პრეზიდენტის ბოლო სიტყვა - რა თქვა პრეზიდენტმა

© FB / Parliament of Georgiaსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში გვირილების დღესასწაულს დაესწრო, შემდეგ კი პარლამენტში საკუთარი პრეზიდენტობა შეაჯამა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მმართველი გუნდის პირველი მიღწევები აღნიშნა და შემდგომი მოვლენები მკაცრად გააკრიტიკა.

მარგველაშვილი: სამწუხაროდ ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა >>

პრეზიდენტის გამოსვლა დაგეგმილზე 18 წუთის დაგვიანებით დაიწყო — სახელმწიფოს მეთაური და დეპუტატები გვირილების დღესასწაულზე შეყოვნდნენ. პრეზიდენტის გამოსვლა ლაკონური იყო, ნახევარ საათს გაგრძელდა და მინისტრთა კაბინეტის, პრემიერ-მინისტრის, სასულიერო პირების, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით წარიმართა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
„დაფიქრდით!" – საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მოუწოდა

მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა სრულ სიჩუმეში, ხოლო დასასრულს დარბაზში სუსტი ტაში გაისმა.

სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება

პრეზიდენტმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქმედებებში, რომლის გამო შესუსტდა სახელმწიფო ინსტიტუტები და საკონსტიტუციო ცვლილებები გააკრიტიკა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

„შევხედოთ თვითმმართველობის მიმართულებით არსებულ ვითარებას – შევასუსტეთ თვითმმართველობა, მივიღეთ ნაკლები თვითმმართველი ქალაქები. პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში – გავაუქმეთ არჩევნები, რაც მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო იყო და რაც მთავარია, ათწლეულობით დაპირებული რეფორმა საპარლამენტო არჩევნებისა გადავდეთ 2024 წლისთვის“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

მან განაცხადა, რომ პოლიტიკური ინსტიტუტების შესუსტება სახელმწიფო მმართველობის შესუსტებას იწვევს.

მუხტი დაიკარგა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი წავიდა! – რას გადაწყვეტს ირაკლი კობახიძე

თავის დროზე, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მთავრობა სულისკვეთებით მუშაობდა, რაც ახლა გაქრა, უსაყვედურა მინისტრთა კაბინეტს მარგველაშვილმა.

„მახსენდება 2013 წელი, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო… მაშინ განხორციელებული რეფორმები, იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე; იყო ორიენტირებული იმაზე, რომ რიგითი ქართველის ყოფა შეცვლილიყო“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

განსაკუთრებით გულდაწყვეტილია პრეზიდენტი განათლების სისტემის გამო, რომელშიც, მარგველაშვილის თქმით, 2013 წლის შემდეგ „არც არაფერი გაკეთებულა“.

გამოაღებ მაცივარს და მიხვდები!

სოციალური უსამართლობა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს, მიიჩნევს პრეზიდენტი მარგველაშვილი.

„ჩემი მეგობარი ზურა ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარი. გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ დაკარგონ სამსახური“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ამბავი „მეორედ მოსვლისა“ ანუ რატომ ახლა და რა ვადით...

პრეზიდენტმა უნდობლობა გამოუცხადა ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს და აღნიშნა, რომ დასაქმებულად ისინიც ითვლებიან, ვისაც კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი საათი უმუშავიათ.

დადებით მომენტებს შორის მარგველაშვილმა გამოყო მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების აღქმის ცვლილება.

„ამ წლების განმავლობაში შეიცვალა სახელმწიფოს სახე და ის აღარ არის აგრესიული. მოქალაქეს სახელმწიფოსი აღარ ეშინია. განსხვავებით წინა წლებიდან“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა პოზიტიური ცვლილებები სასჯელაღსრულებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის სისტემაში, თუმცა განაცხადა, რომ ეს ორი სისტემა უნდა გაიწმინდოს იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც პატიმართა წამების ფაქტებში ამხილეს.

დასავლეთი დაგვეხმარება

დავით საგანელიძე - Sputnik საქართველო
„დავრჩე, დავტოვო" – ვინ გადააფიქრებინა საგანელიძეს

პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციისკენ არის მიმართული.

მან აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციამ შთამბეჭდავი შედეგები მოიტანა — ეს არის ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და ბოლო მიღწევა — დიალოგი უმაღლეს დონეზე.

ღირსეული კანდიდატი გვეყოლება — კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე >>

„ნატოსთან მიმართებაში, ჩვენ მანამდეც ასპირანტი ქვეყანა ვიყავით და დავრჩით ასპირანტ ქვეყნად, მაგრამ დრამატულად გაიზარდა ნატოს წვრთნები, გვაქვს არსებითი პაკეტი, გაზრდილია თავდაცვისუნარიანობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

პარტნიორი ქვეყნებიდან მარგველაშვილმა აშშ გამოყო, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია მოქმედებს. მან განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა აშშ-თან მომავალ მოლაპარაკებებს თავისუფალ ვაჭრობაზე, რაც ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას შექმნის.

„სტრატეგიული მოთმინება“

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე ივანიშვილის, ბოკერიასა და უგულავას შეთქმულებაზე საუბრობს

რუსეთის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკას პრეზიდენტმა „სწორი და ადექვატური“ უწოდა და ის როგორც „სტრატეგიული მოთმინება“ დაახასიათა.

„ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ არ წამოვეგოთ პროვოკაციას… ეს კიდევ უფრო აქტუალურია იმ ახალ ფაზაში, რომელშიც ჩვენ შევედით რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. უფროს სწორედ, რომელშიც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო შედის“, — განაცხადა მარგველაშვილმა და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა ერთიანობისკენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

პრეზიდენტის გაკვირვება

გიორგი მარგველაშვილმა გაუგებარი უწოდა მმართველი პარტიის პოლიტიკას პრეზიდენტის მიმართ და ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებას.

კვირიკაშვილი: Freedom House უკიდურესად არაობიექტურია >>

„დაფიქრდით!“

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ყველაფერს ივანიშვილის ფული გადაწყვეტს

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსა და დემოკრატიისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მიიჩნევს ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის საშიშროებას, როგორც ეს იყო ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ და მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს.

მისი თქმით, „2016 წლის არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის, მიზანმიმართული შესუსტება პოლიტიკური პარტიების, როგორც მთავარი მოთამაშეებისა პოლიტიკურ სივრცეში“.

პრეზიდენტმა მოუწოდა პარლამენტს შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე.

„ჩემი ყველაზე დიდი მოწოდება და რჩევა ამ პარლამენტისთვის არის, რომ სასწრაფოდ, სანამ ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, შევცვალოთ საარჩევნო კანონი და არა 2024 წელს, არამედ დღესვე ვიფიქროთ ამ კანონის ცვლილებასა და ხელისუფლების გადანაწილებაზე, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურობისთვის“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს არ აქვს ის ფუფუნება, რომელიც „დრამატული ცვლილებების ეპოქაში“ კიდევ ერთ შესვლას გულისხმობს. 


ყველა ახალი ამბავი
0