ზურაბიშვილისადმი ნდობა იზრდება – მას ამომრჩევლის 54% უჭერს მხარს

© press-service of the Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძე
ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
მმართველი გუნდის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგების თანახმად, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ბოლო კვირის განმავლობაში გაიზარდა და 54% შეადგინა, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ხუთშაბათს მდინარაძემ მმართველი პარტიის დაკვეთით ქართული სოციოლოგიური კომპანია „ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. მოსახლეობის გამოკითხვა 15-21 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში. მასში მონაწილეობა 2,2 ათასმა რესპონდენტმა მიიღო.

ბიულეტენებში მითითებული იქნება პრეზიდენტობის 25-ვე კანდიდატი>>>

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს იმართება. სალომე ზურაბიშვილს მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა დიდი ნაწილი – 30% მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს – რესპონდენტების 11%, ხოლო "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს 10% უჭერს მხარს. პრეზიდენტობის დანარჩენ 22 კანდიდატს მთლიანობაში ხმების 7% ერგო.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„მივიდეთ არჩევნებზე" – საქართველოს პრემიერი მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს

გამოკითხვაში მონაწილეთა 42%-ს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, ან არ იცის, წავა თუ არა არჩევნებზე.

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ე.წ. ალოკაციის გათვალისწინებით (არასაკმარისი რესურსის განაწილების სისტემა) ყველაზე დამაიმედებელ სიტუაციაში ზურაბიშვილია – მას ხმა შეიძლება მისცეს ამომრჩეველთა 54%-მა, რაც პირველივე ტურში მოგების გარანტიაა. ასეთი გათვლით გრიგოლ ვაშაძეს 18% აქვს, დავით ბაქრაძეს – 16%, სხვა კანდიდატებს – 12%.

მდინარაძის განცხადებით, გასულ კვირაში დაფიქსირდა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მცირე ზრდა და მისი კონკურენტების მხარდაჭერის მცირე კლება.

„სალომე ზურაბიშვილი აგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე ყველა ოპოზიციური კანდიდატი ერთად აღებული, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში ის იმარჯვებს პირველივე ტურში. მეორე ადგილზე გასვლის კვლავაც თანაბარი შანსი აქვთ გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს არჩევნებში მაქსიმალური აქტიურობისკენ", – განაცხადა მდინარაძემ.

აბსოლუტურად განსხვავებული შედეგები წარმოადგინა კომპანია Edison Research-მა, რომელმაც კვლევა ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით ჩაატარა. მისი მონაცემებით, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე ხმების 22%-ს იღებს, დავით ბაქრაძე 18%-ს, ხოლო სალომე ზურაბიშვილი – 15%-ს.

 

ყველა ახალი ამბავი
0