თბილსი, 11 ოქტომბერი– Sputnik. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიამ და გადამწყვეტ მომენტში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ სამშობლოში დაბრუნების შესახებ საპარლამენტო არჩევნებზე ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვების მიზანი გახდა, დარწმუნებულია შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი.
სააკაშვილის ხელისუფლების დროს უტიაშვილი შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იყო, დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ცენტრის" (GFSIS) ერთ-ერთი დამფუძნებელია.
"როდესაც დადგა კამპანიაში გადამწყვეტი მომენტი, ნაციონალური მოძრაობის კამპანია გახდა ზეაგრესიული. გამოჩნდა მიშა და თქვა, რომ ჩამოვდივარ, ჯარი და პოლიცია ჩემს მხარეზეა. ჩატარდა უზარმაზარი მიტინგი. მთელი კამპანია გადაიქცა ერთ კითხვად: ჩამოვა თუ არ ჩამოვა. აქ გაიმარჯვა ოცნებამ",- წერს უტიაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს,ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“– 5,01%. რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, სადაც კენჭს იყრიდნენ პარტიების და ბლოკების წარმომადგენლები და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები, 73 ოლქიდან 50-ში მეორე ტური ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ხდება. 77 დეპუტატი პროპორციული სისტემით ირჩევა, ხოლო 73 – მაჟორიტარული სისტემით. "პარტიულ" ადგილებზე პრეტენზიას 19 პარტია და ექვსი საარჩევნო ბლოკი აცხადებდა.