რუსეთმა ვენის გათავისუფლების შესახებ საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვა

© photo: Sputnik / Vladimir Gal'perin / გადასვლა მედიაბანკშიმოსახლეობა საბჭოთა არმიის მეომრების ძეგლის გახსნის დემომსტრაციაზე
მოსახლეობა საბჭოთა არმიის მეომრების ძეგლის გახსნის დემომსტრაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვენის ფაშისტი დამპყრობლებისგან გათავისუფლების შესახებ მანამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტების პუბლიკაცია, ემსახურება „ისტორიული სიმართლის დაცვას“

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ავსტრიის დედაქალაქ ვენის ფაშისტური ჯარებისგან გათავისუფლების 75–ე წლისთავთან დაკავშირებით, მანამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტები გამოაქვეყნა.  

ოთხი სტრიქონი ომზე - Sputnik საქართველო
ოთხი სტრიქონი ომზე: სიმონოვის ლექსები და ბანკოვის ნახატები პოსტერ-პლაკატებზე

დოკუმენტების თანახმად, ავსტრიის დედაქალაქში საბჭოთა არმია 1945 წლის 13 აპრილს შევიდა გააფთრებული ბრძოლების შემდეგ. ვენის აღების ოპერაციაში, რომელიც 16 მარტს დაიწყო და 15 აპრილამდე გრძელდებოდა, მონაწილეობდნენ დასავლეთ უნგრეთსა და აღმოსავლეთ ავსტრიაში განლაგებული უკრაინის მეორე და მესამე ფრონტები. უშუალოდ ვენის მისადგომებთან ბრძოლები 5 აპრილს დაიწყო, როგორც ამას დოკუმენტები ცხადყოფს.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტ–პორტალზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენის გერმანელ ფაშისტთაგან წითელი არმიის მიერ გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით, წარმოდგენილია ისტორიული განყოფილება „ვენის გამარჯვების ვალსი“, რომელიც შეიცავს მანამდე გასაიდუმლოებულ და სამხედრო უწყების ცენტრალური არქივის ფონდებში დაცულ დოკუმენტებს“, — ნათქვამია საიტზე

თავდაცვის უწყების განმარტებით, საიტზე განთავსებულია „უნიკალური და მანამდე უცნობი საარქივო მასალები“: ფრონტებიდან მიღებული ინფორმაციები, საბრძოლო ცნობები, საბჭოთა არმიის შეტევების ანგარიშები და სქემები, უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებულებები, შეტევის მონაწილეთა მოგონებები და ფოტოდოკუმენტები. 

მარადიული ცეცხლი - Sputnik საქართველო
საქართველოში ომში დაღუპულთა ნათესავებს ეძებენ

ასე მაგალითად, საიტზე წარმოდგენილია უკრაინის მესამე ფრონტის მეოთხე გვარდიული არმიის 1945 წლის აპრილის საბრძოლო მოქმედებების ჟურნალი, რომელშიც ნათქვამია, რომ 13 აპრილს საჯარისო ნაწილებმა ვენის არმოსავლეთ ნაწილში დაიკავეს 137 კვარტალი, ხიდი დუნაიზე, ჩრდილოეთ და ჩრდილო–დასავლეთი სადგურები, და 14:00 საათისთვის მოწინააღმდეგე სრულად განდევნეს ქალაქიდან, რის შემდეგაც ქალაქის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.

იქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ვენის აღების ოპერაციაში „საბჭოთა მეომრებმა გამოიჩინეს სიმამაცე და გამბედაობა“, რის დამამტკიცებლადაც 1945 წლის 20 ივნისის პოლიტცნობაში გეროიზმის არაერთი მაგალითია მოყვანილი.

„განსაკუთრებული ადგილი უკავია სამხედრო ტყვეების მონაცემებს ბანაკში სამშობლოს მოღალატეების, ვლასოველების მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ“, — ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვენის ფაშისტი დამპყრობლებისგან გათავისუფლების შესახებ მანამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტების პუბლიკაცია, ემსახურება „ისტორიული სიმართლის დაცვასა და დიდი სამამულო და მეორე მსოფლიო ომების შედეგების გადახედვის, მათი ფალსიფიკაციის მცდელობის აღკვეთას“.

ყველა ახალი ამბავი
0