ავღანეთში არჩევნები დასრულდა: როდის დათვლიან ხმებს

გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასწრაფოდ გამოაცხადა, რომ ავღანეთში სამხედროების კენჭისყრის შედეგების მიხედვით გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ხუთშაბათს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცეს 875-მა სამხედრომ, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ, ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საარჩევნო უბნები ქართველი სამშვიდობოების დისლოკაციის ადგილას - ბაგრამის ავიაბაზაზე და მაზარი-შარიფში „მარმარის“ ბაზაზე გაიხსნა.

საპრეზიდენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
ავღანეთში ქართველი სამხედროები საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ

„დღეს განხორციელდა მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა. პროცესის დასრულების შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები სადაც მოთავსებულია ბიულეტენები, ილუქება და  შედეგების დათვლა მოხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცესკოს მოუწია განმარტებების გაკეთება მას შემდეგ, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა პოსტი, თითქოს ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი უპირატესობით „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.

ამომრჩეველი დათვლილია, ბიულეტენი – დაბეჭდილი: საქართველო არჩევნებისთვის მზადაა>>

მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს, პრეზიდენტის სავარძლისთვის ძირითად ბრძოლაში მონაწილეობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს უჭერს 10 ოპოზიციური პარტია, და მისი ყოფილი თანაპარტიელი, ახლა კი კანდიდატი პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" დავით ბაქრაძე.

ყველა ახალი ამბავი
0