საპარტნიორო ფონდმა თურქულ სამშენებლო კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა

© FB/საპარტნიორო ფონდისაპარტნიორო ფონდმა თურქულ კომპანია NATA Holding-თან მემორანდუმი გააფორმა
საპარტნიორო ფონდმა თურქულ კომპანია NATA Holding-თან  მემორანდუმი გააფორმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარტნიორო ფონდმა თურქულ კომპანია NATA Holding-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საპარტნიორო ფონდმა თურქულ კომპანია NATA Holding-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, ნათქვამია საპარტნიორო ფონდის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

NATA Holding-ი თურქული მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ფლობს რამდენიმე ქარხანას, სადაც სხვადასხვა სამშენებლო მასალა იწარმოება.

სტარტაპ-საქართველოს გამარჯვებულები - Sputnik საქართველო
საპარტნიორო ფონდი "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულების დაფინანსებას იწყებს

მემორანდუმს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და NATA Holding-ის წარმომადგენელმა საქართველოში ჯან თექინ ილდირიმერიმ მოაწერეს ხელი.

თურქეთი ჩვენი მეგობარი და მთავარი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ, კიდევ უფრო მიხარია, რომ დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ NATA Holding-თან. იგი ძლიერი თურქული კომპანიაა, დიდი გამოცდილებით და მასთან თანამშრომლობა დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება," — განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან საქართველოში წარმოების სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე. ისინი შეისწავლიან NATA Holding-ის პორტფელში შემავალ ქარხნებს და მათ საწარმოო ხაზებს, და საქართველოს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ერთ-ერთი მათგანის ანალოგის საქართველოში განხორციელებაზე იმუშავებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0