ზურაბიშვილი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში დადებით როლს შეასრულებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი სამაგალითო პრეზიდენტი იქნება.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობებში დადებით როლს შეასრულებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებზე როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უცხადებს მხარდაჭერას.

„ის სამაგალითო პრეზიდენტი იქნება არა მარტო რეგიონში, ის საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს პოლიტიკაში, რუსეთთან მიმართებით დადებით როლს შეასრულებს და იქნება სახალხო პრეზიდენტი, იქნება მედიატორი პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერება და მჯერა, რომ ახალი ერა დაიწყება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მოწყობაში", – განაცხადა კალაძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის დისკუსიების და პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის იდეა, თუმცა ორივე მხარემ განაცხადა, რომ ამ შეხვედრას სერიოზული მომზადება სჭირდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0