მარგველაშვილი: სამწუხაროდ ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო
„2012 წლის შემდეგ ბევრი რამ იქნა მიღწეული და 6 წლის თავზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, სახელმწიფო აღარ არის მოძალადე, მაგრამ ამ 6 წლის განმავლობაში სამწუხაროდ შევასუსტეთ ინსტიტუტები და ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა“, განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლების ისეთი დოზით კონცენტრაცია ხდება, რომელიც საშიშია დემოკრატიისთვის.