საქართველოში სამშენებლო სექტორში ბრუნვა 30,2%-ით გაიზარდა

© https://www.facebook.com/AdjaraGovGe?fref=ts"ორბი თაუერის" პრეზენტაცია
ორბი თაუერის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, სამშენებლო დარგში დასაქმებულთა რიცხვმა 59 ათას 801 ადამიანი შეადგინა, ხოლო საშუალო ხელფასმა - 1345,8 ლარი (561 აშშ დოლარი).

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოში სამშენებლო დარგის საერთო ბრუნვამ 952 მლნ ლარი (დაახლოებით 397 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე 30,2%-ით მეტია, იუწყება „საქსტატი“.

2015 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო დარგში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულადი გამოსახულებით 995 მლნ ლარი (415 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემს 35,4%-ით აღემატება.

2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, სამშენებლო დარგში დასაქმებულთა რიცხვმა 59 ათას 801 ადამიანი შეადგინა, ხოლო საშუალო ხელფასმა — 1345,8 ლარი (561 აშშ დოლარი). 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მშენებლობის დარგში დასაქმებულთა რაოდენობა 54 ათას 211 ადამიანი იყო, ხოლო მათი საშუალო ხელფასი — 1108,7 ლარი (462 აშშ დოლარი).

 


ყველა ახალი ამბავი
0