ხანძარი „ბავშვთა სამყაროში": მოვაჭრეებმა სავარაუდო დამნაშავეები დაასახელეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმოვაჭრეებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს
მოვაჭრეებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულები მომხდარში სავაჭრო ცენტრის დირექტორსა და ადმინისტრაციას, დაცვის სამსახურსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადანაშაულებენ.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. მოვაჭრეები, რომლებიც სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობასთან შეიკრიბნენ და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს.

გუშინ, ადვოკატმა მარიკა არევაძემ, რომელიც მოვაჭრეების ინტერესებს იცავს, პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, რომელშიც დასახელებულია  „ბავშვთა სამყაროში" მომხდარ ხანძარში სავარაუდო პასუხისმგებელი პირები. ადვოკატი მათ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრის ქონების დალუქვას მოითხოვენ.

მთავარი პროკურატურის შენობასთან ათეულობით მოვაჭრე შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა.

„დაუყოვნებლივ რეაგირებას მოვითხოვთ. დღეს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი შეგვხვდა. შედეგად, დაგვპირდნენ, რომ უახლოეს დღეებში მთავარი პროკურორი (ირაკლი შოთაძე) შეგვხვდება. შეხვედრაზე ასევე აღნიშნეს, რომ ჩვენი მოთხოვნები აბსოლუტურად სამართლიანია. ველოდებით შეხვედრას მთავარ პროკურორთან, რათა შედეგი რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ", — განუცხადა  „Sputnik-საქართველოს" არევაძემ.

საჩივარში სავარაუდო პასუხისმგებელ პირებად დასახელებული არიან სავაჭრო ცენტრის დირექტორი და ადმინისტრაცია, დაცვის სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რომელიც, არევაძის თქმით, შენობაში უსაფრთხოების ნორმებზეა პასუხისმგებელი.

ხანძარმა სავაჭრო ცენტრი გაანადგურა - Sputnik საქართველო
დამწვარი "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები კომპენსაციას მიიღებენ

აპრილში თბილისის მერიამ ერთჯერადი დახმარების სახით დაზარალებულ მოვაჭრეებს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარი გამოუყო. თითოეულ დაზარალებულ მოვაჭრეს, კომპენსაციის სახით, 3 ათასი ლარი გადაეცა.

უფრო ადრე კომერციულმა ბანკებმა მერიის შუამდგომლობით, დაზარალებულ მოვაჭრეებს კრედიტების დაფარვა ექვსი თვით გადაუვადეს.

თბილისის მერიის ინიციატივითა და შუამავლობით, კომერციულმა ბანკებმა სავაჭრო ცენტრ  „ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა კრედიტების 6 თვით გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ  „ბავშვთა სამყაროს" შენობაში, სადაც  „ოქროს სამყარო" და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, 30 იანვარს, გვიან ღამით გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0