როგორ უნდა მოვიქცეთ საარჩევნო უბანზე

გამოწერა
საქართველოში 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რომელშიც 25 კანდიდატი მონაწილეობს.

საპრეზიდენტო კანდიდატებს პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად საარჩევნო უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების ხმების 50%-ზე მეტი სჭირდებათ.

პრეზიდენტის სავარძლისთვის ძირითად ბრძოლაში მონაწილეობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს უჭერს 10 ოპოზიციური პარტია, და მისი ყოფილი თანაპარტიელი, ახლა კი კანდიდატი პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" დავით ბაქრაძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0