პრესკონფერენცია: ეკოლოგიური კონტროლი მშენებლობაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცხოვრებელი სახლი თბილისში
საცხოვრებელი სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესკონფერენცია თემაზე "ეკოლოგიური კონტროლი მშენებლობაზე", რომელიც საქართველოში შენობებისა და ნაგებობების მშენებლობის სფეროში გარემოს დაცვის პრობლემებს მიეძღვნება, თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში ხუთშაბათს, 30 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

საქართველოში მშენებლობის დროს შენობები ეკოლოგიური უსაფრთხოების კუთხით არ მოწმდება. კერძოდ, საცხოვრებელ სახლებში საშიში რადიოაქტიური აირის — რადონის კონცენტრაციის დონე უნდა მოწმდებოდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ფილტვის კიბოს დაავადებათა 3%-დან 14%-მდე ადამიანზე სწორედ ამ რადიოაქტიური აირის ზემოქმედებას უკავშირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყანას ამ საშიშროებასთან ბრძოლისთვის საკუთარი ეროვნული პროგრამების შექმნისკენ მოუწოდა.

დაცულია თუ არა საქართველოს მოსახლეობა მავნე რადიოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედებისგან? როგორია ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე სამშენებლო მასალების შემოწმების მექანიზმი? შენობების პროექტირებისას და მშენებლობისას დაცულია თუ არა სეისმომედეგობის მოთხოვნები? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს პრესკონფერენციის მონაწილეები გასცემენ.

პრესკონფერენციაში მონაწილეობენ:

— ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ საკანდელიძე;

— ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ ბედიაშვილი.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მიიღოთ მონაწილება პრესკონფერენციაში, რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0