ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

უკვდავებაში გადასულები: ომის ნაკლებად ცნობილი გმირები

© photo: Sputnik / Vsevolod Tarasevich / გადასვლა მედიაბანკშიმეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომის წლებში უმაღლესი საბჭოთა ჯილდო - საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავი წითელი არმიის 11 657 ჯარისკაცსა და ოფიცერს გადაეცა, 3051-ს - სიკვდილის შემდეგ. ყველა გმირი საყოველთაოდ ცნობილი არ არის.

ანდრეი კოცი

ტანკისტი

გვარდიის კაპიტანი ვლადიმერ ბოჩკოვსკი - სატანკო ბრძოლის ნამდვილი ასი იყო. ომის წლებში 36 ერთეული მტრის ჯავშანტექნიკა გაანადგურა. მისი სიცოცხლე არაერთხელ ეკიდა ბეწვზე, ოთხჯერ დაჭრეს, ხუთჯერ გადაურჩა ხანძარს. 

1944 წლის 1 მარტს კაპიტანი ბოჩკოვსკი პირადად გაუძღვა ჯარისკაცებს, მდინარე ტრებნას ფორსირების გზით შეუტია მტრის ბანაკს და სანაპიროზე გათავსებული მათი პლაცდარმი ჩაიგდო ხელში. მისმა ტანკებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 16 ქვემეხი, 200-ზე მეტი ავტომანქანა. მომდევნო დღეს გერმანელებმა კონტრშეტევის შედეგად დაკარგეს სამი ტანკი, ხუთი ნაღმმტყორცნი, 50-მდე ჯავშანმანქანა და ჯარისკაცების ოცეული. ამ ბრძოლებისთვის ვლადიმერ ბოჩკოვსკის გმირის წოდება მიანიჭეს.

ვისლო-ოდერის მოიერიშე ოპერაციის დროს, 1945 წლის 15 იანვარს ბოჩკოვსკის ტანკი შეეჯახა სარკინიგზო ეშელონს, რომელსაც გერმანული „ვეფხვები“ გადაჰქონდა. Т-34-მა რელსებიდან გადააგდო სრული სიჩქარით მიმავალი ორთქლმავალი, რომელმაც ჯავშანტექნიკით დატვირთული პლატფორმებიც გაიყოლა. ამ გმირობისთვის ტანკისტი მეორე ოქროს ვარსკვლავზე წარადგინეს, მაგრამ საბოლოოდ ჯილდო III ხარისხის სუვოროვის ორდენით შეცვალეს.

მფრინავი

ანატოლი ნედბაილო საბრძოლო ავიაციის ერთ-ერთ საუკეთესო მოიერიშე მფრინავად ითვლებოდა. შეასრულა 200-ზე მეტი ფრენა Ил-2 თვითმფრინავით.

ნედბაილომ პირადად გაანადგურა ათობით ტანკი ბრძოლის ველზე, ასობით ობიექტი მტრის ბანაკში და ჰიტლერის უთვალავი ჯარისკაცი. მონაწილეობდა მიუსის, დონბასის, მელიტოპოლის, ნიკოპოლ-კრივოროჟის, ყირიმის, ვიტებსკ-ორშანსკის, მინსკის, ვილნიუსის, კაუნასის, მემელსის, აღმოსავლეთ-პრუსიის, კენიგსბერგისა და ზემლანდის ოპერაციებში.

კაპიტანი ორჯერ დააჯილდოვეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით - 1945 წლის აპრილსა და ივნისში. მისი Ил-2 სამჯერ ჩამოაგდეს, ერთხელ შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიმოიერიშე-გამანადგურებელი ИЛ-2
უკვდავებაში გადასულები: ომის ნაკლებად ცნობილი გმირები - Sputnik საქართველო
მოიერიშე-გამანადგურებელი ИЛ-2

მოიერიშე მიწაზე დაენარცხა, მფრინავმა მრავლობითი მოტეხილობებით გონება დაკარგა. კატასტროფის ადგილზე მისულმა ქვეითებმა მისი გამოყვანა კაბინიდან თვითმფრინავის აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე მოასწრეს. ნედბაილო მწყობრს თვე-ნახევარში დაუბრუნდა.

მეზღვაური

კაპიტან-ლეიტენანტი ვალენტინ სტარიკოვი ჩრდილოეთის ფლოტში მსახურობდა, მეთაურობდა „მალიუტკას“ ტიპის წყალქვეშა ნავს - М-171. მისმა ეკიპაჟმა 23 საბრძოლო ლაშქრობა მოაწყო და მოწინააღმდეგის 13 გემი ჩაძირა: შვიდი ტრანსპორტი, ტანკერი, ორი წყალქვეშა ნავი, კატარღა... „მალიუტკა“ ნამდვილ რისხვად იქცა გერმანელი მეზღვაურებისთვის - რუსებზე ნადირობდნენ, მაგრამ ყოველ ჯერზე სტარიკოვი ახერხებდა ბომბებისგან თავის არიდებას.

მოუხელთებელმა კაპიტანმა ორჯერ შეაღწია მოწინააღმდეგის კარგად დაცულ საბრძოლო-საზღვაო ბაზებზე. მაგალითად, 1941 წლის 2 ოქტომბერს М-171-მა შეუმჩნევლად გაცურა ვიწრო ფიორდში და მტრის ყურის ძირში მათი ორი ტრანსპორტი გაანადგურა. უბიდან გამოსვლისას „მალიუტკა“ ნავსაწინააღმდეგო ქსელში გაება. სტარიკოვმა ხაფანგს თავი დააღწია, შეუმჩნევლად ამოცურა წყლის ზედაპირზე და წინაღობას ზემოდან გადაუარა.

1942 წლის იანვრისთვის М-171-ს მოწინააღმდეგის შვიდი ტრანსპორტი ჰყავდა განადგურებული. აპრილში წყალქვეშა ნავის ეკიპაჟმა საბრძოლო დამსახურებისთვის მიიღო საპატიო სახელწოდება „გვარდიული“. მეთაურს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს.

არტილერისტი

უფროსი სერჟანტი გენადი ბარიკოვი მსროლელ პოლკში ჯავშანგამტანად მსახურობდა. იბრძოდა ცენტრალურ, ბრიანსკისა და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტებზე. 1941 წლის დეკემბერში ის მძიმედ დაიჭრა.

მეომარი გამოჯანმრთელდა, გაიარა გადამზადება და 1943 წლის ივლისიდან 753-ე მსროლელი პოლკის რიგებში დაბრუნდა. გამარჯვებას აღმოსავლეთ პრუსიაში შეეგება. ბარიკოვი გამოირჩა კენიგსბერგის ოპერაციაში. 1945 წლის 6 აპრილს მისმა გათვლამ გაანადგურა სამი საზენიტო იარაღი, ხუთი ტყვიამფრქვევი და ორი ათეული ჯარისკაცი.

მომდევნო დღეს გენადიმ მოიგერია გერმანული ტანკების კონტრშეტევა. დამმიზნებლისა და მისი დამხმარეს დაჭრის შემდეგ თავად ჩაანაცვლა ისინი ტყვიამფრქვევთან და ორი ტანკი და ოთხი 76-მილიმეტრიანი იარაღი გაანადგურა. ხოლო როდესაც საბრძოლო მასალა გამოელია, პირადი იარაღი აიღო ხელში და მტერს ქვეითებთან ერთად შეუტია.

1945 წლის ივნისში უფროს სერჟანტ გენადი ბარიკოვს ამ ბრძოლისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს.

ქვეითი

გვარდიის უფროსი ლეიტენანტი მიხეილ კუზნეცოვი სამამულო ომში პირველივე დღეებიდან იბრძოდა. რამდენიმე მებრძოლთან ერთად სასწაულის ძალით გამოაღწია ალყაში მოქცეული ბრესტის ციხე-სიმაგრიდან.

1941 წლის აგვისტოდან იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. ნოემბერში სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე გადაიყვანეს, სადაც კუზნეცოვმა თავი გამოიჩინა, როგორც შესანიშნავმა მზვერავმა. იგი ღამის რეიდებში აღწევდა მტრის ზურგში, აწყობდა დივერსიებს და მოჰყავდა ტყვეები. დეკემბერში მეავტომატეების ასეულის მეთაურად დაინიშნა.

1942 წლის განმავლობაში კუზნეცოვი ფრონტის წინა ხაზს არ მოშორებია. მისი მეთაურობით მეავტომატეებმა თავი გამოიჩინეს 20 ნოემბერს სოფელ სრედნე-ცარიცინზე შეტევისას. ასეული შეუმჩნევლად მოექცა ფაშისტების კოლონის ზურგში და საარტილერიო დივიზიონის მთელი პირადი შემადგენლობა გაანადგურა, ტყვედ აიყვანა მეთაური საშტაბო დოკუმენტებით, ხელში ჩაიგდო 16 მოქმედი ქვემეხი და 96 ცხენი.

მეავტომატეებმა სრედნე-ცარიცინი 15 წუთში აიღეს. საბოლოო ჯამში მათ გაანადგურეს მოწინააღმდეგის ქვეითი ბატალიონი, ხელში ჩაიგდეს 27 ქვემეხი, 196 ცხენი, 27 ხელის ტყვიამფრქვევი, ოთხი ნაღმმტყორცნი, 17 ავტომატი, შვიდი ავტომანქანა და საბრძოლო მასალის საწყობი. ასეულმა ბრძოლა დანაკარგის გარეშე მოიგო.

ამ ბრძოლისთვის გვარდიის უფროსი ლეიტენანტი მიხეილ კუზნეცოვი 1943 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოვეს. ბრძოლებში კუზნეცოვი ხუთჯერ დაიჭრა.

ყველა ახალი ამბავი
0