ელიავას ბაზრობის ხანძარი - პრობლემები, რომელთა ჩაქრობა ხელისუფლებას სასწრაფოდ მოუწევს

© photo © VN Production-Drone&Video Serviceხანძარი ელიავას ბაზრობაზე
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაიწვა თუ დაწვეს? ეს იქნება მთავარი კითხვა მანამ, სანამ 2 ივლისის საბედისწერო შემთხვევას სამართალდამცავები ბოლომდე არ გამოიძიებენ. როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, ეს ხანძარი აუცილებლად მოახდენს გავლენას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და მუდმივად იქნება ერთ-ერთი თემა ოპოზიციისათვის.

2000 კვადრატულ მეტრზე მეტი დამწვარი შენობა, საბურავები, საღებავები, უძრავი ქონება და მინიმუმ 15 გაკოტრებული საწარმო, რომელთა უკან მცირე ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დგას, დაბინძურებული ეკოლოგია და ურთიერთბრალდებები — ასეთი შედეგებით დასრულდა 2 ივლისის საღამოს 9 საათისათვის დაწყებული ხანძარი ელიავას ბაზრობაზე.

რატომ გაჩნდა ეჭვები ხანძრის ხელოვნურად გამოწვევის გამო? საქმე ისაა, რომ კარგა ხანია, უკვე თბილისის საკრებულოში განიხილება ელიავას ბაზრობის ადგილას რეკრეაციული ზონის მოწყობის იდეა. არსებობს მეორე ვერსიაც — ელიავა მოლის მოწყობის თაობაზე, რომელიც გაცილებით კომფორტული, მაგრამ მაინც სავაჭრო ფართების არსებობას გულისხმობს თბილისის გულში.

რეკრეაციული ზონის მოწყობა იმ ფონზე, როცა დიდუბესა და პლეხანოვზე ჰაერის დაბინძურების და მასში ტყვიის შემცველობის მონაცემები, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საგანგაშო თუ არა, დამაფიქრებელია, ნამდვილად კარგი იქნებოდა დედაქალაქის მოსახლეობისათვის. მაგრამ მეორე მხარეს 1000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანის ინტერესები დგას, რომელთა განაწყენებას ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აპირებს, მით უმეტეს — ადგილობრივი არჩევნების წინ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ვინმეს ელიავას ბაზრობა რეკრეაციული ზონის მოსაწყობად გადაეწვა, ასეთი რადიკალი გარემოსდამცველები ჩვენ არ გვყავს…

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
თბილისში ელიავას ბაზრობა იწვის

რჩება მეორე თემა — ესაა ბიზნეს-ინტერესები. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ წლის დასაწყისში, 30 იანვარს გადამწვარი ბავშვთა სამყაროს საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია. ამ ხანძრის შედეგად დაზარალებული 300-მდე მოვაჭრე ქალბატონი კი უკვე კარგად ორგანიზებულ ძალად ჩამოყალიბდა, რომლებიც აქციებს გამართავენ ყველგან და ყოველთვის, სანამ ოქროს ბირჟის უკან მდგარი პრობლემები არ იქნება ამოხსნილი…  აღსნიშნავია, რომ ხანძრიდან 6 თვის შემდეგ, ოქროს ბაზრობა იმ ადგილას გადავიდა, სადაც ოქროთი მოვაჭრეები თავიდან გადასვლაზე უარს ამბობდნენ.

ელიავაზე, საავტომობილო ზეთების, სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების ბაზრობაზე ხანძარს ათობით მეხანძრე აქრობდა - Sputnik საქართველო
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის კადრები

ახლა კი ყველაზე რადიკალური ადამიანების ვერსიებზე. პოლიციის პოლკოვნიკი,სამართალდაცავთა დაცვის ლიგის წევრი, ზაზა ჭაია დამწვარი ბაზრობების და სავაჭრო ობიექტების სტატისტიკას ავრცელებს:

1. ხანძარი „ლილოს” ბაზრობაზე – 15. 11. 2012

2. ხანძარი სავაჭრო ცენტრში „საბა” –  26. 02. 2013

3. ხანძარი „ევროპარკში” –  17. 07. 2013

4. ხანძარი სენაკის ბაზრობაზე –  25. 08. 2014

5. ხანძარი „ბოშათა” ბაზრობაზე –  16. 09. 2014

6. ხანძარი „ხოფას” ბაზრობაზე – 7. 12. 2014

7. ხანძარი „ელიავას” ბაზრობაზე – 27. 12. 2014

8. ხანძარი „ისნის” ბაზრობაზე –  21. 01. 2015

9. ხანძარი „ელიავას” ბაზრობაზე–  4. —8. 2015

10. ხანძარი  „შავ” ბაზრობაზე –  2. 08. 2016

11. ხანძარი „ბავშვთა სამყაროში" – 29. 01. 2017

12. ხანძარი  „ელიავას” ბაზრობაზე – 2. 06. 2017

ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, ამდენი ხანძარი და ბიზნესინტერესები, რომელიც ამ ობიექტებს უკავშირდება, ნამდვილად ლეგიტიმურს ხდის ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ვერსიას. 

როგორც გაირკვა, შენობა-ნაგებობები, რომლებიც დაიწვა, დაზღვეული იყო, პროდუქცია კი — არა. შესაბამისად, მეწარმეები სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვენ, რათა საბოლოოდ არ გაკოტრდნენ.  ოფიციალური მონაცემებით, ელიავას ბაზრობაზე 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მათ წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტში 240 მილიონი ლარი შეაქვთ.

ელიავას ბაზრობა - Sputnik საქართველო
ელიავას ქუჩაზე სამშენებლო მასალების ბაზრობა, შესაძლოა, რეკრეაციულ ზონად იქცეს

ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გია სულაქველიძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის გადატანის შესახებ ინფორმაციები ვრცელდებოდა და სწორედ ამიტომ არ გააგრძელა დაზღვევა, რომლის ვადაც იანვარში ამოეწურა.

მისი თქმით, ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა, თუ სად და როგორ განთავსდებოდა ელიავას ბაზრობა, აქედან გამომდინარე, მოერიდა რისკებს და თავი შეიკავა დაზღვევის გახანგრძლივებისგან.

თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი - Sputnik საქართველო
სავაჭრო ცენტრების მფლობელ ბიზნესმენებს ქონების დაზღვევას დაავალდებულებენ

მოვაჭრეების ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის გადატანა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იგეგმება.

„ზუსტად ვიცოდი, რომ გაჩნდებოდა ვერსიები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის თაობაზე, თუმცა რამდენად აქვს ამ ვერსიებს არსებობის საფუძველი, ამას გამოძიება დაადგენს", — ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა.

ნარჩემაშვილის ინფორმაციით, სერიოზული პრობლემაა ის, რომ სახანძრო უსაფრთხოების სფერო მთლიანად დაცლილია სახელმწიფო რეგულაციებისგან, რაც ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს.

მოვაჭრეებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს - Sputnik საქართველო
ხანძარი „ბავშვთა სამყაროში": მოვაჭრეებმა სავარაუდო დამნაშავეები დაასახელეს

„როცა დამწვარია 2 500 კვ/მ ფართი, ალბათ, ზარალიც ძალიან დიდი იქნება. ვერ გეტყვით, ვის ჰქონდა ქონება დაზღვეული და ვის — არა. ვიცი, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულებს საგადასახადო ვალდებულებები ჩამოეწერებათ. ამასთან, საზოგადოებას, ჟურნალისტებსა და ყველას ერთად მომხდართან დაკაშირებით სხვა შეკითხვებიც უნდა გვქონდეს. რატომ მოხდა, რომ 2004-2012 წლებში სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები სრულიად იგნორირებული იყო. სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ არის უამრავ საცხოვრებელ სახლში. ღმერთმა ნუ ქნას და სახანძრო მანქანები ვერც კი მიუახლოვდებიან საცხოვრებელ კორპუსს და ობიექტებს. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში სახანძრო უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამის უგულვებელყოფა არ შეიძლება”, — აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა მართლაც გმირულად იმუშავეს და ცეცხლის გავრცელება აგვარიდეს, როგორც ჩანს, ხელისუფლებაზე მაინც იმოქმედა საზოგადოების კრიტიკამ და იმ აზრმა, თითქოს მეხანძრეებს წყალი გამოელიათ. დღეს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი უფროსი, ოთარ სირაძე წარადგინა. ძალიან მალე გაირკვევა, დააჩქარა თუ არა საკადრო ცვლილება ელიავას ხანძარმა.

ხანძარმა სავაჭრო ცენტრი გაანადგურა - Sputnik საქართველო
დამწვარი "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები კომპენსაციას მიიღებენ

ჩვენ გვახსოვს ხანძრები, რომელიც უფრო მძიმე შედეგებით დასრულდა — შეიწირა რუსთაველი მოზარდები ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილმა ცეცხლმა. გვახსოვს უფრო მასშტაბური ზარალიც და უფრო მეტი დაზარალებულიც, მაგრამ მომხდარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა მთავარი პრობლემები, რაც სახელმწოფომ უნდა მოაგვაროს:

1. სახანძრო უსაფრთხოების მკაცრი წესების დადგენა და დაცვა;

2. სავალდებულო დაზღვევის შემოღება;

3.ნდობის აღდგენა საგამოძიებო ორგანოების მიმართ, რაც ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხია, რადგან სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ შიში და მათი სამართლიანობისა და პროფესიონალიზმისადმი ნდობა ის ფუნდამენტია, რაზეც დგას სახელმწიფო.

ხელისუფლებას ამ ცხელ ზაფხულში მოუწევს სწორედ ამ პრობლემების გადაჭრა და იმ ხანძრის ჩაქრობაც, რომელიც მძიმე სოციალური მდგომარეობითაა გამოწვეული.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0