აბასთუმანში მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება

გამოწერა
საპარტნიორო ფონდი კომპანია Redix group-თან ერთად ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე მუშაობს, რომლის საინვესტიციო მოცულობა 26 მლნ აშშ დოლარია. სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.

თბილისი, 26  იანვარი — Sputnik.  აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება, იუწყება საპარტნიორო ფონდი.

საპარტნიორო ფონდი კომპანია Redix group-თან  ერთად ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე მუშაობს. სასტუმროში 160 ნომერი, კაფე-რესტორანი, ბარი, კლუბი, საკონფერენციო დარბაზი, აუზი, ფიტნეს-კლუბი და სპა იქნება განთავსებული. მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში 100-მდე ახალი სასტუმრო გაიხსნა

„აბასთუმანში მაღალი კლასის სასტუმროზე მოთხოვნილებაა და ფონდის სტრატეგიის ნაწილია რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა“, — ნათქვამია საპარტნიორო ფონდის ინვესტიციების დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებაში.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 26 მლნ აშშ დოლარია. Redix group-ი  საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც აქტიურად საქმიანობს უძრავი ქონების ბაზარზე.

აბასთუმანი XIX საუკუნის შუა პერიოდში დაარსდა.  კურორტის ზემო ნაწილში რომანოვების პარკი და სასახლე მდებარეობს, სამეფო გვარი აქ რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და 1899 წლის 28 ივნისს გარდაიცვალა.

აბასთუმნის ახლოს ასტროფიზიკური ობსერვატორია მდებარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0