საქართველოში 2016 წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულებები

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის თანამშრომლები
პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში მომხდარი დანაშაულის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. თუმცა, მიმდინარე წელს მაინც არ ჩაუვლია ხმაურიანი საქმეების გარეშე, რომლებიც მოსახლეობას ზოგჯერ შოკში აგდებდნენ.

„Sputnik-საქართველომ“ საქართველოში 2016 წელს მომხდარი ყველაზე გახმაურებული დანაშაულებების სია შეადგინა.

პროკურორის მკვლელობა

პირველი ხმაურიანი მკვლელობა საქართველოში 2016 წლის იანვარში მოხდა. ძველ ახალ წელს, ღამით, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნდა სამეგრელო — ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მთავარი პროკურორი ვახტანგ ქირია.

სამი დღის შემდეგ პროკურორის ცხედარი თბილისის გარეუბანში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ბინაში აღმოაჩინეს. გვამის დათვალიერებისას დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მისი სხეულის  დანაწევრების მცდელობას. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ კუჭავას ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს

მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ბინა, რომელშიც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, რადიოსადგურ „საქართველოს ხმის“ დირექტორს ბიძინა კუჭავას ჰქონდა ნაქირავები.

პოლიციამ კუჭავაზე ძებნა გამოაცხადა, მეორე დღეს კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კუჭავას ავტომობილი გააჩერეს, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვრის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს ცოცხალი არ ჩაბარდა — მან ორი მგზავრის თვალწინ  თავი მოიკლა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თვითმკვლელობის მომენტში კუჭავას მოკლული პროკურორის სამოსი ეცვა.

შს სამინისტრომ შემდეგ გაავრცელა შოკისმომგვრელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კუჭავა კიდევ ოთხ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მინისტრის თამაზ ნინუას და მისი ცოლის მკვლელობაში, რომელიც 2009 წელს მოხდა. მოგვიანებით პოლიციამ კუჭავას ავტოფარეხში ცხედრების ძვლები აღმოაჩინა, თუმცა საქმის დეტალები ფართო საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა.

სექს-სკანდალი პოლიტიკური ელფერით

მარტის დასაწყისში Facebook-ისა  და Youtube-ის ქართველმა მომხმარებლებმა  სექსუალური შინაარსის ვიდეოჩანაწერი იხილეს. ამ ჩანაწერს ყურადღებას არავინ მიაქცევდა, რომ არა მინაწერი, თითქოსდა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერში ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი ქალი ფიგურირებს (ეთიკური მიზეზებით მის სახელსა და გვარს არ ვასახელებთ). 

კომპიუტერები - Sputnik საქართველო
საქართველოს სუს-ი: სკანდალური ვიდეოები უკრაინიდან, შვედეთიდან და ლიტვიდან ატვირთეს

ორი დღის შემდეგ კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა — უკვე მინაწერის გარეშე, თუმცა „ბონუსით“ ფინალში. უცნობი ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსებისა და ცნობილი ჟურნალისტის მონაწილეობით  ახალი ვიდეოჩანაწერების ატვირთვას აანონსებდა. ამ კადრებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა სასურველი შედეგი ჯერჯერობით მიღწეული არ არის. ერთადერთი, რაც გამოძიებამ 286 დღის განმავლობაში დაადგინა არის ის, რომ ვიდეო აიტვირთა უცხოეთიდან და გადაღებულია 2012 წლამდე.

საქმის სირთულის გამო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უცხოელ კოლეგებს დახმარებისთვის მიმართა.

ამ ისტორიას კიდევ ერთი შედეგი აქვს: ახლა მსგავსი ვიდეოჩანაწერების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ქართულ ინტერნეტ-სივრცეს მკაცრად აკონტროლებენ.

ტრანსგენდერები

2016 წლის ერთ-ერთ რეზონანსულ საქმედ შეიძლება დასახელდეს სექსუალური უმცირესობების საქმეები. გაზაფხულზე თბილისში ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში ტრანსგენდერის ბიანკას ცხედარი აღმოაჩინეს. 

რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
თბილისში დაჭრილი ტრანსგენდერი საავადმყოფოში გარდაიცვალა

პოლიციამ საქმე  თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა, თუმცა, საბოლოო ჯამში საქმე დაიხურა. გამოძიების განცხადებით, ის მხუთავი აირით მოიწამლა.

სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველებმა შს სამინისტროს ოფიციალურ ვერსიას არ დაუჯერეს. ბიანკა არ მალავდა თავის სექსუალურ ორიენტაციას და ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდებოდა.

ნოემბრის ბოლოს საავადმყოფოში ნაცემი ტრანსგენდერი ზიზი შეყილაძე გარდაიცვალა. სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველებმა განგაში ატეხეს და განაცხადეს, რომ დანაშაული სიძულვილის ნიადაგზეა ჩადენილი. თუმცა, საქმე სხვანაირად შემოტრიალდა. როგორც გაირკვა, ეს რომელიღაც სექს-მუშაკის სუტენიორთან „ბიზნეს-გარჩევა“ იყო.

პოლიციის თარეში

კიდევ ერთი გახმაურებული საქმეა 2016 წლის აგვისტოს თვეში სამტრედიელი დემურ სტურუას თვითმკვლელობა. სიკვდილის წინ მას წერილი რომ არ დაეწერა, საზოგადოებაში ის ასეთ რეზონანსს არ გამოიწვევდა. 

პროკურატურა - Sputnik საქართველო
მთავარი პროკურატურა: დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე პოლიციელმა მიიყვანა

 „მე პოლიციელი მემუქრებოდა. მან მითხრა, რომ თუ მე არ მოვუყვები თუ ვის აქვს „პლანი“ (მარიხუანა) დათესილი, ის დამიჭერდა. მან მანქანაში ჩამსვა, მცემა და მითხრა, რომ ტყეში წამიყვანს და მომკლავს. ის მთხოვდა, რომ პოლიციასთან მეთანამშრომლა. გემშვიდობებით ყველას. დედა შენ მარტო დარჩი, მაგრამ სხვა არაფერი დამრჩენია. დემურ სტურუა“, — ნათქვამია წერილში.

წერილში ნახსენები პოლიციელი ორი კვირის განნმავლობაში იმალებოდა. ამ პერიოდში მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და ის პოლიციიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ის თავისით მივიდა პოლიციაში, სადაც დააკავეს კიდეც.

სკანდალი დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტმა დაამძიმა. შს სამინისტროს განცხადებით, სტურუას დედა წერილში ნახსენები პოლიციელის მეგობარმა სცემა, რომელიც ჩვენების შეცვლას თხოვდა ქალა.

ჩაშლილი ტერაქტი

შს სამინისტრომ აგვისტოში რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის მონაკვეთზე ტერაქტის აღმოფხვრის შესახებ განაცხდა. როგორც აღმოჩნდა, ტერაქტს საქართველოს ხუთი მოქალაქე ამზადებდა: ტყეში მათ სპეციალური სამალავი ჰქონდათ, სადაც ასაფეთქებელ ნივთიერებას ინახავდნენ. 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმის ფიგურანტები გირაოთი გაათავისუფლეს

ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როდესაც სამალავიდან ასაფეთქებელს იღებდნენ. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს პირველი ტერაქტი უნდა ყოფილიყო, რომლის განსახორციელებლად ერთ-ერთი ბოროტმოქმედი იარაღს სამი წელი აგროვებდა.

საქართველოს პროკურატურა ამ დრომდე ეძებს ბოროტმოქმედთა კავშირს გარე ძალებთან.

კანიბალიზმი

2016 წლის ყველაზ საშინელ დანაშაულად შეიძლება დასახელდეს ნოემბერში თბილისში მომხდარი პენსიონერი ქალის მკვლელობა. ქალი ნაშვილებ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ნათესავები რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ ქალს, მათ პოლიციას მიმართეს.

გარე დაკვირვების კამერებიდან ამოიღეს ჩანაწერები, საიდანაც დადგინდა, რომ ქალი სახლიდან არ გამოსულა. დაიწყო გამოძიება. 

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
რიტუალური მკვლელობა თბილისში – ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ის, რაც გამოძიებამ დაადგინა, დეტექტივების ნებისმიერ მოყვარულს შოკში ჩააგდებს. დაღუპულის გერმა, მისმა შეყვარებულმა და არასრულწლოვანმა დაქალმა თავიდან ქალი ელექტროშოკის დახმარებით გათიშეს, გაგუდეს, შემდეგ კი დანით მოკლეს. 

დანაშაულის დამალვის მიზნით, თანამზრახველებმა დაანაწევრეს ცხედარი, სხეულის ნაწილები ორ ჩანთაში ჩაალაგეს და ნაგავსაყრელზე წაიღეს, გადაასხეს ბენზინი და დაწვეს.

ორმა მთავარმა დანმაშავემ — მოკლულის გერმა და მისმა შეყვარებულმა — დანაშაული აღიარა, მესამე მონაწილე კი ამ დრომდე იყენებს დუმილის უფლებას. პოლიციამ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. მეზობლების თქმით, დედა-შვილი ხშირად ჩხუბობდნენ იმის გამო, რომ გოგონა რომელიღაც სექტის თუ დაჯგუფების წევრი იყო.

პოლიტიკა — საშიში საქმიანობაა

პირველი ხმაურიანი "პოლიტიკური" დანაშაული 2016 წლის დასაწყისში მოხდა. „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი ჭრილობებითა და თავისა და ზურგის არეში ტრავმებით საავადმყოფოში მოხვდა. მას მეგობრის საფლავზე ჩაუსაფრდნენ.

ეჭვმიტანილი ორი კვირის შემდეგ დააკავეს. მისი ადვოკატის თქმით, პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია — თავდასხმის მიზეზად მან ყოფითი კონფლიქტი დაასახელა.

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ოქტომბერში სხვა ოპოზიციურ ლიდერს — თავდაცვის ყოფილ მინისტრს, გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს. სროლა ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრისას მოხდა. 

სასამართლო ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდასხმისას თავად ოქრუაშვილი არ დაშავებულა, თუმცა მისი მცველი და ერთ-ერთი მხარდამჭერი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში აღმოჩნდნენ. ორი დღის შემდეგ დანმაშავე ჩაბარდა და საქმე დაიხურა, მით უმეტეს, მეორე დღეს თბილისში უკვე სხვა ოპოზიციონერის მანქანა ააფეთქეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე პარტიის ოფისიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა, რომელიც რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ აფეთქდა. თარგამაძემ და მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ხუთი გამვლელი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქებიდან სამი დღის შემდეგ პოლიციამ ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა, რომლის მშობლებმაც განაცხადეს, რომ აფეთქების მომენტისთვის ის თბილისში არ იმყოფებოდა. ოპოზიციონერმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა.


ყველა ახალი ამბავი
0