თბილისური მიშენებები როგორც დროის სიმბოლო

© Sputnik / Alexander Imedashviliმიშენებები დედაქალაქის კორპუსებზე
მიშენებები დედაქალაქის კორპუსებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ მიმომხილველი დამოუკიდებელი საქართველოს სამშენებლო ბაზრის ჩამოყალიბების შესახებ სტატიების ციკლს აგრძელებს. ამ სტატიაში გაანალიზებულია, რომელი არქიტექტურული ნიუანსები და კომუნალური ჩვევები შეიტანა საქართველოს იერ-სახეში ედუარდ შევარდნაძის პერიოდმა.

ალექსანდრე გელოვანი

90-იან წლებში, რომელიც საქართველოსთვის სრული ეკონომიკური მარაზმის ხანა იყო, ქვეყანაში, ძირითადად, რესტორნები და ეკლესიები შენდებოდა. საქმე იმაში არ არის, რომ ქართველებს გემრიელი ჭამა და ლოცვა გვიყვარს, უბრალოდ ეს ორი ბიზნესი ყველაზე მომგებიანი იყო.

საქართველოს სამშენებლო ბაზრის მიმოხილვის პირველი ნაწილი იკითხეთ „Sputnik-საქართველოს“ ვებგვერდზე 

რესტორნებს რაც შეეხება, ყველაფერი გასაგებია, რამდენი ფულიც არ უნდა გვედოს ჯიბეში, სტუმრის რესტორანში დაპატიჟება და მისი გამასპინძლება — წმინდათა წმინდა ტრადიციაა. გარდა ამისა, პრაქტიკულად ყველა საქმიანი საკითხი სუფრაზე წყდებოდა. ამან საინტერესო ტრენდი შექმნა, ბევრმა მეწარმემ გადაწყვიტა, რომ უფრო მომგებიანია საკუთარი რესტორნის გახსნა, ვიდრე სხვის რესტორნებში ფულის ფლანგვა. რაც შეეხება ტაძრებს, აქ ვფიქრობ ყველაფერი გასაგებია და დამატებით არაფრის ახსნა საჭირო არ არის.

სამშენებლო ექსპერტების პრესკონფერენცია თბილისში - Sputnik საქართველო
მშენებლებმა საქართველოში თანამედროვე შენობების ოთხი მთავარი საფრთხე დაასახელეს

თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ბატონი ედუარდის დროს რესტორნებისა და ეკლესიების გარდა არაფერი შენდებოდა. შენდებოდა სახლები, სავაჭრო ცენტრები, მაგრამ ასეთი მშენებლობების ჩამოთვლა თითებზე შეგვიძლია, თანაც ეს ყველაფერი თბილისში შენდებოდა.

© Sputnik / Alexander Imedashviliმიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში
მიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში - Sputnik საქართველო
მიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში

დარგის ასეთი სავალალო მდგომარეობის მიზეზები თვალსაჩინოა.  მთავარი მიზეზია — ძველი სამეურნეო წყობის მოშლა. გასული საუკუნის 60-80-იან წლებში ჩამოყალიბებული კორუფციული სისტემა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვერ იარსებებდა. მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. სამშენებლო სექტორი საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე იყო. რესპუბლიკაში კადრების მომზადების სერიოზული სიტემა არსებობდა, დაწყებული პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლებიდან, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში იყო,  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტით დამთავრებული, რომელიც არა მარტო სასწავლო, არამედ მსხვილი სამეცნიერო ცენტრი იყო.

ხედი თბილისზე მთაწმინდიდან - Sputnik საქართველო
თბილისში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობას იწყებენ

დამოუკიდებელი საქართველოს პირველ წლებში საცხოვრებელი ფართების ბაზარი ჭაობს წააგავდა. საბჭოთა პერიოდში დაწყებული მშენებლობების უმრავლესობა გაიყინა. დაუმთავრებელი სახლების პირქუში კარკასები უძრაობის ხანის ძეგლებივით იდგა.

90-იან წლების დასაწყისში გარკვეული გამოცოცხლების შემდეგ, 90-იანების შუა პერიოდში ყველაფერი მიწყნარდა, მაგრამ ეს სიწყნარე სასაფლაოს სიჩუმეს ჰგავდა. აქტიურობის გამოცოცხლება დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ადამიანები ტოვებდნენ დანგრეულ, მოუწყობელ და უბრალოდ სახიფათო საქართველოს და ბინებს ნებისმიერ ფასად ყიდდნენ. ზოგი კი, გადარჩენის მიზნით ყიდდა სახლებს და გარეუბნებში უფრო იაფფასიან ბინებს ყიდულობდა.

© Sputnik / Alexander Imedashviliმიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში
მიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში - Sputnik საქართველო
მიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში

ამან დედაქალაქის რაიონების პრესტიჟულობის ცნებაც შეცვალა, უფრო სწორად პრესტიჟულობის ცნება დარჩა, მაგრამ შინაარსი მთლიანად შეიცვალა. ასე, მაგალითად, თბილისის ყველაზე პრესტიჟული რაიონი ვაკე, სადაც ცხოვრობდა სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენცია, ლექტორები, მეცნიერები, მხატვრები, მწერლები, თანდათანობით ახალი ნუვორიშების რაიონად იქცა. მოგვიანებით ვაკეს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

საცხოვრებელი სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
პრესკონფერენცია: ეკოლოგიური კონტროლი მშენებლობაზე

პოსტსაბჭოთა პერიოდის ათი წლის განმავლობაში დედაქალაქის მოსახლეობა არ შემცირებულა, მაგრამ შეიცვალა. და ეს იმ ფონზე, რომ ქვეყნის მოსახლეობა ერთი მეოთხედით შემცირდა. ახალი საცხოვრებელი სახლები პრაქტიკულად არ შენდებოდა, ამისათვის მოსახლეობას ფული არ ჰქონდა. მაგრამ კვადრატული მეტრების მწვავე უკმარისობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, რომლის გადაწყვეტა აუცილებელი იყო. 

© Sputnik / Alexander Imedashviliმიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში
მიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში - Sputnik საქართველო
მიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში

გამოსავალი იპოვეს, ის მდგომარეობდა იმაში, რომ მოსახლეობას ეგრეთ წოდებული „მიშენებების“ გაკეთების ნება დართეს. საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეებს გაუჩნდათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად მიეშენებინათ ლოჯი, რაც საცხოვრებელ ფართობს სერიოზულად ზრდიდა. ზოგჯერ მიშენება კეთდებოდა ორი მხრიდან, ამ შემთხვევაში ბინის ფართობი ორჯერ იზრდებოდა. ამ ინოვაციის შედეგად, სახლების ფასადებმა ქალაქის ყველაზე პრესტიჟული უბნები ჯურღმულებად აქციეს. ფასადის გარეგნულ იერსახეზე არავინ ზრუნავდა, ფასადი იყო ჭრელი და მრავალფეროვანი, არ იყო დაცული არანაირი სტილი.

ისრაელის სამშენებლო კომპანია Millennium Challenge Georgia–ს სასამართლოში უჩივის

მეორე უბედურება, რომელმაც ქალაქის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად გაანადგურა, ავტოფარეხები გახდა. ავტოფარეხები მასობრივად შენდებოდა, ნებართვას მაინც არავინ ითხოვდა. ამის შედეგად ეზოები გაუგებარმა შენობებმა გაავსო.

კომუნალური მეურნეობაც პარტახდებოდა. მაშინვე გაჩნდა საქართველოში ფასიანი ლიფტები, და ეს ლიფტები მუშაობდა და ახლაც მუშაობს, რადგან ადამიანები, რომლებიც რკინის ყუთში ჩაყრილ ხურდა ფულს აგროვებდნენ, შემოსავლის მიღებით იყვნენ დაინტერესებულნი.

© Sputnik / Alexander Imedashviliმიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში
მიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში - Sputnik საქართველო
მიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში

დროის კიდევ ერთი ნიშანი — ცენტრალური გათბობის სისტემის ლიკვიდაცია. ბოლო დრომდე ეზო-ეზო დადიოდნენ ადამიანები, რომლებიც ადამიანებს მილების და რადიატორების მოშორებას უფასოდ სთავაზობდნენ. შემდეგ ეს „საბჭოთა მემკვიდრეობა“ ჯართში მიდიოდა.

იგივე ბედი ეწია გაზმომარაგების სისტემასაც. თავიდან ადამიანები შეშის ღუმელებით თბებოდნენ. 90-იანი წლების საქართველოში ბევრს ახსოვს ის სურეალისტური სურათი, როცა ფანჯრებიდან მბოლავი მილები მოჩანდა. შემდეგ ხალხი თანდათან ნავთზე მომუშავე თურქულ ღუმლებზე გადავიდა. ეს ღუმლები საკმაოდ უსიამოვნო სუნს აყენებდა, მაგრამ შეშის ღუმელს მაინც სჯობდა. ნავთის ბიზნესი მაშინ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი იყო. ასევე იყიდებოდა ბუნებრივი აირი ბალონებისათვის, ბუნებრივი აირის გასამართი სადგურები ქალაქების თითქმის ყველა მიკრორაიონში იყო. მხოლოდ 2001 წელს ჩატარდა საქართველოში გაზიფიკაცია და მრიცხველები დამონტაჟდა.

საპარტნიორო ფონდმა თურქულ კომპანია NATA Holding-თან  მემორანდუმი გააფორმა - Sputnik საქართველო
საპარტნიორო ფონდმა თურქულ სამშენებლო კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა

ის, რომ საქართველოში 90-იანებში ელექტროენერგია არ იყო, ყველამ იცის. მაგრამ ქართული ქალაქების მოსახლეობის გარდა, ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენს, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით რას წარმოადგენდა მაშინ საცხოვრებელი კორპუსები. ეს იყო სიცოცხლისათვის საშიში კუსტარული ენერგოკვანძები, სადარბაზოებში მოშლილი ელექტროგაყვანილობით და კორპუსებისკენ გაჭიმული „ალტერნატიული“ ხაზებით.

© Sputnik / Alexander Imedashviliმიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში
მიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში - Sputnik საქართველო
მიშენებები საცხოვრებელ სახლზე თბილისში

ამ ხაზების საშუალებით, როდესაც ერთ ხაზზე არ იყო ელექტროენერგია, ის სხვაზე იყო. ყველაზე იღბლიანებს ჰქონდათ პოლიციის ან სამედიცინო დაწესებულებებიდან გამოჭიმული ხაზები, იქ შუქი მეტ-ნაკლებად იყო. სხვებს ბენზინზე მომუშავე გენერატორები ჰქონდათ — მისი შეძენა მხოლოდ მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანებს შეეძლოთ. ამ გენერატორებს ხშირად იპარავდნენ. ბინების გასანათებლად მანქანების აკუმულატორებსაც იყენებდნენ, რომლებიც იტენებოდა, სანამ შუქი იყო. ბაზარში დენის სპეციალური გარდამქმნელები იყიდებოდა, რომლებსაც ადგილობრივი ოსტატები ლამის სამრეწველო მასშტაბებით უშვებდნენ.

ელექტროგამანაწილებელ სადგურებზე, ფიდერებზე, საქართველოში ლეგენდები დადიოდა. ისინი გამუდმებით იწვებოდა და რამდენიმე კორპუსის მოსახლეობას უშუქოდ ტოვებდა, როდესაც სხვა კორპუსებში შუქი იყო. ეს კი ყველაზე საწყენი იყო. მოკლე ჩართვები სადარბაზოებში ჩვეულებრივი ამბავი იყო. პრობლემა მხოლოდ 2002 წელს გადაწყდა, ისიც მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში, სადაც ხელისუფლებამ ადგილობრივი ელექტროქსელის პრივატიზება გადაწყვიტა. მაშინვე შეიცვალა პრაქტიკულად მთლიანი ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოფილი იყო ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება.

ორბი თაუერის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
საქართველოში სამშენებლო სექტორში ბრუნვა 30,2%-ით გაიზარდა

ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ მსგავს პირობებში სამშენებლო სექტორი საქართველოში 90-იანებში პრაქტიკულად არ არსებობდა. ცალკეული გამონაკლისები მხოლოდ ადასტურებდნენ წესს — ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის შემოსავლების დაბალი დონეა, ნგრევადი ინფრასტრუქტურა და პერსპექტივების არარსებობა, სახლებისა და სხვა ობიექტების მშენებლობა წამგებიანი საქმეა.

© Sputnik / Alexander Imedashviliმიშენება საცხოვრებელ სახლზე
მიშენება საცხოვრებელ სახლზე - Sputnik საქართველო
მიშენება საცხოვრებელ სახლზე

ნიშანდობლივია „ლუჟკოვის სახლის“ მშენებლობა ბათუმში. მშენებლობა 2000 წელს დაიწყო, ლუჟკოვის სახლი ობიექტს უწოდეს იმიტომ, რომ მის გახსნაში მონაწილეობას მოსკოვის მაშინდელი მერი ლუჟკოვი იღებდა, რომელიც ბათუმში ვიზიტით იმყოფებოდა. ბათუმში პირველი თანამედროვე, სანიმუშო-საჩვენებელი კორპუსის შავი კარკასი სწრაფად აშენდა, შემდეგ კი მშენებლობა გაჩერდა. ადგილი საუკეთესო შეირჩა, ზღვის პირას, „კაგებეს სახლთან“ ახლოს, სადაც აჭარის მბრძანებლის ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი ცხოვრობდა, რომელიც შეთავსებით ქალაქის მერის სავარძელსაც იკავებდა. გაურკვეველი მიზეზების გამო მშენებლობა გაჩერდა, 2000-იანების სამშენებლო ბუმმაც პროექტის რეანიმაცია ვერ მოახდინა. საბოლოოდ პროექტი 2011 წელს დასრულდა. 

მდგომარეობა 2003 წლის შემდეგ შეიცვალა — ამაზე შემდეგ სტატიაში. ხოლო საქართველოს ქალაქებს მემკვიდრეობად შემორჩა „მიშენებები“ და ფასიანი ლიფტები, რომლებიც დღესაც აოცებენ ტურისტებს და ერთგვარ ღირსშესანიშნაობადაც კი იქცნენ.


ყველა ახალი ამბავი
0