„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დაიწუნა

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციის საარჩევნო კამპანია შორსაა ევროპული სტანდარტებისა და წინასაარჩევნო კულტურისგან, მიიჩნევს პარლამენტის სპიკერი.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია შორსაა ევროპული, დასავლური პოლიტიკური და საარჩევნო კულტურისგან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდება დაპირისპირებით წამყვან ოპოზიციურ პარტიებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. წინასაარჩევნო კამპანიის ნეგატიური ფონი დააფიქსირეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დამკვირვებლებმაც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უფრო მეტად მიმართულია დაპირისპირებაზე, ვიდრე აგიტაციაზე.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ვის მისცემს ხმას არჩევნებზე საქართველოს პრეზიდენტი

მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს, პრეზიდენტის სავარძლისთვის ძირითად ბრძოლაში მონაწილეობენ ზურაბიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს უჭერს 10 ოპოზიციური პარტია, და მისი ყოფილი თანაპარტიელი, ახლა კი კანდიდატი პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დავით ბაქრაძე.

„ჩვენ შევთავაზეთ ოპონენტებს ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის ჩატარება, ეს იყო ასევე შეთავაზება ჩვენი კანდიდატის, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან და სწორედ ასეთი სახით ტარდება ჩვენი მხრიდან ევროპული სტილის წინასაარჩევნო კამპანია. თუმცა, პასუხად სხვა რამეს ვიღებთ ოპონენტებისგან, მათი პასუხი არის ისეთი კამპანია, რომელიც ძალიან შორს არის ევროპული, დასავლური პოლიტიკური და საარჩევნო კულტურისგან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებული ძირითადი დარღვევები და ხარვეზები დაასახელა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში – ბრძოლა წესების გარეშე >>

„ეს არის, პირველ რიგში, ჩვენი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შეურაცხყოფა, სხვადასხვა ფორმით, აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით. ასეთი ფორმით ადგება შეურაცხყოფა ქალბატონ კანდიდატს“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კიდევ ერთ დარღვევას მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა წარმოადგენს. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მცდელობა არ არის წარმატებული, რადგან სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ცნობილი პიროვნებები არიან ჩართული.

„მესამე, ეს არის დესტრუქცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, რომელიც იმართება ჩვენი კანდიდატის მიერ და ეს არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი მოვლენა“, – განაცხადა კობახიძემ.

დროშები უეთოს ლოგოთი ვენაში - Sputnik საქართველო
ეუთო საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას აკრიტიკებს

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის კანდიდატები არარეალური დაპირებების გამო გააკრიტიკა.

ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მან სახელმწიფო რესურსების მითვისებაში დაადანაშაულა.

„კიდევ ერთი დარღვევა არის იმაში, რომ ფიქტიური პარტიების მეშვეობით ხდება უფასო საეთერო დროისა და საბიუჯეტო სახსრების მიტაცება. საუბარია მილიონობით ლარზე, რაც არის ასევე დარღვევა და გადაცდომა“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე გულისხმობს პარტიებს „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ და „საქართველოს ქრისტიანულ-კონსერვატიული პარტია“, რომლებმაც წარადგინეს თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატები, თუმცა ღიად უჭერენ მხარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს.

ფარული ჩანაწერების ქვეყანა ანუ როცა ყველა ყველას უსმენს, მაგრამ ერთმანეთის არავის ესმის >>

კობახიძის თქმით, ისინი აპირებენ მიაწოდონ სრული ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს და საერთაშორისო დამკვირვებლებს.

ამ მომენტისთვის ცესკოში დარეგისტრირდა საერთაშორისო დამკვირვებლების 42 ორგანიზაცია, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას ყურადღებით აკვირდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0