„დაფიქრდით!" – საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მოუწოდა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხე შეახსენა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას კანონმდებლებს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლისკენ მოუწოდა.

საქართველოს განახლებული კონსტიტუცია ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ზოგიერთი ნორმა კი, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, შემდგომ წლებში შევა. ცვლილებების თანახმად, ეს 2024 წელს მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია 2020 წელს არჩევნების ახალი სისტემით გამართვას უჭერენ მხარს.

„ჩემი ყველაზე დიდი მოწოდება და რჩევა ამ პარლამენტისთვის არის – სასწრაფოდ, სანამ ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში, შეცვალოთ საარჩევნო კოდექსი. არა 2024 წელს, არამედ დღესვე ვიფიქროთ ამ კანონის ცვლილებაზე და ხელისუფლების გადანაწილებაზე, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურობისთვის", — განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: ეკონომიკური მდგომარეობის ყველაზე კარგი სტატისტიკა მაცივარია

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, კიდევ ერთხელ „შევიდეთ დრამატული ცვლილებების ეპოქაში". მისი სიტყვებით, დემოკრატია და ხელისუფლების გადანაწილება არის პასუხი ყველა პრობლემაზე.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს ისტორიის მაგალითები და დღეს უნდა მივცეთ ხალხს დემოკრატიული პროცესი და ეს უნდა ხორციელდებოდეს როგორც თვითმმართველობის დონეზე, ასევე სხვა დონეებზე", — აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტები შესუსტდა.

„ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩვენ, სამწუხაროდ, შევასუსტეთ სახელმწიფო ინსტიტუტები და ვერ შევქმენით უფრო დემოკრატული სახელმწიფო სისტემა, რომელიც უფრო სწრაფად მიებმებოდა ხალხს და საზოგადოებას", — განაცხადა მარგველაშვილმა.

მან განსაკუთრებით აღნიშნა ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხე, როგორც ეს ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირისა“ და მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში იყო. პრეზიდენტის სიტყვებით, ეს საშიშია არა მარტო დემოკრატიისთვის, არამედ თავად პარტიისთვის.

დღეს, როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო უმრავლესობა "ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს" აქვს, რაც მას შესაძლებლობას აძლევს დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და ნებისმიერი კანონი საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტს უსმენენ

რაც შეეხება კონსტიტუციას, „ქართულ ოცნებას", პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ვენეციის კომისიამ მმართველი პარტიიის მიერ ინიცირებული შესწორებები მოიწონა.

„ქართულმა ოცნებამ" უარი განაცხადა 2020 წლის არჩევნებისთვის კარდინალურად შეცვალოს საარჩევნო სისტემა, თუმცა დათმობაზე მაინც წავიდა. შემდგომ არჩევნებზე დაშვებული იქნება საარჩევნო ბლოკები, ამასთან ერთად ბარიერი 3%-მდე დაიწევს.

მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი 2013 წლიდან უკავია, შესაბამისად, შემოდგომაზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იგეგმება. იქნება თუ არა მარგველაშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0