გამოკითხვა: საპრეზიდენტო არჩევნებზე მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს ვაშაძეს

© FB / Gregory Vashadze Григол Вашадзе
Григол Вашадзе - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია Edison Research-ი საპრეზიდენტო არჩევნებზე მოგებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძეს უწინასწარმეტყველებს

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ყველაზე დიდი მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩევნების წინ აქვს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს. შესაბამისი სოციოლოგიური კვლევის შედეგები ამერიკულმა კომპანია Edison Research-მა გამოაქვეყნა.

ზურაბიშვილისადმი ნდობა იზრდება – მას ამომრჩევლის 54% უჭერს მხარს >>

ამ შედეგებისგან კარდინალურად განსხვავებულია კვლევის მონაცემები, რომელიც კომპანია „ფსიქოპროექტმა“ მმართველი პარტიის შეკვეთით ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი დიდი უპირატესობით ლიდერობს.

რაც შეეხება Edison Research-ის გამოკითხვას, კითხვაზე „ხვალ რომ გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას?“, გამოკითხულთა 37%-მა უპასუხა - ვაშაძეს, 32%-მა - ზურაბიშვილს. მესამე ადგილზეა კანდიდატი პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დავით ბაქრაძე (16%).

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„მივიდეთ არჩევნებზე" – საქართველოს პრემიერი მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს

დანარჩენი კანდიდატებიდან ყველაზე მეტი ხმა შეიძლება მოიპოვოს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა - 6%.

ალოკაციის გათვალისწინებით (არასაკმარისო რესურსების განაწილების სისტემა) კვლევის შედეგების თანახმად, ვაშაძეს ხმა შეიძლება მისცეს ამომრჩეველთა 31%-მა, ზურაბიშვილს - 28%-მა, ბაქრაძეს - 14%-მა, ნათელაშვილს - 5%-მა.

Edison Research-ის ბევრმა რესპონდენტმა მეორე ტური არ გამორიცხა, რომელიც იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ ვერცერთი კანდიდატი 50%-ზე მეტ ხმას ვერ დააგროვებს.

მეორე ტურში გადასვლის ყველაზე მეტი შანსი აქვთ ზურაბიშვილს (51%) და ვაშაძეს (47%). გამოკითხვამ აჩვენა, რომ თუ ამომრჩევლებს მოუწევთ ამ კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთება, ხმები შემდეგნაირად განაწილდება: ვაშაძე - 44%, ზურაბიშვილი - 29%. ასეთი შედეგი შეიძლება მოიპოვოს ზურაბიშვილმა, თუ მას მოუწევს შეჯიბრი ბაქრაძესთან, რომელსაც ხმების 42%-ის მიღება შეუძლია.

მეორე ტურში ძალთა განაწილების კიდევ ერთი ვარიანტი შემდეგნაირად გამოიყურება: ვაშაძე - 40%, ბაქრაძე - 27%.

Edison Research-მა გამოკითხვა ტელეკომპანია Rustavi2-ის შეკვეთით 15-24 ოქტომბერს ჩაატარა.

საპრეზიდენტო არჩევნების საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0