დამწვარი "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები კომპენსაციას მიიღებენ

© Sputnik / Levan Avlabreliხანძარმა სავაჭრო ცენტრი გაანადგურა
ხანძარმა სავაჭრო ცენტრი გაანადგურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 მოვაჭრე თითოეული 3000 ლარს მიიღებს.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები უახლოეს დროს 3000 ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.

შესაბამის ცვლილებას დედაქალაქის ბიუჯეტში საკრებულოს სხდომაზე უყარეს კენჭი. სხდომაზე დამსწრე 42 დეპუტატიდან ცვლილებას მხარი 34-მა დაუჭირა და ცვლილებების თანახმად, ქალაქის ბიუჯეტიდან თანხა მერიის სარეზერვი ფონდს გადაეცემა — საუბარია 1 მილიონ ლარზე.

ხანძარმა სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყარო გაანადგურა - Sputnik საქართველო
თბილისში ხანძარმა "ბავშვთა სამყარო" გაანადგურა

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენსა და "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შორის შეთანხმება შედგა და ჩვენმა ერთთვიანმა მუშაობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. როგორც მოგეხსენებათ, ეს პერიოდი იმ სიების დაზუსტებას დასჭირდა, რომელიც მთლიანად დაზარალებულებისა და მათი ხელმძღვანელობების ჩართულობასა და მონაწილეობაზე იყო დამოკიდებული. სიების დაზუსტებისთანავე, ჩვენ მერიის სარეზერვო ფონდიდან 345 დაზარალებულისთვის 3000 ლარის გადაცემის საშუალება მოგვეცა", — განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივითა და შუამავლობით, კომერციულმა ბანკებმა სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა კრედიტების 6 თვით გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" შენობაში, სადაც "ოქროს სამყარო" და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, 30 იანვარს, გვიან ღამით გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0