მზადება ფერხულისთვის - ვინ რჩება და ვინ მიდის?..

© photo: courtesy of parliamentსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო მარათონის შედეგი, იყო თუ არა ის პროგნოზირებადი?.. პოლიტსუბიექტების შეცდომები და ამბავი წასვლა-მოსვლისა... ვინ შემორჩება და ვინ არა ქართულ პოლიტიკურ სცენას და ვინ დარჩება პარტერში სოლო თუ გუნდური პარტიის შემხედვარე....

არის, ასრულდა ოცნება! ხანგრძლივი მოლოდინი გასრულდა და ყველა კითხვას თუ არა, მათ უმრავლესობას გაეცა პასუხი… მკითხველის შესაძლო რეპლიკა — ვისთვის ასრულდა და ვისთვისაც დასრულდა სავსებით ლოგიკურად მესახება. კონკრეტული ციფრები ცნობილია და დარწმუნებული ვარ მათი შეხსენების საჭიროება არ არის. მეცხრე მოწვევის „სალაყბოს“ კონტურები გამოიკვეთა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო დასტურს ელის. კვლა გამარჯვებული „ქართული ოცნება“ და წარმომადგენლობითი ორგანოს დებიუტანტი „პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო საქმიანობისთვის ემზადებიან. აი „ნაციონალური    მოძრაობა“ კი, საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის საკითხს განიხილავს და ირკვევა, რომ ამჯერად ნახელისუფლარებში არ არის ერთსულოვნება. გაიზიარებენ თუ არა „ახალი თაობის“ ე.წ „ნაცები“ მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებებსა და არგუმენტებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისა და პარლამენტში შესვლის მიზანშეუწონლობის თაობაზე დრო გვიჩვენებს და ამ საკითხზე ჩვენც მოგვიანებით ვიმსჯელოთ. ახლა კი, რამ განაპირობა საარჩევნო მარათონი კონკრეტული შედეგი და იყო თუ არა ის პროგნოზირებადი?.. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ვახტანგ ხმალაძე: მიუხედავად რიგი დარღვევებისა, 2016 წლის არჩევნები ლეგიტიმურია

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე: „არჩევნების შედეგები, გარკვეულწილად, რა თქმა უნდა,  პროგნოზირებადი იყო. მაგალითად, ეჭვს არ იწვევდა ის გარემოება, რომ ორ პოლიტიკურ ძალას — „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გაუჭირდებოდა 5%-იანი ბარიერის დაძლევა და რომ ლიდერი პარტია „ქართული ოცნება“ იქნებოდა. ინტრიგა ამ არჩევნებისა ის იყო, სხვა პოლიტიკური პარტიები რამდენად შეძლებდნენ ბარიერის დაძლევას  და გვექნებოდა თუ არა მრავალპარტიული პარლამენტი…“

საინტერესოა, უკვე დღევანდელი გადასახედიდან რა იყო ამგვარი ვარაუდის საფუძველი და საზოგადოებაში რატომ იყო მრავალპარტიული პარლამენტის მოლოდინი.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ პარტიას არჩევნებზე კონცენტრირება ურჩია

ვახტანგ ძაბირაძე: „ამგვარ ვარაუდს, გარკვეული რეალური საფუძველი ჰქონდა და ეს, ძირითადად, იყო იმ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებიც არჩევნებზე წასვლას აპირებდნენ მაგრამ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუ ვის დაუჭერდნენ მხარს. ამგვარი ვითარება, ლამის საარჩევნო კამპანიის მიწურულამდე გაგრძელდა; ამომრჩეველმა, შეიძლება ითქვას, გადაწყვეტილება ბოლო წუთს, შესაძლოა საარჩევნო უბანშიც კი, მიიღო და, ჩემი აზრით, საკმაოდ მოულოდნელად — მან არჩევანი დაწინაურებულ პოლიტიკურ ძალებზე შეაჩერა…“

რა შეიძლება იყოს ამგვარი „მოულოდნელი გადაწყვეტილებისა და არჩევანის“ მიეზი, რამ განაპირობა ე.წ გადაუწყვეტელი ელექტორატის ნაწილის ჩამოყალიბება მმართველი და ყოფილი მმართველი გუნდის სასარგებლოდ?.. 

ენმ-ს აქცია თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
უტიაშვილი: სააკაშვილმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" საქმე გაუფუჭა

ვახტანგ ძაბირაძე: „ალბათ, ამომრჩეველმა მაინც ვერ გაუძლო იმ მასირებულ ზეწოლას, რომელსაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მასზე ახორციელებდა და შედეგად, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, იმის შიშით, რომ „ნაციონალები“ გაიმარჯვებდნენ, კვლავ „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდა, ხოლო მეორე ნაწილი იმ იმედით, რომ ხელისუფლებაში ისევ „ნაციონალები“ მოვიდოდნენ, კვლავ მათი მხარდამჭერი გახდა. 

შედეგად მივიღეთ ის, რომ პარლამენტში სამი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა; თუმცა, პოლიტიკურ პროცესებს და კანონშემოქმედებით საქმიანობას, ისევე როგორც მთავრობის დაკომპლექტებას, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტაცია განახორციელებს…“

ძირითადი პოლიტაქტიორების უმრავლესობა ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიღმა დარჩა, რატომ და რა იყო მათი მთავარი შეცდომა?..

ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
„თავისუფალი დემოკრატების“ ოთხი ლიდერის გეგმები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ვახტანგ ძაბირაძე: „დიახ, პარლამენტს გარეთ დარჩა ოპოზიცია, რომელმაც, ჩემი აზრით, არასწორი სტრრატეგია აირჩია; ნაცვლად იმისა, რომ მთავარ მიზნად „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლება გამოეცხადებინა და ამ გზავნილით მოეზიდა ის ამომრჩეველი, რომელიც „ქართული ოცნებისაგან“ სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა, მან სოციალური დაპირებებით სცადა ელექტორატის მოზიდვა; ეს როგორც ვნახეთ, არ აღმოჩნდა საკმარისი 5%-იანი ბარიერის დასაძლევად..“. 

წინასაარჩევნოდ მრავალგზის ითქვა, რომ იმედგაცრუებულია ელექტორატი… ახლა რას უნდა ელოდეს მისი უდიდებულესობა ამომრჩეველი?

ცესკო - Sputnik საქართველო
გაუქმებულმა ხმებმა, შესაძლოა, არჩევნების შედეგები შეცვალოს

ვახტანგ ძაბირაძე: „მიუხედავად იმედგაცრუებისა, ამომრჩეველი არჩევნებზე მაინც მივიდა. მართალია, მისი აქტიუბა არც თუ ისე მაღალი იყო (51%), მაგრამ მან მაინც გამოუცხადა ხელისუფლებას და, ვფიქრობ, ხელისუფლება ვალდებულია, ეს ნდობა გაამართლოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის განწირულია დამარჩხებისათვის…“

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო სრულად დაკომპლექტდება და საკამათო არ არის, რომ ხალხის რჩეულებიც ხელებდაკაპიწებულნი ყოველ ჩვენგანზე ზრუნვის ფერხულში ჩადგებიან. საინტერესოა „ფერხულსმიღმა“ დარჩენილთა მომავალი, ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის, პაატა ბურჭულაძე ყოყმანობს და ამბობს — „მგონი ვრჩებიო პოლიტიკაში…“

იანოშ ჰერმანი და მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ელჩმა საქართველოს დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები მიულოცა

ვახტანგ ძაბირაძე: „უნდა ითქვას, რომ არჩევნების შედეგებმა პოლიტიკურ სპექტრში, რბილად რომ ვთქვათ, საკმაო დაბნეულობა გამოიწვია. პროპორციული წესით მიღებულმა შედეგებმა და აგრეთვე მეორე ტურში გასული კანდიდატების გამარჯვების შანსების გაანალიზებამ, ცხადჰყო, რომ მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ამ ვითარებაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შესაძლოა, უარი თქვას პარლამენტში შესვლაზე,  ირაკლი ალასანია დროებით ტოვებს პოლიტიკურ ასპარეზს; გაურკვეველია, რა გადაწყვეტილებას მიირებენ სხვა პოლიტიკური ძალები. ფაქტი ერთია, საარჩევნო პროცესი ჯერ დასრულებული არ არის; ამიტომ ნაადრევია იმის ანალიზი, თუ რა პერსპექტივა გააჩნიათ პარლამენტს გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს. ახლა, ვფიქრობ, აუცილებელია დაველოდოთ პროცესის დასრულებას, რადგან ოპოზიციის როლის, ფუნქციის და მოქმედების განსაზღვრისათვის, აუცილებელია, პარლამენტი შეიკრიბოს, მოხდეს მთავრობის ფორმირება და სეიქმნას ახალი პოლიტიკური გარემო. ჩვენ მხოლოდ ამის შემდგომ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ოპოზიციაზე როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ…“

ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს წევრები ჯერ არ შეკრებილან და უკვე გაისმის მოსაზრებები მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თაობაზე, რომელიც პარლამენტს გადაიყოლებს. უახლოეს მომავალში, რამდენად რეალურია ასეთი პერსპექტივა?

არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
დაილევა თუ არა ვაკეში ყავა?.. ანუ პირველი ემოციები

ვახტანგ ძაბირაძე: „თამამად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი პოლიტიკური კრიზისი უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. ამგვარი კრიზისის გამომწვევი არც რეალური და ობიექტური ფაქტორები არსებობს და ვერც იმის წინაპირობას ვხედავ, რომ ვინმემ შეძლოს ამ კრიზისის ხელოვნურად ინსპირირება. უახლოეს მომავალში პოლიტიკური პროცესი მშვიდად და სტაბილურად განვითარდება…“

მოვლენები სწრაფი და მეტწილად მოულოდნელი სცენარით ვითარდება. ვინ შემორჩება და ვინ არა ქართულ პოლიტიკურ სცენას დრო გვიჩვენებს. ისიც გაირკვევა ვინ დარჩება პარტერში სოლო თუ გუნდური პარტიის შემხედვარე.  


ყველა ახალი ამბავი
0