ისტორიული სიმართლე ომზე: საპარლამენტო კონფერენცია ონლაინ-ფორმატში ჩატარდა

© photo: Sputnikომის გმირი
ომის გმირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ომის დამთავრების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის საპარლამენტო კონფერენცია წელს ონლაინ-ფორმატში ჩატარდა.

თბილისი, 7 მაისი ― Sputnik. ნაციზმზე გამარჯვება მეორე მსოფლიო ომის დროს კაცობრიობის მემკვიდრეობად უნდა იყოს აღიარებული, ხოლო განმათავისუფლებელი მეომრების ძეგლები ― მის მონაპოვრად, მიაჩნია რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს. 

აღნიშნულის შესახებ მან დსთ-ის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ევროპარლამენტის დეპუტატებისა და ასევე პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მონაწილეობით გამართული საერთაშორისო ვიდეოხიდისას განაცხადა.

ღონისძიებაში საქართველოდან მონაწილეობდა პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ნაციზმზე გამარჯვება იმ საშინელ ომში კაცობრიობამ თავის მემკვიდრეობად აღიაროს, ხოლო მებრძოლ-განმათავისუფლებლების ძეგლები ― მის მონაპოვრად. ეს ჩვენი წმინდა ვალია“, ― აღნიშნა მატვიენკომ  Россия сегодня-ს მიერ ორგანიზებულ ვიდეოხიდზე.

სპიკერმა შეახსენა საზოგადოებას, რომ მეორე მსოფლიო ომში სხვადასხვა იდეოლოგიური და პოლიტიკური სისტემების მქონე ქვეყნებმა უთახმოების გადალახვა და გაერთიანება შეძლეს საერთო ბოროტების წინააღმდეგ.

„უკვდავი პოლკის“ აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
„უკვდავი პოლკი“ წელს კორონავირუსის გამო ვირტუალურ სივრცეში ჩატარდება

„მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ სიმართლე ომზე. ეს ჩვენი საერთო ისტორიაა. მიმაჩნია, რომ ის ასეთად რჩება ახლაც, 75 წლის შემდეგ, როცა ჩვენ უკვე დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოები ვართ. დიახ, თითოეულმა ქვეყანამ თავისი გზა აირჩია, თუმცა არჩევანის ასეთი თავისუფლებაც ჩვენი საერთო გამარჯვების შედეგია“, ― თქვა მატვიენკომ. 

მან მოუწოდა კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ჩაერთვნენ „ერთობლივ მუშობაში ისტორიული სიმართლის შესანარჩუნებლად მომავალი თაობებისთვის“. 

ნინო ბურჯანაძემ, თავის მხრივ, ასევე აღნიშნა დიდ გამარჯვებაში სხვადასხვა ხალხების წვლილის მნიშვნელობა.

„თითოეულმა გამოსვლამ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ყველა რესპუბლიკამ დიდ გამარჯვებაში. დიახ, ნამდვილად, ჩვენ ყველა ერთად ვიბრძოდით, ეს იყო საერთო უბედურება და იყო საერთო გამარჯვება. ჩვენ არ უნდა მივცეთ არავის უფლება, წაგვართვან ეს საერთო გამარჯვება და ის ბაზისი, რომელიც შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის, შევინარჩუნოთ ხიდები ხალხებს შორის. ვფიქრობ, სწორედ იმიტომ გაჩნდა ახლა სურვილი ისტორიის გადახედვისა, საბჭოთა კავშირისა და ყველა ხალხების როლის სრულიად დამახინჯებულად წარმოჩენისა ― რომლებიც იბრძოდნენ, რომ ეს ხიდები დაირღვეს“, ― განაცხადა ბურჯანაძემ.   

მისი თქმით, პოლიტიკოსთა ახალმა თაობამ არ უნდა დაუშვას ისტორიის გადაწერა. 

„მსურს, რომ არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი შვილების თაობაც ისევე ამაყობდეს ჩვენი პაპებითა და დიდი პაპებით, როგორც ჩვენ ვამაყობთ ახლა. ეს საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნების მომავალ თაობებს, უკეთ მოძებნონ საერთო ენა და უკეთ გაუგონ ერთმანეთს. ახალგაზრდობას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვალდებული ვართ შევინარჩუნოთ წინაპრების დანატოვარი“, ― დაასკვნა ბურჯანაძემ. 

ვიდეოხიდის მიმდინარეობისას პოსტსაბჭოთა სივრცის პარლამენტარებმა და მათმა ევროპელმა კოლეგებმა გაიხსენეს, ვინ დაამარცხა ფაშიზმი, ერთმანეთს გაუზიარეს სამამულო და მსოფლიო ომების მოვლენების საკუთარი აღქმა შესაბამის ქვეყნებში და ასევე იდეებიც, თუ როგორ აღნიშნავენ წელს გამარჯვების დღეს. 

ყველა ახალი ამბავი
0