თბილისში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობას იწყებენ

© photo: Sputnik / Levan Avlabreliხედი თბილისზე მთაწმინდიდან
ხედი თბილისზე მთაწმინდიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სლოვაკურმა კომპანია „ჯინო ინვესტ“-მა საქართველოში უკვე რამდენიმე სასტუმრო და აქვაპარკი ააშენა, ეახლა კი ეკო-ქალაქის მშენებლობის პროექტის განხორციელებას გეგმავს.

თბილისი, 4 სექტემბერი— Sputnik.“ჯინო გრინ სიტი კორპორაცია “ საქართველოს საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით თბილისში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობას იწყებს.

პროექტი “ჯინო გრინ სიტი“ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო-ქალაქის მშენებლობას გულისხმობს, რომლის ფარგლებში განთავსდება სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, მათ შორის  სასტუმრო, დასასვენებელი კომპლექსი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ცენტრი და სხვადსხვა  რეკრიაციული ზონა, ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

სვანური  სოფლების  თავსამკაული  -  სვანური კოშკი - Sputnik საქართველო
ეკოლოგიური ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ 111-ე ადგილი დაიკავა

თბილისის მერიამ საპარტნიორო ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა, რომელიც ეტაპობრივად გადაეცემა “ჯინო გრინ სითის” შესრულებული საინვესტიციო დაპირების შესაბამისად.

ინვესტორის მიერ ამ ტერიტორიაზე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, რაც მოიცავს გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სავადმყოფოს და ა.შ. 83 ჰა მიწის ფართი ქალაქის მერიის მფლობელობაში გადავა.

“ჯინო გრინ სითი კორპორაცია” სლოვაკურმა კომპანია “ჯინო ინვესტმა” დააფუძნა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ აშშ დოლარია. პროექტის დაფინანსებაში ჩართვას სლოვაკეთის ექსპორტის ფინანსირების ბანკიც გეგმავს. 2015 წლის ნოემბერში სს „საპარტნიორო ფონდმა“ ჯგუფ „ჯინო ინვესტთან“ ორი პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

პირველი პროექტია „ჯინო გრინ სიტი“. მეორე პროექტი კომპანია „ჯინო ინვესტთან“ ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სპა-სასტუმროების მშენებლობას ითვალისწინებს. მშენებლობა დაგეგმილია ბაკურიანში, მცხეთაში, კახეთში და ქვეყნის სხვა რეგიონებში.

აბასთუმანი - Sputnik საქართველო
აბასთუმანში მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება

ჯგუფი „ჯინო ინვესტი“ საპარტნიორო ფონდთან უკვე რამოდენიმე წელია თანამშრომლობს. 2013 წელს ფონდმა ბიზნეს-ჯგუფთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალციხეში ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე  სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათის“ მშენებლობა დაასრულა, რომელიც დღეს წარმატებით ოპერირებს.

ასევე „ჯინო ინვესტმა“ თბილისში აქვაპარკი „ჯინო ფერედაიზი“ ააშენა, რომელიც ამიერკავკასიაში  უმსხვილეს გასართობ და სარელაქსაციო კომპლექსად ითვლება.

საქართველოს უძველეს დედაქალაქში მცხეთაში კომპანიამ ახლახან სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა“ გახსნა.

ყველა ახალი ამბავი
0