ბიულეტენებში მითითებული იქნება პრეზიდენტობის 25-ვე კანდიდატი

© photo: Sputnikსაარჩევნო ბიულეტენები ურნაში
საარჩევნო ბიულეტენები ურნაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის ბოლო ვადა სამშაბათს ამოიწურა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დარეგისტრირებულ პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს თავისი კანდიდატურა არ მოუხსნია, შესაბამისად, ბიულეტენში მითითებული იქნება 25-ვე კანდიდატი, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 25 საპრეზიდენტო კანდიდატი დაარეგისტრირა, მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფის მიერ. კანდიდატურის მოხსნის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება ცესკოში არ შესულა. შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი იქნება ყველა, 25-ვე რეგისტრირებული კანდიდატი", - განაცხადა მიქელაძემ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დაიწუნა

საქართველოში ეს საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო პირდაპირი არჩევნები იქნება. ამჯერად ხალხის რჩეული ამ პოსტს ექვსი წლით დაიკავებს ხუთის ნაცვლად, როგორც ეს აქამდე იყო.

მმართველი პარტია მხარს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერს. მისი მთავარი კონკურენტები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არიან გაერთიანების „ძალა ერთობაშია" კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე და პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" კანდიდატი დავით ბაქრაძე.

პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა უნდა მიიღოს არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმათა 50%-ზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე ბიულეტენი ამგვარი იქნება:

№1 მიხეილ ანთაძე მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის"
№2 დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის"
№4 ვახტანგ გაბუნია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"
№5 გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
№10 შალვა ნათელაშვილი „ლეიბორისტული პარტია"
№13 ზვიად მეხატიშვილი „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია"
№17 გიორგი ლილუაშვილი „საქართველო"
№18 აკაკი ასათიანი „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი"
№21 კახა კუკავა „თავისუფალი საქართველო"
№22 ოთარ მეუნარგია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"
№23 ირაკლი გორგაძე „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"
№25 დავით უსუფაშვილი „თავისუფალი დემოკრატები"
№27 ზვიად ბაღდავაძე „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო"
№28 მიხეილ სალუაშვილი „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე"
№30 ზვიად იაშვილი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია"
№31 თამარ ცხორაგაული  „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა"
№35 გელა ხუციშვილი „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა"
№36 ზურაბ ჯაფარიძე „გირჩი"
№40 ლევან ჩხეიძე „ახალი ქრისტიან-დემოკრატები"
№48 სალომე ზურაბიშვილი საინიციატივო ჯგუფი
№49 ბესარიონ თედიაშვილი საინიციატივო ჯგუფი
№51 გიორგი ანდრიაძე საინიციატივო ჯგუფი
№58 კახაბერ ჭიჭინაძე საინიციატივო ჯგუფი
№62 ვლადიმერ ნონიკაშვილი საინიციატივო ჯგუფი
№65 თეიმურაზ შაშიაშვილი საინიციატივო ჯგუფი

 

ყველა ახალი ამბავი
0