საქართველოში ომში დაღუპულთა ნათესავებს ეძებენ

© photo: Sputnikმარადიული ცეცხლი
მარადიული ცეცხლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როსტოვის ოლქში სამძებრო რაზმის – „გულის კარნახის“ (Зов сердца) წევრები მეორე მსოფლიო ომში რუსეთის ტერიტორიაზე დაღუპული ათი საქართველოს მოქალაქის შთამომავლებს ეძებენ.

Sputnik, მარია ნაუმენკო

აქტივისტები ეძებენ 33 უზბეკი ჯარისკაცის, 31 ყაზახი ჯარისკაცის, ხუთი ყირგიზის, ოთხი სომეხის, ცხრა აზერბაიჯანელი მებრძოლის ნათესავებს. რვა ჯარისკაცის ნათესავები, შესაძლოა, ბელარუსში იმყოფებოდნენ. 

ოთხი სტრიქონი ომზე - Sputnik საქართველო
ოთხი სტრიქონი ომზე: სიმონოვის ლექსები და ბანკოვის ნახატები პოსტერ-პლაკატებზე

„ვცადე სოციალურ ქსელებში მიმეწერა ჯარისკაცების მოგვარეებისთვის ამ ქვეყნებში. ვქმნიდი საძიებო თემებს ინტერნეტ–ჯგუფებში. ამგვარად მოხერხდა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების ნაწილის პოვნა. დარჩენილების ძებნა შეჩერდა“, – განაცხადა ჯგუფის მეთაურმა დიმიტრი ვორონოვმა.

ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცების სიაში არიან გურჯაანის, ჩოხატაურის, საგარეჯოს და საქართველოს სხვა რაიონების მცხოვრებნი. ყველა როსტოვის ოლქში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

მაძიებლები გულის კარნახით ხდებიან

ვორონოვის თქმით, ყოველ ადამიანს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია დახმარების აღმოჩენა, თუ მას ამის დრო და შესაძლებლობა აქვს.

„არ არის აუცილებელი, იყო რაზმის ოფიციალური წევრი, დახმარება ხომ სხვადასხვაგვარი არსებობს – ადამიანს უბრალოდ შეუძლია სოციალურ ქსელებში გაიზიაროს სამხედრო მოსამსახურეთა შთამომავლების ძიების შესახებ ჩანაწერები და ეს უკვე ერთგვარი დახმარება იქნება. ჩვენ უფრო სამძებრო მოძრაობა გვაქვს და არა რაზმი, რადგან ადამიანები ამას გულის კარნახით აკეთებენ“, – განმარტავს რაზმის ხელმძღვანელი.

როგორც ვორონოვი აღნიშნავს, ჯარისკაცების ნეშტების ამოღებაში მას ეხმარებიან კოლეგები „სამძებრო საძმოდან“, თავად კი ინფორმაციას არქივებში ეძებს. 

კომპიუტერის კალვიატურა - Sputnik საქართველო
„უსასრულო წერილი“: ახალგაზრდა დიზაინერები Instagram-ის სთორიზს ახალ ჰეშთეგს ამატებენ

„მე ვსწავლობ როსტოვის ოლქის ქალაქ შახტს და მის შემოგარენს. აქ ბევრი უსახელო საფლავია. გავდივარ ადგილზე, ვესაუბრები ადგილობრივებს, ვპოულობ ძველ მოსახლეებს – სწორედ ისინი მიყვებიან, რა და როგორ იყო, რადგან არანაირი საბუთები სოფლებში არ არის. არ არსებობს არავითარი ისტორიული ინფორმაცია ადგილობრივი ადმინისტრაციის ვებ-გვერდებზე, არც სკოლებში. გვიწევს ცნობების შეგროვება ნამცეც-ნამცეც. იმისათვის, რომ საფლავი „ალაპარაკდეს“, არაერთი წელი გადის“, – აღნიშნავს მაძებარი.

ვორონოვის თქმით, მისთვის მთავარი მადლობა იმ შთამომავლების სიხარულის ცრემლებია, რომლებიც იგებენ, სადაა დაკრძალული მათი ნათესავი.

„პრაქტიკულად გუშინ ვიპოვეთ ჯარისკაცის ოჯახი – მისი სამი ქალიშვილი. ისინი უბრალოდ შოკში იყვნენ, რადგან მამა ომში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკრძალულია შახტში და ახლა მისი ნათესავებისთვის ეს ცნობილია“, – აცხადებს დიმიტრი.

„Sputnik-საქართველო“ აქვეყნებს ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა სიას. თუ ამ ჩამონათვალში ნაცნობ გვარებს წააწყდებით, შეგიძლიათ მიმართოთ Sputnik-ს (media@sputnik-georgia.com, +995555908977), რომელიც მაძიებელ ჯგუფთან დაგაკავშირებთ.

1. ბექიროვი შარეხი - დაბ. 1923 წ., სამხრეთის ფრონტის 261-ე სამწყობრო პოლკის რიგითი ჯარისკაცი, გაწვევა: საქართველოს სსრ, გურჯაანის რაიონის სამხედრო კომისარიატი, გარდაიცვალა ЭГ №5782 ჰოსპიტალში, დაკრძალულია ქ. შახტში, როსტოვის ოლქში. მამა - ჩექმანიძე, მცხოვრები - საქართველოს სსრ, ადიღეის რაიონი.

2. ბუხრაშვილი ლავრენტი სიმონის ძე - დაბ. 1918 წ., 4 ВА 459 ზემდეგი, დაბ. ადგილი: საქართველოს სსრ, ანის რ.-ნი, სოფ. ბორი, დაიღუპა 23.05.1942 წლის ღამეს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაკრძალულია ქ. შახტში, როსტოვის ოლქში. დედა - ბუხრაშვილი ფედოსია ბარდალოს ასული, მცხოვრები: საქართველოს სსრ, ანის რ-ნი, სოფ. ბორი.

3. ვაჩეიშვილი გრიგოლი არსენტის ძე - დაბ. 1925 წ., უკრაინის მე-4 ფრონტის 370-ე სათადარიგო პოლკის რიგითი კურსანტი, გარდაიცვალა 01.09.1943 წ. ЭГ №1584 ჰოსპიტალში; დაკრძალულია როსტოვის ოლქში. მამა - ვაჩეიშვილი ა. ა., საქართველოს სსრ, ჩოხატაურის რაიონი, სოფ. ქვემო ხეთი. ნათესავებისთვის მისი საფლავის ადგილმდებარეობა ცნობილია (თავად იპოვეს), მაგრამ საჭიროა მათთან კონტაქტის დამყარება.

4. დანელაშვილი ივანე ილიას ძე - დაბ. 1923 წ., მე-5 შემტევი ჯარის 315-ე სამწყობრო დივიზიის 1-ლი სამწყობრო პოლკის რიგითი, დაბადებული საქართველოს სსრ, სოფ. შრომა. დანელაშვილი გარდაიცვალა 21.09.1943 წ. ЭГ № 5782 ჰოსპიტალში, დაკრძალულია ქ. შახტში, როსტოვის ოლქში. მამა ცხოვრობდა  სოფელ შრომაში.

5. ჯუღაშვილი ანდრეი ტიმოთეს ძე - დაბ. 1918 წ., სერჟანტი, სამხრეთის ფრონტის მე-5 მოტო-მექანიზებული ბრიგადის დანაყოფის მეთაური, გარდაიცვალა 13.08.1943 წ. ЭГ №1584 ჰოსპიტალში, დაკრძალულია როსტოვის ოლქში. შეცდომით ირიცხება როსტოვის ოლქის ქ. შახტში დაკრძალულად.  დედა - ნატალია ჯუღაშვილი , საქართველოს სსრ,  საგარეჯოს რაიონი, სოფ. პატარძეული.

6. კვაჭაძე (გოგუაძე, კოღუაძე) სიმონ ერმილეს ძე - დაბ. 1923 (03) წ., რიგითი, დაბადებული საქართველოს სსრ, გურიის მხარე, ლანჩხუთი. გაწვეულია ლანჩხუთის რაიონული სამხედრო კომისარიატის მიერ. ს. ე. კვაჭაძე გარდაიცვალა 20.10.1943 წ. ЭГ №5782 ჰოსპიტალში, დაკრძალულია ქ. შახტში, როსტოვის ოლქში. დედა - კვაჭაძე აგაპია აშბოს ას., მცხოვრები გურიაში, ლანჩხუთის რაიონში.

7. იაილენკო იური (გიორგი) კონსტანტინეს ძე - დაბ. 1913 წ., 176-ე სამწყობრო დივიზიის მე-6 საარტილერიო პოლკის  დივიზიონის მეთაური, კაპიტანი, დაბადებული საქართველოს სსრ, სოფ. ჟელადი (ჟელადია), პირველმაისის ქ. 45. იაილენკო დაიღუპა 20.07.1942 წ. როსტოვის ოლქში. მეუღლე - იაილენკო ვერა გიორგის ას., მცხოვრები: სტალინსკის (დონეცკის) ოლქში, ძვ. კერმენის რაიონში.

ვეძებთ ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული ოფიცრის ნათესავებს:

8. წულაია სევასტიანე მიხეილის ძე - დაბ. 1919 წ., სამწყობრო ოცეულის მეთაური, ლეიტენანტი. მამა - წულაია მიხეილი, დაბადებული საქართველოს სსრ, ს. ხაბუში.

ამ მეომრების ნეშტები ნაპოვნია 2018 წელს და გადასვენებულია როსტოვის ოლქის ქ. ნოვოშახტინსკის სოფ. ნესვეტაევში.

1. აბრანად (აბრანას, აბრანაო) კოლია (კალიჩი, კატია) - დაბ. 1911 (1914) წ., 339-ე სამწყობრო დივიზია, სამხედრო წოდება - წითელარმიელი. სიიდან ამოღების მიზეზი ХППГ 83 ჰოსპიტალში ავადმყოფობის შედეგად გარდაცვალება, სიიდან ამორიცხვის თარიღი - 26.11.1941 წ., თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - როსტოვის ოლქი, შახტი № 4, სკოლასთან. შესაძლოა ეს იყოს აფხაძე კალია (ნიკოლაი?) გერასიმეს ძე. დაბადებული 1911 წ. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, წყანდუბორის რ.-ნი, სოლონდუბო. გაწვევის თარიღი და ადგილი - წყალტუბოს რაიონული სამხედრო კომისარიატი, საქართველოს სსრ, წყალტუბოს რ-ნი.  სამხედრო წოდება - წითელარმიელი, დაიკარგა უგზოუკვლოდ, სიიდან ამოღების თარიღი 01.11.1941-10.01.1942 წ., ადგილი - როსტოვის ოლქი, მატვეევო-ყურღანის რ-ნი, სოფ. ნოვონიკოვაევკა. ოჯახის მისამართი: მეუღლე - აბხოძე, საქართველოს სსრ, წყალტუბოს რ-ნი, დაბა წყალტუბო.

2. სარქისაშვილი (სარქიგაშვილი) იოსებ თედოს ძე - დაბ. 1905 წ., გაწვევის თარიღი და ადგილი - 1941 წ., გურჯაანის რაიონული სამხედრო კომისარიატი, საქართველოს სსრ, გურჯაანის რ-ნი, სამხედრო წოდება - წითელარმიელი, ითვლება უგზოუკვლოდ დაკარგულად 1941 წ. დეკემბერში. სიიდან ამოღების მიზეზი ХППГ 83 ჰოსპიტალში ავადმყოფობის შედეგად გარდაცვალება, სიიდან ამორიცხვის თარიღი - 04.12.1941 წ., თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - როსტოვის ოლქი, შახტი № 4, სკოლასთან, ოჯახის მისამართი: მეუღლე - სარქისაშვილი ანეტა, დედა - კატო, საქართველოს სსრ, გურჯაანის რ-ნი, სოფ. გურჯაანი. ძმა - სარქისაშვილი გიორგი თედოს ძე, დაბ. – 1910 წ., დაკარგულია უგზოუკვლოდ 1942 წ. ოქტომბერში.

ყველა ახალი ამბავი
0