თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ფინეთის საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილმა ტყვეებმა კარელიაში საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსანდრ ბასტრიკინს მიმართეს თხოვნით, გამოიძიოს ფინეთის ხელისუფლების მოქმედებები სამამულო ომის წლებში. განცხადების ტექსტი РИА Новости-ს განკარგულებაშია.
მანამდე სააგენტომ პროექტის Без срока давности ფარგლებში გამოაქვეყნა ფინელი ფაშისტების სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებები მშვიდობიანი საბჭოთა მოქალქეების მიმართ, რომლებიც მანამდე გასაიდუმლოებული იყო.
„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, ქალაქ პეტროზავოდსკის საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილი ტყვეები და ფინელი ოკუპანტების ანტიჰუმანური დამოკიდებულების ცოცხალი მოწმეები, მოგმართავთ თხოვნით, გამოიძიოთ ფინეთის საოკუპაციო ძალების სარდლობისა და მათი ხელშემწყობების დანაშულების ფაქტები და მისცეთ ისინი პასუხისგებაში ჩადენილი დანაშაულების გამო“, — ნათქვამია ტექსტში, რომელსაც ოთხი ადამიანი აწერს ხელს.
წერილის ავტორების თქმით, ფინელი დამპყრობლები „საკუთარ წესებს უდგენდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, ჰყოფდნენ მათ ეროვნული ნიშნით, ძალადობდნენ და ანადგურებდნენ მათ“, რაც, მათი აზრით, „გენოციდის ნიშნებს შეიცავს“.
ყოფილმა ტყვეებმა აღნიშნეს, რომ ფინური რეჟიმის ხელმძღვანელობას არანაირიად არ უგია პასუხი კარელიის მცხოვრებთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ ბასტრიკინისადმი მიწერილი თხოვნის ერთ-ერთი ავტორი, ფინეთის მეხუთე საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ტყვე ლენინა მაკეევა მზადაა, მოწმედ გამოვიდეს ფინეთის ადმინისტრაციის დანაშაულების საქმეში.
ირკვევა, რომ მაკეევამ ბავშვობაში ორი წელი და რვა თვე გაატარა პეტროზავოდსკის ბანაკში, საიდანაც ის, სხვა ტყვეებთან ერთად, 1944 წლის 28 ივნისს გაათავისუფლეს „წითელი არმიის“ მებრძოლებმა.
„მზად ვარ გამოვიდე მოწმედ. სამწუხაროა, რომ უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მხოლოდ 75 წლის შემდეგ გაასაჯაროვა დანაშაულები. ეს ბევრად ადრე უნდა გაკეთებულიყო“, — ამბობს მაკეევა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დანაშაულის ფაქტებზე მოკვლევას აწარმოებს. მასალების შესწავლის შემდეგ გამოძიება შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს „ფინელი დამპყრობლებისა და მათი ხელშემწყობების მოქმედებებს“.
„ადრე მე წერილი გავუგზავნე ფინეთის პრეზიდენტ ტარიე ჰალონენს და პასუხიც მივიღე - საბჭოთა კავშირს ჩვენ ყველა კონტრიბუცია გადავუხადეთო. მე კი ვწერდი, რომ გერმანიამ აღიარა შეცდომები და ბოდიშს იხდის, ფინეთს კი, რომელიც ფაშისტური გერმანიის მოკავშირე იყო, ეს არ გაუკეთებია–მეთქი“, — ამბობს მაკეევა.
84 წლის ქალი ცრემლით იხსენებს მოვლენებს, რომელთა მოწმეც გახდა.
„ოც კვადრატულ მეტრზე 15 ადამიანი ვიყავით. ტკიპები, ტილები... დაიწყო ეპიდემია. ტიფი, სურავანდი. ხალხი იხოცებოდა. მწირი საკვების გამო სიკვდილიანობა ტყვეთა შორის კიდევ უფრო გაიზარდა. ჩვენი ოჯახის შვიდი წევრიდან სამი შიმშილით მოკვდა. ჭინჭარი ამოსვლას ვერ ასწრებდა, მაშინვე იჭმებოდა. დარღვევისთვის ტირიფის წნელებით გვროზგავდნენ, რომლებსაც წინასწარ მარილწყალში ასველებდნენ. ხან კი რეზინის მათრახს გვირტყამდნენ, რომელსაც წვერში ლითონის რგოლი ჰქონდა დამაგრებული“, — ისხენებს მაკეევა.
სულ ფინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კარელია–ფინეთის რესპუბლიკაში 1941–1944 წლებში რამდენიმე ათეული ბანაკი შეიქმნა „არანაციონალური“ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. 1942 წლის დასაწყისში მათში დაახლოებით 24 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. გასაჯაროებული საარქივო დოკუმენტების თანახმად, ამ ბანაკებში ძირითადა სლავები ცხოვრობდნენ: 90%-ზე მეტი იყვნენ რუსები, ბელორუსები და უკრაინელები.
ისტორიკოსების შეფასებით, ეს ბანაკები, მათი არსებობის წლებში, 50 ათასმა ადამიანმა გაიარა. სულ ფინელმა ფაშისტებმა ამ წლების განმავლობაში 14 საკონცენტრაციო ბანაკი ააგეს, აქედან ექვსი პეტროზავოდსკში იყო.