„დავრჩე, დავტოვო" – ვინ გადააფიქრებინა საგანელიძეს

© FB / Mediamallდავით საგანელიძე
დავით საგანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ პოლიტსაბჭოს წევრების განახლებული სია გაახმოვანა, სადაც დავით საგანელიძეც დაასახელა.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. დავით საგანელიძემ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს დატოვება გადაიფიქრა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე სს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოს საკუთარი სურვილით ტოვებდა. მან თქვა, რომ პოლიტსაბჭოს გადახალისება და ახალი სახეები სჭირდებოდა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერის აღიარება: „ქართული ოცნება" ინსტიტუტად ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა

„ნამდვილად სწორია, რომ მოხდეს გადახალისება. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მე საპარტნიორო ფონდს ვხელმძღვანელობ, არც ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მე პირადად არ მიმიღია და არც იქნებოდა სწორი. მე ვხელმძღვანელობ ქვეყნის უდიდეს საფინანსო ინსტიტუტს და მიმაჩნია, რომ საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი აპოლიტიკური უნდა იყოს", – განაცხადა საგანელიძემ რამდენიმე საათის წინ.

მოგვიანებით კი თბილისის მერმა კახა კალაძემ პოლიტსაბჭოს წევრების განახლებული სია გაახმოვანა, სადაც დავით საგანელიძეც დაასახელა. როგორც საბჭოს ყოფილმა წევრმა აკაკი ზოიძემ განაცხადა, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგანელიძე საბჭოში დარჩენილიყო.

დავით საგანელიძეს, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა, დეპუტატის უფლებამოსილება 2015 წლის 30 სექტემბერს შეუჩერდა — იგი საქართველოს სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

ამბავი „მეორედ მოსვლისა“ ანუ რატომ ახლა და რა ვადით…>>>
„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში არიან ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე და კახა კალაძე.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" 11 მაისს რიგით მეხუთე ყრილობას გამართავს, სადაც პარტია ახალ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევს.
ყველა ახალი ამბავი
0