თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. თბილისში, დიდუბის რაიონში მდებარე ე.წ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია, პირველადი გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ხოშარაულის ქუჩაზე ავტონაწილების მაღაზიას გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია RUSTAVI2.
ბაზრობის ტერიტორიაზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი არის მობილიზებული. ასევე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.