რამდენიმე საათით ადრე... ანუ ქოცნაცური მარათონის ფინიშის სწორზე

გამოწერა
მეოთხე მიდის! ვინ იქნება მეხუთე? მოიგებს თუ არა მმართველი გუნდი, ზედიზედ, მეექვსე არჩევნებს, რა არის ნაცების ოცნება და რას გვპირდებიან ოცნების ნაცები. ბრძოლა საპრეზიდენტო სავარძლისთვის თე გენერალური რეპეტიცია?

ხანგრძლივი და თანაც დამქანცველი საარჩევნო მარათონი, პრაქტიკულად, დასრულდა. უკვე ორ თვეზე მეტია, რაც ქვეყანა სახელისუფლებო და ნახელისუფლარი პოლიტიკური ძალების მწვავე, ზღვარსგადასული დაპირისპირების მოწმეა და საგანგებო რეჟიმშიც ცხოვრობს.

ჩვენში, გარშემო არავინ მეგულება, ვინც საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლის „ქოც-ნაცურ გამოცდილებას“, ოდნავ მაინც, პოზიტიურად აფასებს. ასეთი ნეგატიური ტიპის არჩევნები, ჩვენში უბრალოდ, არც მე მახსოვს - რა თქმა უნდა, იყო ხისტი და უმწვავესი დაპირისპირებები, გამოვიარეთ სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო ომიც კი, იყო სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ცვლილებაც, ვარდების რევოლუციად რომ, მოიხსენიებენ ხოლმე, თუმცა მთლიანად სიძულვილზე აგებული საარჩევნო კამპანიები ნამდვილად არ მახსენდება.

საარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში – ბრძოლა წესების გარეშე

ძნელია არ გაიზიარო მოსაზრება, რომ სახელმწიფოს მეთაურის სტატუსის მოსაპოვებლად გაჩაღებული კამპანია, გასცდა პოლიტიკურ პროცესს. ბრძოლის ტრადიციული მეთოდები დიდი ხანია „დაიხვეწა“ და 2018 წლის საარჩევნო მართონს, სკანდალური ჩანაწერების გავრცელების სიხშირე, საუბრების შინაარსის მრავალფეროვნება, „კორექტული“ ლექსიკა გამოარჩევს...

საპრეზიდენტო არჩევნების წინ მძიმე ვითარებაა. ძირითადი ფიგურანტები - „ქართული ოცნება“, თერთმეტი პოლიტიკური პარტიის ერთობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით და „ევროპული საქართველო“ ნეგატივით ერთმანეთს ისე ასაზრდოებდნენ, რომ პოლიტიკური ველის ყველა სხვა სუბიექტი, უბრალოდ მთლიანად, მოწყვეტეს საარჩევნო კამპანიას... პირველი სამეულის უპირობო ფავორიტები საზოგადოებას მუდმივი შანტაჟის ქვეშ ამყოფებდნენ და ასე ცდილობენ ელექტორატის „გულის მოგებას“ ანუ ამომრჩეველთა დარწმუნებასა და თუ გნებავთ იძულებას, რომ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ მიიღოს. სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ეს ვითარება კიდევ უფრო გართულდება. ზოგადად შევდივართ ძალიან რთულ პერიოდში, როცა პოლიტიკური კალენდარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებაზე მიგვანიშნებს...

ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია

უცხო არ არის, რომ პოლიტიკური სუბიექტებისთვის საპრეზიდენტო ბატალიებში მონაწილეობა, „სამეფო ტახტისთვის“ ბრძოლის პარალელურად, ორი წლის შემდეგ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალების ერთგვარ მოსინჯვად და მთავარ რეპეტიციად მოიაზრება. მმართველი გუნდისთვის, სადაც მისი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის არაორაზროვანი განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის სახით, მიუხედავად მისი შეზღუდული უფლებამოსილებებისა, არ ჰყავდეს ჩასაფრებული ოპონენტი, რომელიც დამატებით პრობლემებს შეუქმნის. ის მშვიდად დაასრულებს საარჩევნო ციკლს, განახორციელებს შიდაპარტიულ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს. მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებით, „ქართული ოცნება“ ეცდება დაადასტუროს, რომ ის უალტერნატივოა პოლიტიკურ ველზე და უპირობო ლიდერია.

Григол Вашадзе - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: საპრეზიდენტო არჩევნებზე მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს ვაშაძეს

გაცილებით მასშტაბურია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიზნები და ამოცანები. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ძნელია გაარკვიო, რა უფრო მნიშვნელოვანია. არა, ნაცების ოცნებათა ვრცელი ჩამონათვალი, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით იწყება. არ არის ძნელი ნახელისუფლართა სამოქმედო გეგმის ამოცნობა - ე.წ პოლიტპატიმრების შეწყალება და მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება; საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით აპელირება, მისი წარმოჩენა ელექტორატის პოზიციად ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხზე და შემდეგ

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა; პოზიციების თანმიმდევრულად დაბრუნება სახელისუფლებო ვერტიკალში. გეგმა ამბიციურია. თუმცა შრომატევადიც. ადვილად მისახვედრია, რომ მეორედ მოსვლის გზა ქუჩაზე გადის, თუმცა საამისოდ მძლავრი საპროტესტო მუხტია აუცილებელი.    

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„ზურაბიშვილს გამოუვა“ — ექსპერტებს რუსეთთან დიალოგის დაწყების იმედი აქვთ

სურვილებში მოკრძალებულია „ევროპული საქართველო“, თუმცა პრეზიდენტის სავარძელზე არც ის იტყვის უარს. ამ შემთხვევაში სურვილს შესაძლებლობები განსაზღვრავს. თუ შემთხვევით „გაუვარდათ“, როგორც მათი კანდიდატი გვპირდება, მმართველ პარტიასთან ითანამშრომლებს, არანაირი რევოლუციური სცენარი და შურისძიება... თუკი მოვლენები სწორედ ასე განვითარდა, ნახელისუფლართა ეს დაჯგუფება მომავალ საპარლამენტო მარათონში საკმაოდ მყარ სასტარტო პოზიციას დაიკავებს.    

ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძე - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილისადმი ნდობა იზრდება – მას ამომრჩევლის 54% უჭერს მხარს

ექსპერტულ წრეებში არის მოსაზრება, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტობისთვის კი არა, არამედ ელექტორატის დასაბრუნებლად იბრძვიან. ამ კონტექსტში, საგულისხმოა, რომ მსგავსად წინა არჩევნებებისა, აქ იგულისხმება პოლიტიკური განქორწინებიდან განვლილი პერიოდი, კვლავ აქტუალურია მეორე ადგილის საკითხი. შეძლებს თუ არა დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილის ჩაჩოჩებას? იმედია, ეჭვი არავის ეპარება, მათ შორის არც ჩვენ მკითხველს, რომ არა მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასში“, არამედ პოლიტიკურ სპექტრში და მის მიღმაც, როცა ამბობენ - გრიგოლ ვაშაძე, იგულისხმება - მიხეილ სააკაშვილი. მნიშვნელოვანია, ვინ შეხვდება საპარლამენტო  არჩევნებს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსით.

ცესკო - Sputnik საქართველო
ავღანეთში არჩევნები დასრულდა: როდის დათვლიან ხმებს

ამასობაში, იმედია, ხელისუფლება თანდათან მიხვდება, რომ 2020 წელს ასეთივე სცენარით ვერ იმოქმედებს. ის ელექტორატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობით“ ან მისი განაყოფით ვეღარ დააშანტაჟებს. საზოგადოება ქართულ პოლიტიკაში ამ ორი ძალის დომინირებას არ დაუშვებს და ფორმულა - არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, უბრალოდ, აღარ იმუშავებს.

დავუშვათ, ხელისუფლება ფიქრობს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არჩევნებს, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის, არაფერი მოჰყვება. შესაძლოა, დავეთანხმოთ კიდეც, მაგრამ თუ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების უნდობლობისა და ნიჰილიზმის დამოკიდებულება არ შეჩერდება, საზოგადოება მაინც დაპირისპირებამდე მივა. ანალიტიკოსები დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების ასაცილებლად აუცილებელია „ქართულმა ოცნებამ“ როგორმე შემოაბრუნოს პროცესი, ვიდრე ის უმართავი არ გახდება. როცა მოსახლეობაში ჩნდება ხელისუფლებისადმი უნდობლობა ან ნიჰილიზმი, სწორედ მაშინ იწყებს მოქმედებას მეხუთე კოლონა და სხვა დამატებითი არასასურველი ფაქტორები.

საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობის პროცედურა - Sputnik საქართველო
როგორ უნდა მოვიქცეთ საარჩევნო უბანზე

პატივცემული მკითხველი უსათუოდ შენიშნავდა, რომ მაშინ, როცა საპრეზიდენტო მარათონში ოცდაოხუთი კანდიდატი მონაწილეობს, ხოლო მათგან ცხრამეტი პოლიტიკური პარტიების მიერ არის წარდგენილი, მე ყურადღება მხოლოდ მმართველ პარტიასა და ყოფილი სახელისუფლებო გუნდის ორ განაყოფზე გავამახვილე. ფაქტია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი შედეგი სწორედ ის არის, რომ ვერც ამჯერად მოხერხდა მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირება. მცდელობა ვეჭვობ პირველი და მეორე თავს კომფორტულად      

ავად თუ კარგად, წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი დრო გაილია, წამზომი კიდევ რამდენიმე საათს აითვლის, საარჩევნო უბნების კარი გაიღება და ქვეყნის მოსახლეობა მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს... და ბოლოს გეტყვით, გარისკეთ ყველაფრით არჩევანის გარდა!

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური