათ, ვინც ნეონაცისტების წინააღმდეგ გამოდიან, ხოცავენ და წვავენ. გავიმეორებ, უნამუსობა სხვადასხვაგვარად ვლინდება, მაგრამ ამით ის არ კარგავს თავის ამაზრზენ სახეს.

ისტორიის გაკვეთილების მივიწყებას გარდაუვლად მოჰყვება მძიმე სასჯელი. ჩვენ მტკიცედ დავიცავთ სიმართლეს, დაფუძნებულს დოკუმენტურად დადასტურებულ ისტორიულ ფაქტებზე, გავაგრძელებთ სამართლიანად და მიუკერძოებლად საუბარს მეორე მსოფლიო ომის მოვლენებზე. ამისკენაა მიმართული, მათ შორის, რუსეთში მეორე მსოფლიო ომისა და ომამდელი პერიოდის ისტორიული საარქივო დოკუმენტების უმსხვილესი კოლექციის, კინო- და ფოტომასალის შექმნის მასშტაბური პროექტი.

მუშაობა უკვე მიმდინარეობს. მრავალი ახალი, ახლახან აღმოჩენილი, გახსნილი საიდუმლო მასალები ამ სტატიის წერის დროსაც გამოვიყენე. ამასთან დაკავშირებით შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არ არსებობს საარქივო დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა ვერსიას სსრკ-ის მიერ გერმანიის წინააღმდეგ პრევენციული ომის დაწყების გეგმების შესახებ. დიახ, საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობა იცავდა დოქტრინას, რომ აგრესიის შემთხვევაში წითელი არმია სწრაფად მოიგერიებდა მტერს, თავად შეუტევდა მას და ომს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გააჩაღებდა. თუმცა ასეთი სტრატეგიული გეგმები სრულებით არ ნიშნავდა, რომ იგი პირველი აპირებდა გერმანიაზე თავდასხმას.

ომის გმირი - Sputnik საქართველო
ისტორიული სიმართლე ომზე: საპარლამენტო კონფერენცია ონლაინ-ფორმატში ჩატარდა

რა თქმა უნდა, დღეს ისტორიკოსების განკარგულებაშია სამხედრო დაგეგმვის დოკუმენტები, საბჭოთა და გერმანული შტაბების დირექტივები. ბოლოს და ბოლოს, ვიცით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები რეალურად. ამ ცოდნით ბევრი მსჯელობს ქმედებებზე, შეცდომებზე, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გათვლებზე. ამასთან დაკავშირებით ერთს ვიტყვი: მრავალი სახის დეზინფორმაციის უზარმაზარ ნაკადთან ერთად საბჭოთა ლიდერებს მიეწოდებოდათ რეალური ცნობებიც ნაცისტების მიერ აგრესიის მზადების შესახებ. ომის წინა თვეებში გადაიდგა ნაბიჯები, მიმართული ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისკენ.

ომი არ იყო უეცარი, მას ელოდნენ, მისთვის ემზადებოდნენ. მაგრამ ნაცისტების დარტყმა მართლაც ისტორიაში არნახული დამანგრეველი ძალისა იყო. 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირი შეეჯახა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ, მობილიზებულ და გაწვრთნილ ჯარს, რომელზეც მუშაობდა პრაქტიკულად მთელი ევროპის სამრეწველო, ეკონომიკური, სამხედრო პოტენციალი. ამ მომაკვდინებელ თავდასხმაში მონაწილეობდა არა მხოლოდ ვერმახტი, არამედ გერმანიის სატელიტები, ევროპის კონტინენტის სხვა სახელმწიფოთა სამხედრო კონტინგენტები.

1941 წლის უმძიმესმა სამხედრო მარცხმა ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე დააყენა. ბრძოლისუნარიანობის, მართვის აღსადგენად საჭირო გახდა საგანგებო მეთოდების გამოყენება, საყოველთაო მობილიზაცია, სახელმწიფოსა და ხალხის მთელი ძალის დაძაბვა. უკვე 41-ის ზაფხულში მტრის შემოტევის გამო დაიწყო ქვეყნის მილიონობით მოქალაქის, ასობით ქარხნისა და საწარმოს ევაკუაცია აღმოსავლეთით. უმოკლეს დროში ზურგში დაიწყო იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადება, რომელიც ფრონტზე ომის პირველივე ზამთარს გაიგზავნა, 1943 წლისთვის კი წარმოების მაჩვენებელმა გერმანიისა და მის მოკავშირეთა საბრძოლო წარმოების მაჩვენებელს გადააჭარბა. წელიწად-ნახევარში საბჭოთა ხალხმა შეძლო ის, რაც შეუძლებელი ჩანდა როგორც ფრონტზე, ისე ზურგში. დღემდე რთულია იმის გაცნობიერება, გაგება, წარმოდგენა, როგორი წარმოუდგენელი ძალა, ვაჟკაცობა, თავგანწირვა მოითხოვა ამ უდიდესმა მიღწევამ.

ქართველი მზის კაცი: პოეტი და მეომარი მირზა გელოვანი - Sputnik საქართველო
ქართველი მზის კაცი: პოეტი და მეომარი მირზა გელოვანი

ნაცისტების მძლავრი, კბილებამდე შეიარაღებული, ცივსისხლიანი დამპყრობელი მანქანის წინააღმდეგ აღიმართა საბჭოთა საზოგადოების გიგანტური ძალა, რომელსაც აერთიანებდა მშობლიური მიწის დაცვის, შურისძიების სურვილი მტერზე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა მისი მშვიდობიანი ცხოვრება, მისი გეგმები და იმედები.

რასაკვირველია, ამ საშინელი, სისხლიანი ომის პერიოდში ზოგიერთი შიშმა და სასოწარკვეთამ მოიცვა. იყო ასევე ღალატი და დეზერტირობა, რევოლუციითა და სამოქალაქო ომით გამოწვეული განხეთქილება, ნიჰილიზმი, ნაციონალური ისტორიისადმი, ტრადიციებისადმი, რწმენისადმი დამცინავი დამოკიდებულება, რომლის დანერგვასაც ცდილობდნენ ბოლშევიკები, განსაკუთრებით, ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში. მაგრამ საბჭოთა მოქალაქეთა და საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეთა საერთო განწყობა სხვაგვარი იყო – სამშობლოს გაფრთხილება და გადარჩენა. ეს იყო ნამდვილი, დაუოკებელი აღტყინება. ადამიანები საყრდენს ჭეშმარიტ პატრიოტულ ფასეულობებში ეძებდნენ.

ნაცისტი „სტრატეგები“ დარწმუნებული იყვნენ, რომ უზარმაზარ, მრავალეროვნულ სახელმწიფოს ადვილად დაამარცხებდნენ. იმედი ჰქონდათ, რომ მოულოდნელი ომი, მისი დაუნდობელი და აუტანელი ტვირთი გარდაუვლად გაამწვავებდა ერებს შორის ურთიერთობებს და ქვეყანა ნაწილებად დაიშლებოდა. ჰიტლერი პირდაპირ აცხადებდა: „ჩვენი პოლიტიკა ხალხების მიმართ, რომლებიც რუსეთის ფართო ტერიტორიებზე ცხოვრობენ, უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ წავახალისოთ უთანხმოებისა და განხეთქილების ნებისმიერი ფორმა“.

მაგრამ პირველივე დღეებიდან ნათელი გახდა, რომ ნაცისტების ეს გეგმა ჩაიშალა. ბრესტის ციხე-სიმაგრეს სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ ოცდაათზე მეტი ეროვნების სამხედროები. მთელი ომის განმავლობაში – მსხვილ გადამწყვეტ ბრძოლებშიც და ყოველი პლაცდარმის, მშობლიური მიწის ყოველი გოჯის დაცვისას – ჩვენ ასეთი ერთობის მაგალითებს ვხედავთ.

586 საავიაციო გამანადგურებელი პოლკის ტექნიკოსები თვითმფრინავს გასაფრენად ამზადებენ - Sputnik საქართველო
ქალები ომში: პარტიზანები, სნაიპერები და მფრინავები - ფოტო

მილიონობით ევაკუირებულისთვის მშობლიურ სახლად იქცა ვოლგისპირეთი და ურალი, ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი, შუა აზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკები. მათი მცხოვრებნი ბოლო ლუკმას უყოფდნენ, ეხმარებოდნენ, რითიც შეეძლოთ. ხალხთა მეგობრობა, მათი ურთიერთდახმარება მტრისთვის ნამდვილი აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა.

ნაციზმის განადგურებაში – რის დამტკიცებასაც არ უნდა ცდილობდნენ ახლა – ძირითადი, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირმა, წითელმა არმიამ. გმირებმა, რომლებიც ბოლომდე იბრძოდნენ ბელოსტოკთან და მოგილიოვთან, იმანთან და კიევთან, ვიაზმასთან და ხარკოვთან. შეტევაში ებმებოდნენ მოსკოვთან და სტალინგრადთან, სევასტოპოლთან და ოდესასთან, კურსკთან და სმოლენსკთან. ათავისუფლებდნენ ვარშავას, ბელგრადს, ვენასა და პრაღას. შტურმით იღებდნენ კენიგსბერგსა და ბერლინს.

ჩვენ ვიცავთ ნამდვილ, შეულამაზებელ სიმართლეს ომზე. ეს სახალხო, ადამიანური სიმართლე – მკაცრი, მწარე და დაუნდობელი – დიდწილად გადმოგვცეს მწერლებმა და პოეტებმა, რომლებმაც ფრონტზე ბრძოლის ჯოჯოხეთი გამოიარეს. ჩემში, ისევე, როგორც სხვა თაობებისთვის, მათმა ნამდვილმა, ღრმა მოთხრობებმა, რომანებმა, გულში ჩამწვდომმა „ლეიტენანტურმა პროზამ“ და ლექსებმა სამუდამოდ დატოვა კვალი სულში, იქცა ანდერძად – პატივი მივაგოთ ვეტერანებს, რომლებმაც გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, გვახსოვდეს ისინი, ვინც ბრძოლის ველზე დარჩა.

დღესაც გვაღელვებს ალექსანდრ ტვარდოვსკის ლექსის უბრალო და თავისი არსით დიდებული სტრიქონები, მიძღვნილი საბჭოთა-გერმანული ფრონტის ცენტრალურ მონაკვეთზე დიდი სამამულო ომის სასტიკი, სისხლიანი შეტაკების მონაწილეებისადმი. რჟევისა და რჟევსკისთვის წარმოებულ ბრძოლებში 1941 წლის ოქტომბრიდან 1943 წლის მარტამდე წითელმა არმიამ, დაჭრილებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების ჩათვლით, 1 342  888 ადამიანი დაკარგა. არქივებში შეკრებილ ამ შემზარავ, ტრაგიკულ, არასრულ ციფრებს ვასახელებ პირველად, რათა პატივი მივაგო ცნობილი და უცნობი გმირების ხსოვნას, რომლებზეც ომის შემდგომ წლებში სხვადასხვა მიზეზით საუბრობდნენ დაუმსახურებლად, უსამართლოდ, ან სულაც არაფერს ამბობდნენ.

წაიკითხეთ ლექსი ომზე: რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი გამარჯვების 75–ე იუბილეზე - Sputnik საქართველო
წაიკითხეთ ლექსი ომზე: რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი გამარჯვების 75-ე იუბილეზე

კიდევ ერთ დოკუმენტს მოვიშველიებ. ესაა მაისკის ხელმძღვანელობით გერმანიასთან რეპარაციების საერთაშორისო კომისიის მოხსენება, მომზადებული 1945 წლის თებერვალში. კომისიის ერთ-ერთი ამოცანა იყო ფორმულის განსაზღვრა, რომლის თანახმადაც დამარცხებული გერმანია გამარჯვებულ სახელმწიფოებს ზარალს აუნაზღაურებდა. კომისიამ შემდეგი დასკვნა გამოიტანა: „გერმანიის მიერ საბჭოთა ფრონტზე დახარჯული ჯარისკაცებისა და დღეების რაოდენობა აღემატება იმავე რაოდენობას ყველა სხვა საკავშირო ფრონტზე, სულ მცირე, 10-ჯერ. საბჭოთა ფრონტი თავისკენ ითრევდა ასევე გერმანული ტანკების ოთხ-მეხუთედს და გერმანული თვითმფრინავების ორ-მესამედს“. მთლიანობაში, სსრკ-ზე მოდის ანტიჰიტლერული კოალიციის მთელი სამხედრო ძალისხმევის დაახლოებით 75 პროცენტი. წითელმა არმიამ „გადაამტვრია“ „ღერძის“ ქვეყნების 626 დივიზია, რომელთაგან 508 გერმანული იყო.

1942 წლის 28 აპრილს რუზველტმა ამერიკელი ერისადმი მიმართვისას განაცხადა: „რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს და განაგრძობენ იმაზე მეტი ცოცხალი ძალის, თვითმფრინავების, ტანკებისა და ტყვიამფრქვევების განადგურებას, ვიდრე ყველა დანარჩენი გაერთიანებული ნაცია ერთად აღებული“. ჩერჩილი 1944 წლის სექტემბერში სტალინს წერდა, რომ „სწორედ რუსულმა არმიამ ამოგლიჯა გულ-ღვიძლი გერმანულ სამხედრო მანქანას...“

ამ შეფასებამ გამოძახილი ჰპოვა მთელ მსოფლიოში. რადგან ამ სიტყვებში სწორედ ის დიადი სიმართლეა, რომელსაც მაშინ ეჭვქვეშ არავინ აყენებდა. თითქმის 27 მილიონი საბჭოთა მოქალაქე დაიღუპა ფრონტზე, გერმანელთა ტყვეობაში, დაიღუპა შიმშილით, დაბომბვის შედეგად, გეტოებსა და ნაცისტური სიკვდილის ბანაკების ღუმელებში. საბჭოთა კავშირმა დაკარგა ყოველი მეშვიდე მოქალაქე, დიდმა ბრიტანეთმა – ყოველი 127-ე, შეერთებულმა შტატებმა – ყოველი 320-ე. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის ამ უმძიმესი, აუნაზღაურებელი დანაკარგის რაოდენობა საბოლოო არ არის. საჭიროა უზარმაზარი შრომის გაწევა ყველა დაღუპულის სახელებისა და ბედის გასარკვევად: წითელი არმიის მებრძოლების, პარტიზანების, იატაკქვეშა მებრძოლების, სამხედრო ტყვეებისა და საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეების, დამსჯელების მიერ განადგურებული მშვიდობიანი მოქალაქეების. ეს ჩვენი ვალია. აქ განსაკუთრებული როლი მიუძღვის საძიებო მოძრაობის, სამხედრო-პატრიოტული და მოხალისეთა გაერთიანებების წარმომადგენლებს, ისეთ პროექტებს, როგორიცაა მონაცემთა ელექტრონული ბაზა „ხალხის ხსოვნა“, დაფუძნებული საარქივო დოკუმენტებზე. და, რასაკვირველია, ამ საერთო ჰუმანიტარული ამოცანის გადაჭრაში აუცილებელია მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობა.

მეორე მსოფლიო ომი - Sputnik საქართველო
უკვდავებაში გადასულები: ომის ნაკლებად ცნობილი გმირები

გამარჯვებისკენ მივყავდით ყველა ქვეყნისა და ხალხის ძალისხმევას, რომლებიც საერთო მტერს ებრძოდნენ. ბრიტანულმა არმიამ დაიცვა თავისი სამშობლო თავდასხმისგან, ნაცისტებსა და მის სატელიტებს ხმელთაშუა ზღვაზე, ჩრდილოეთ აფრიკაში ებრძოდა. ამერიკული და ბრიტანული ჯარები ათავისუფლებდნენ იტალიას, ხსნიდნენ მეორე ფრონტს. შეერთებულმა შტატებმა ძლიერი, დამანგრეველი დარტყმა მიაყენა აგრესორს წყნარ ოკეანეში. ჩვენ გვახსოვს ჩინელი ხალხის კოლოსალური მსხვერპლი და მისი უზარმაზარი როლი იაპონელი მილიტარისტების განადგურებაში. არ დავივიწყებთ „მებრძოლი საფრანგეთის“ მეომრებსაც, რომლებიც არ აღიარებდნენ კაპიტულაციას და განაგრძობდნენ ნაცისტებთან ბრძოლას.

ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით ასევე დახმარებისთვის, რომელიც მოკავშირეებმა აღმოგვიჩინეს, როდესაც წითელ არმიას საბრძოლო მასალებით, ნედლეულით, სურსათით, ტექნიკით ამარაგებდნენ. და ის არსებითი იყო – საბჭოთა კავშირის საბრძოლო წარმოების საერთო მოცულობის დაახლოებით შვიდი პროცენტი.

ანტიჰიტლერული კოალიციის ბირთვის ჩამოყალიბება საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთანავე დაიწყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა განუხრელად დაუჭირეს მას მხარი გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. თეირანის 1943 წლის კონფერენციის დროს სტალინმა, რუზველტმა და ჩერჩილმა ჩამოაყალიბეს დიდ სახელმწიფოთა ალიანსი, შეთანხმდნენ კოალიციური დიპლომატიის, ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებაზე საერთო საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. დიდი სამეულის ლიდერებს მკაფიოდ ესმოდათ, რომ სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამრეწველო, სამხედრო პოტენციალის გაერთიანება მოწინააღმდეგეზე უდავო უპირატესობას მოიტანდა.

საბჭოთა კავშირმა სრულად შეასრულა თავისი ვალდებულებები მოკავშირეების წინაშე, ყოველთვის უწვდიდა მათ დახმარების ხელს. მაგალითად, მასშტაბური ოპერაციით „ბაგრატიონი“ ბელორუსიაში წითელმა არმიამ ხელი შეუწყო ინგლისურ-ამერიკული დესანტის გადმოსხმას ნორმანდიაში. 1945 წლის იანვარში ოდერის გარღვევისას ჩვენმა მებრძოლებმა წერტილი დაუსვეს ვერმახტის ბოლო ძლიერ შეტევას დასავლეთის ფრონტზე, არდენში. სამი თვის შემდეგ კი, გერმანიის დამარცხების შემდეგ, იალტის ხელშეკრულების განუხრელი დაცვით, საბჭოთა კავშირმა ომი გამოუცხადა იაპონიას და მილიონიანი კვანტუნის არმია გაანადგურა.

ბერლინი 1945 წლის გაზაფხულის სამხედრო კამპანიის მთავარი სტრატეგიული მიზანი იყო. იქ მდებარეობდა ფიურერის შტაბ-ბინა და ნაცისტური გერმანიის ცენტრალური ოფისები - Sputnik საქართველო
ბერლინის აღება - სასტიკი ბრძოლების საარქივო ფოტოები

ჯერ კიდევ 1941 წლის ივლისში საბჭოთა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ „ფაშისტი დამპყრობლების წინააღმდეგ ომის მიზანი არა მხოლოდ ქვეყნისთვის საფრთხის ლიკვიდაცია, არამედ ევროპის ხალხების დახმარებაა, რომლებიც გერმანული ფაშიზმის უღელქვეშ იტანჯებიან“. 1944 წლის შუა პერიოდში მტერი პრაქტიკულად საბჭოთა კავშირის მთელი ტერიტორიიდან იქნა განდევნილი. მაგრამ საჭირო იყო მისი განადგურება თავისსავე ბუნაგში. და წითელმა არმიამ დაიწყო გამათავისუფლებელი მისია ევროპაში, განადგურებისა და დამონებისგან, ჰოლოკოსტის საშინელებისგან იხსნა არაერთი ერი. გადაარჩინა ასობით ათასი საბჭოთა ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად.

მნიშვნელოვანია ასევე არ დავივიწყოთ ის უზარმაზარი მატერიალური დახმარება, რომელიც საბჭოთა კავშირმა აღმოუჩინა გათავისუფლებულ ქვეყნებს შიმშილის ლიკვიდაციაში, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენაში. ამას აკეთებდა მაშინ, როდესაც ბრესტიდან მოსკოვამდე და ვოლგამდე ათასობით კილომეტრი გადაბუგული იყო. მაგალითად, 1945 წლის მაისში ავსტრიის მთავრობამ სსრკ-ს მიმართა თხოვნით, დახმარებოდა სურსათით, რადგან „არ იცოდა, როგორ გამოეკვება მოსახლეობა მომდევნო შვიდი კვირის განმავლობაში, ახალი მოსავლის აღებამდე“. საბჭოთა ხელმძღვანელობის თანხმობა ავსტრიის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის სახელმწიფო კანცლერმა დაახასიათა, როგორც „გადარჩენის აქტი...“, რომელსაც ავსტრიელები არასოდეს დაივიწყებენ“.

მოკავშირეებმა ერთად შექმნეს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც მოწოდებული იყო ნაცისტური პოლიტიკური და სამხედრო დამნაშავეების დასჯისკენ. მისი გადაწყვეტილებები შეიცავს კაცობრიობის წინააღმდეგ ისეთი დანაშაულებების მკაფიო სამართლებრივ კვალიფიკაციას, როგორიცაა გენოციდი, ეთნიკური და რელიგიური წმენდა, ანტისემიტიზმი და ქსენოფობია. არაორაზროვნად ნიურნბერგის ტრიბუნალმა გაასამართლა ნაცისტების, კოლაბორაციონისტების ხელშემწყობებიც.

საკონცენტრაციო ბანაკი ფინეთში - Sputnik საქართველო
საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილი ტყვეები ფინელი დამნაშავეების საქმის გამოძიებას მოითხოვენ

ეს სამარცხვინო მოვლენა ევროპის ყველა სახელმწიფოში არსებობდა. ისეთი „მოღვაწეები“, როგორებიც იყვნენ პეტენი, კვისლინგი, ვლასოვი, ბანდერა, მათი დამქაშები და მიმდევრები, მართალია, იმოსებოდნენ ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ან კომუნიზმისგან გამათავისუფლებელ მებრძოლთა ტანსაცმელში, მოღალატეები და ჯალათები არიან. სისასტიკით ისინი ხშირად თავიანთ უფროსობასაც უკან იტოვებდნენ. სპეციალური დამსჯელი ჯგუფების შემადგენლობაში, თავის გამოჩენის მიზნით, ისინი სიამოვნებით ასრულებდნენ ყველაზე დაუნდობელ დავალებებს. მათი სისხლიანი ნამოქმედარია – ბაბიე იარის დახვრეტები, ვოლინის ჟლეტა, გადამწვარი ხატინი, ლიტვასა და ლატვიაში ებრაელების განადგურება.

დღეს ჩვენი პოზიცია უცვლელია: ნაცისტების დამქაშების დანაშაულებრივ ქმედებებს გამართლება არა აქვს, ვადა არ გასდის. ამიტომ არის გამაოგნებელი, როდესაც ზოგიერთ ქვეყანაში ისინი, ვინც ნაცისტებთან თანამშრომლობით სახელი შეილახა, უცებ თავს უტოლებს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. დაუშვებლად მიმაჩნია გამათავისუფლებლებისა და ოკუპანტების თანასწორობა. ნაცისტების ხელშემწყობთა გმირებად შერაცხვას კი განვიხილავ მხოლოდ, როგორც ჩვენი მამებისა და პაპების ხსოვნის ღალატს. იმ იდეალების ღალატს, რომლებმაც ხალხები ნაციზმთან ბრძოლაში გააერთიანა.

მაშინ სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობების წინაშე იდგა, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, ისტორიული ამოცანა. სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი წარმოადგენდნენ ქვეყნებს განსხვავებული იდეოლოგიებით, სახელმწიფოებრივი სწრაფვით, ინტერესებით, კულტურებით, მაგრამ გამოიჩინეს უდიდესი პოლიტიკური ნება, გვერდზე გადადეს წინააღმდეგობები და მიზნები და წინა პლანზე წამოწიეს მსოფლიოს ჭეშმარიტი ინტერესები. შედეგად მათ მიაღწიეს შეთანხმებას და მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის წყალობითაც გამარჯვებული აღმოჩნდა მთელი კაცობრიობა.

ისტორიული აღლუმი წითელ მოედანზე - Sputnik საქართველო
ფაშისტურ არმიაზე გამარჯვების აღლუმების ისტორია რუსეთში

გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა დაგვიტოვეს სისტემა, რომელიც რამდენიმე ასწლეულის ინტელექტუალური და პოლიტიკური ძიების კვინტესენცია გახდა. კონფერენციების სერიამ – თეირანის, იალტის, სან-ფრანცისკოს, პოტსდამის – საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ მსოფლიო, უკვე 75 წელია, მიუხედავად უმწვავესი წინააღმდეგობებისა, ცხოვრობს გლობალური ომის გარეშე.

ისტორიული რევიზიონიზმი, რომლის გამოვლინებასაც დღეს დასავლეთში ვადევნებთ თვალს, თანაც პირველ რიგში მეორე მსოფლიო ომისა და მისი შედეგების თემის მიმართ, სახიფათოა იმით, რომ უხეშად, ცინიკურად ამახინჯებს 1945 წელს იალტისა და სან-ფრანცისკოს კონფერენციებზე დადგენილი მშვიდობიანი განვითარების პრინციპების გაგებას. იალტისა და იმ დროის სხვა გადაწყვეტილებების მთავარი ისტორიული მონაპოვარი არის ისეთი მექანიზმის შექმნაზე შეთანხმება, რომელიც წამყვან სახელმწიფოებს მათ შორის წარმოქმნილი უთანხმოების დიპლომატიურად მოგვარების  შესაძლებლობას მისცემს.

ХХ საუკუნემ ტოტალური და ყოვლისმომცველი მსოფლიო კონფლიქტები მოიტანა, 1945 წელს კი ასპარეზზე გამოვიდა კიდევ ერთი – ბირთვული იარაღი, რომელსაც დედამიწის ფიზიკურად განადგურება შეუძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალით დავების დარეგულირება უკიდურესად სახიფათო გახდა. მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულებს ეს ესმოდათ. ესმოდათ და აცნობიერებდნენ კაცობრიობის წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობას.

ერთა ლიგის სავალალო გამოცდილება 1945-ში გაითვალისწინეს. გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურა იმგვარად შემუშავდა, რომ მშვიდობის გარანტიები მაქსიმალურად კონკრეტული და ქმედითი ყოფილიყო. ასე გაჩნდა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა ინსტიტუტი და ვეტოს უფლება, როგორც მათი პრივილეგია და პასუხისმგებლობა.

რა არის გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება? პირდაპირ რომ ითქვას, ესაა უმსხვილესი ქვეყნების პირდაპირი შეტაკების ერთადერთი გონივრული ალტერნატივა. ესაა ხუთიდან ერთი სახელმწიფოს განცხადება, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია, ეწინააღმდეგება მის ინტერესებს და წარმოდგენებს მართებულ მიდგომაზე. დანარჩენი ქვეყნები, მაშინაც კი, თუ არ ეთანხმებიან ამას, იღებენ ამ პოზიციას, როგორც მოცემულობას და უარს ამბობენ თავიანთი ცალმხრივი გეგმების ხორცშესხმის მცდელობაზე. ანუ, ასე თუ ისე, საჭიროა კომპრომისების ძებნა.

მოსახლეობა საბჭოთა არმიის მეომრების ძეგლის გახსნის დემომსტრაციაზე - Sputnik საქართველო
რუსეთმა ვენის გათავისუფლების შესახებ საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვა

ახალი გლობალური დაპირისპირება დაიწყო თითქმის მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე და დროდადრო ძალიან მკაცრი იყო. იმან, რომ ცივი ომი მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზარდა, დამაჯერებლად დაამტკიცა დიდი სამეულის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ეფექტურობა. ქცევის წესებმა, შეთანხმებულმა გაეროს შექმნისას, შესაძლებელი გახადა შემდგომში რისკების მინიმუმამდე შემცირება და დაპირისპირების გაკონტროლება.

რასაკვირველია, ვხედავთ, რომ გაეროს სისტემა დღეს მუშაობს დაძაბულ რეჟიმში და არც ისე ეფექტურად, როგორც შეუძლია. მაგრამ თავის ძირითად ფუნქციას გაერო კვლავაც ასრულებს. გაეროს უშიშროების საბჭოს საქმიანობის პრინციპები – დიდი ომის ან გლობალური კონფლიქტის თავიდან აცილების უნიკალური მექანიზმია.

ბოლო წლებში საკმაოდ ხშირად გაისმის მოწოდებები, გაუქმდეს ვეტოს უფლება. თუ ეს მოხდება, გაერო ფაქტობრივად გადაიქცევა ერთა ლიგად – ცარიელი სიტყვების კრებად, რომელიც მოკლებულია მსოფლიო პროცესებზე ზემოქმედების ყოველგვარ ბერკეტებს. რით დამთავრდა ყველაფერი, კარგადაა ცნობილი. სწორედ ამიტომ გამარჯვებული სახელმწიფოები მთელი სერიოზულობით შეუდგნენ მსოფლიო მოწყობის ახალი სისტემის შექმნას, რათა წინამორბედების შეცდომები არ გაიმეორონ.

საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის შექმნა – მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია. ყველაზე შეუთანხმებელი წინააღმდეგობებიც კი – გეოპოლიტიკური, იდეოლოგიური, ეკონომიკური – ხელს არ უშლის მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანამშრომლობის ფორმების ძიებას, თუ ამის სურვილი და ნება არსებობს. დღეს მსოფლიოში რთული ვითარებაა. იცვლება ყველაფერი: ძალთა გლობალური გადანაწილებით დაწყებული, საზოგადოებათა, სახელმწიფოთა, კონტინენტთა ცხოვრების სოციალური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური საფუძვლებით დამთავრებული. წინა ეპოქებში ამ მასშტაბის ძვრები პრაქტიკულად არასდროს მთავრდებოდა დიდი საომარი კონფლიქტების გარეშე, ახალი გლობალური იერარქიის აგებისთვის საომარი დაპირისპირების გარეშე. მოკავშირე სახელმწიფოთა პოლიტიკური მოღვაწეების სიბრძნისა და შორსმჭვრეტელობის წყალობით მოხერხდა ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც მსოფლიოს ასეთი ობიექტური, განვითარებისთვის დამახასიათებელი ისტორიული პაექრობის უკიდურესი გამოვლინებისგან იცავს.

ოთხი სტრიქონი ომზე - Sputnik საქართველო
ოთხი სტრიქონი ომზე: სიმონოვის ლექსები და ბანკოვის ნახატები პოსტერ-პლაკატებზე

ჩვენი ყველას – ვინც საკუთარ თავზე იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, უპირველეს ყოვლისა, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოების წარმომადგენლების – ვალია გარანტიის შექმნა ამ სისტემის შენარჩუნებისა და სრულყოფისთვის. დღეს, ისევე, როგორც 1945 წელს, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნების გამოჩენა და მომავლის ერთად განხილვა. ჩვენმა კოლეგებმა – ბატონებმა სი ძინპინმა, მაკრონმა, ტრამპმა, ჯონსონმა – მხარი დაუჭირეს რუსეთის ინიციატივას, გაიმართოს ხუთი ბირთვული სახელმწიფოს – უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების – ლიდერების შეხვედრა. ჩვენ ამისთვის მადლობელი ვართ და ვიმედოვნებთ, რომ პირისპირ შეხვედრა პირველი შესაძლებლობისთანავე შეიძლება გაიმართოს. 

როგორ გვესახება დამდეგი სამიტის დღის წესრიგი? პირველ რიგში, ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი იქნება მსოფლიო საქმეებში კოლექტიური საწყისების განვითარებისთვის ნაბიჯების განხილვა, მშვიდობის შენარჩუნების საკითხებზე გულწრფელად მსჯელობა, გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის, ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან, სხვა აქტუალურ გამოწვევებთან და საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის განხილვა.

შეხვედრის დღის წესრიგის ცალკე თემაა – გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა, პირველ რიგში, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გადალახვა. ჩვენი ქვეყნები უპრეცედენტო ნაბიჯებს დგამენ ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, რთულ ვითარებაში აღმოჩენილ მოქალაქეთა დასახმარებლად. მაგრამ რამდენად რთული იქნება პანდემიის შედეგები, როგორ სწრაფად დააღწევს თავს გლობალური ეკონომიკა რეცესიას – დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, როგორც ნამდვილმა პარტნიორებმა, შეთანხმებულად ვიმოქმედოთ. მით უფრო დაუშვებელია ეკონომიკის გამოყენება ზეწოლისა და წინააღმდეგობის ინსტრუმენტად. განსახილველ საკითხთა შორისაა გარემოს დაცვა და ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან, ასევე გლობალური საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კონსტანტინე ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
საქართველო მეორე მსოფლიო ომში: ძლიერი ზურგი და ათასობით მეომარი

რუსეთის მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი უკიდურესად მნიშვნელოვანი და აქტუალურია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. ყველა პუნქტზე გვაქვს კონკრეტული იდეები და ინიციატივები.

ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებზე საერთო პასუხების ძიებაში და გამოავლენს მოკავშირეობის სულისკვეთებისადმი, იმ მაღალი ჰუმანიტარული იდეალებისა და ფასეულობებისადმი ერთიან სწრაფვას, რომელთათვისაც მხარდამხარ იბრძოდნენ ჩვენი მამები და პაპები.

საერთო ისტორიულ მეხსიერებაზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვენდოთ ერთმანეთს. ეს მყარ საფუძველს შექმნის წარმატებული მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებული ქმედებებისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად დედამიწაზე, ყველა სახელმწიფოს აყვავებისა და განვითარებისთვის. გადაუჭარბებლად – ეს არის ჩვენი საერთო ვალი და პასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე, დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე.

ყველა ახალი ამბავი
0