ელიავას ბაზრობაზე საავტომობილო ზეთების, სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების ბაზრობაზე ხანძარს ათობით მეხანძრე აქრობდა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ აქრობდნენ ხანძარს.
ელიავას ბაზრობაზე, სადაც ასობით ობიექტი ვაჭრობს სამშენებლო და სხვა მასალებით, კვირას, ღამით ხანძარი გაჩნდა. ამ დროისათვის ხანძრის კერა უკვე ლოკალიზებულია.
ეს მოვლენა ქართულ მასმედიასა და სოციალურ ქსელებში ნომერ პირველ სიახლედ იქცა, რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იწვოდა ბაზრობის მთავარი ნაწილი. თუმცა ხანძრის კერა ბაზრის განაპირა ნაწილში იყო – სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია კერძო მაღაზიები, რომლებიც ვაჭრობენ საავტომობილო ზეთებით, სათადარიგო ნაწილებითა და აქსესუარებით, ასევე ბოქსები, სადაც იყიდება მეორადი საბურავები.
მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ბაზრობის დანარჩენ ტერიტორიაზე არ გავრცელებულა, მაინც საკმაოდ დიდი ზიანი გამოიწვია. ხანძრის შედეგად დაზიანდა 400 კვ. მეტრზე მეტი ტერიტორია. ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება, რაც საგანგებო სიტუაციის გაჩენის მიზეზებს დაადგენს.