სააკაშვილი: საქართველოში დრაივი ენატრებათ

© Sputnik / Alexander Imedashviliენმ-ს აქცია თბილისში
ენმ-ს აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-პრეზიდენტმა თბილისის ცენტრში გამართული მრავალათასიანი აქციის მონაწილეებს აცნობა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს არჩევნებს და იგი საქართველოში დაბრუნდება.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მცხოვრებნი უმოქმედობით დაიღალნენ და ქვეყნის აღორძინება ენატრებათ, განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის ცენტრში „ენმ“-ს მხარდამჭერთა აქციის მონაწილეებთან ვიდეომიმართვის მსვლელობისას. 

სააკაშვილის ვიდეომიმართვის პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა ვარდების მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზე, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობდა.

აქცია - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობის“ მასშტაბური აქცია ტარდება

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი დაიღალა უმოქმედობისაგან, პაუზისა და ქვეყნის გაჩერებისაგან. ჩვენ ვხედავთ რომ ადამიანებს ენატრებათ ტემპი, დრაივი, აღორძინება, ადამიანები ოცნებობენ განვითარებაზე“, — თქვა სააკაშვილმა. 

მან რწმენა გამოთქვა, რომ მის მიერ შექმნილი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

დღეს მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს იდეური სულისჩამდგმელია. 

„მეგობრებო სამი დღის შემდეგ სიმართლის დრო დადგება…თქვენ და ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ისევ სამშვიდობოზე. სამ დღეში აღარ ექნება მნიშვნელობა, ვინ როგორ მისცა ხმა 2012 წელს. ზუსტად სამ დღეში ყველა ჩვენგანი, ვისი აზრებიც შეიძლება წარსულში ერთმანეთს არ დამთხვეოდა, გავერთიანდებით საქართველოსა და ჩვენი ბავშვების მომავლის პერსპექტივის გარშემო. ჩემთვის დარჩენილია სამი დღე ამ ზღვის გადმოლახვამდე. ხოლო ჩვენთვის და საქართველოსთვის ეს არის სამი დღე გამარჯვებამდე. შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში“, — განაცხადა სააკაშვილმა. 

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობისაკენ გაემართნენ.

 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, როდესაც არჩევნებში გამარჯვებული მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა.


ყველა ახალი ამბავი
0