ბურჯანაძე ივანიშვილის, ბოკერიასა და უგულავას შეთქმულებაზე საუბრობს

© Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე მიანიშნებს

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მოელაპარაკა ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სადამკვირვებლო საბჭოს წევრის პოსტზე ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის კანდიდატურაზე.

ბურჯანაძემ სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა >>

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კაკაბაძე, რომლის კანდიდატურა აპრილის დასაწყისში „ევროპულმა საქართველომ“ წამოაყენა. მას მხარი დაუჭირეს მმართველიო პარტიის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც მანამდე მის წინააღმდეგ იყვნენ. ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებულმა გედევან ფოფხაძემ გააკრიტიკა თანაპარტიელები და პარტიიდან წასვლა დააანონსა. მისმა განცხადებამ მმართველ პარტიაში განხეთქილების და პარლამენტის თავმჯდომარის შესაძლო იმპიჩმენტის შესახებ ჭორები გამოიწვია.

„ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელში ნინია კაკაბაძეს დაამტკიცებდნენ, ერთი კვირით ადრე, მე ამის შესახებ ვიცოდი, რადგან გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ხელმეორედ უნდა დამდგარიყო და დაემტკიცებინათ. ასეთი გარიგებები ივანიშვილსა და ბოკერიას შორის ბევრია და უფრო მეტი იქნება, რაც მმართველ გუნდში ღია დაპირისპირებას უფრო თვალსაჩინოს გახდის“, — ციტირებს ნინო ბურჯანაძეს მისი პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური.

მას შემდეგ, რაც ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის შესახებ განაცხადა, მედიაში უმრავლესობის რიგებში არსებულ კრიზისზე ალაპარაკდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მარიამ ჯაშმა, რომელმაც კაკაბაძეს მხარი დაუჭირა, საზოგადოების წინაშე საჯაროდ მოიხადა ბოდიში. საკუთარი საქციელი მან იმით ახსნა, რომ კანდიდატურა წამოაყენა ოპოზიციამ, რომელსაც საზმაუ-ს სადამკვირვებლო საბჭოში კვოტა კანონით ეკუთვნის.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ყველაფერს ივანიშვილის ფული გადაწყვეტს

საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ პარტიაში შესაძლო კრიზისზე საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პოლიტიკური გამოცდილება აკლია. საპასუხოდ კობახიძემ განაცხადა, რომ ფოფხაძემ და ქანთარიამ დისციპლინა დაარღვიეს და საჯარო განცხადებებში შეცდომები დაუშვეს.

ეს კომენტარი არ მოეწონა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წარმომადგენელს, დავით ჭიჭინაძეს, რომელსაც ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ განუცხადებია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მათი უფროსი არაა, ის არჩეულია მხოლოდ როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი.

კვირიკაშვილი: Freedom House უკიდურესად არაობიექტურია >>

„ოცნებაშიც“ არიან ადამიანები, რომლებსაც ელემენტარული თავმოყვარეობა აქვთ. მართალია, მათ ესმით, რომ ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოხვდნენ პარლამენტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურ მონებად გადაიქცევიან. მით უფრო მაშინ, როდესაც პროცესები არასწორი მიმართულებით მიდის. გედი ფოფხაძემ, ნუკრი ქანთარიამ, დავით ჭიჭინაძემ მეტ-ნაკლებად გამოავლინეს თავმოყვარეობა“, — აღნიშნა ბურჯანაძემ.

უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ურთიერთბრალდებების კასკადი საპარლამენტო უმრავლესობაში. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ხუთშაბათს შედგება „ქართული ოცნების“ დეპუტატთა შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.


ყველა ახალი ამბავი
0