ხანძარი გაჩნდა ელიავას ბაზრობაზე, სადაც განთავსებულია საავტომობილო ზეთების, სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების კერძო მაღაზიები. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტომასალაში სურათები შემთხვევის ადგილიდან.
ელიავას ბაზრობაზე, სადაც ასობით ობიექტი ვაჭრობს სამშენებლო და სხვა მასალებით, კვირას, ღამით ხანძარი გაჩნდა. ეს მოვლენა ქართულ მასმედიასა და სოციალურ ქსელებში ნომერ პირველ სიახლედ იქცა, რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იწვოდა ბაზრობის მთავარი ნაწილი. თუმცა ხანძრის კერა ბაზრის განაპირა ნაწილში იყო – სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია კერძო მაღაზიები, რომლებიც ვაჭრობენ საავტომობილო ზეთებით, სათადარიგო ნაწილებითა და აქსესუარებით, ასევე ბოქსები, სადაც იყიდება მეორადი საბურავები. ხანძრის შედეგად დაზიანდა 400 კვ. მეტრზე მეტი ტერიტორია.