„ზურაბიშვილს გამოუვა“ — ექსპერტებს რუსეთთან დიალოგის დაწყების იმედი აქვთ

© Sputnik / Alexander Imedashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პრეზიდენტის პირდაპირი წესით ბოლო არჩევნების წინ ექსპერტებმა მრგვალი მაგიდა გამართეს

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, გამარჯვების შემთხვევაში, აქვს შანსი, დაიწყოს დიალოგი რუსულ მხარესთან, განაცხადა საერთაშორისო საკითების ექსპერტმა ვასო კაპანაძემ  Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ მრგვალ მაგიდაზე. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში დადებით როლს შეასრულებს

კვირას, 28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის პირდაპირი წესით ბოლო არჩევნები გაიმართება. მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატები არიან: დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ უჭერს მხარს,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე და „ევროპული საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დავით ბაქრაძე. 

© Sputnik / Alex Shlamovვასო კაპანაძე
„ზურაბიშვილს გამოუვა“ — ექსპერტებს რუსეთთან დიალოგის დაწყების იმედი აქვთ - Sputnik საქართველო
ვასო კაპანაძე

„უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია. ბაქრაძე და ვაშაძე კი ამას ვერ შეძლებენ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ცნობილია მათი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან დიალოგი არანაირ ნაყოფს არ გამოიღებს, რომ ეს სახიფათოა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების გარეშე არ უნდა ველაპარაკოთ რუსეთს“, — განაცხადა კაპანაძემ.  

ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის რთული  პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე, ზურაბიშვილსაც გაუჭირდება.

„რუსეთთან პირდაპირი დიალოგის განხორციელება გაუჭირდება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც პრეზიდენტი გახდება. მაგრამ ეს აუცილებელი იქნება, ადრე თუ გვიან ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. ამას ალტერნატივა არ აქვს. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს შანსი, დიალოგის გზით განავითარო ს ურთიერთობები, დაალაგოს და საჭირო კალაპოტში გადაიყვანოს“, — ხაზი გაუსვა კაპანაძემ.

ვასო კაპანაძის გარდა, მრგვალ მაგიდაში, რომლის თემაც იყო „საქართველო პრეზიდენტი პირდაპირი წესით ბოლო არჩევნების ზღურბლზე — დაძაბულობა საზოგადოებასა და მედიაში“, მონაწილეობა მიიღეს ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძემ და პუბლიცისტმა მერაბ ხაჩიძემ.  

© Sputnik / Alex Shlamovმრგავლი მაგიდა Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში
„ზურაბიშვილს გამოუვა“ — ექსპერტებს რუსეთთან დიალოგის დაწყების იმედი აქვთ - Sputnik საქართველო
მრგავლი მაგიდა Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის დისკუსიების და პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის იდეა, თუმცა ორივე მხარემ განაცხადა, რომ ამ შეხვედრას სერიოზული მომზადება სჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0