თბილისის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობის“ მასშტაბური აქცია ტარდება

გამოწერა
ამ დროისათვის დიდ ეკრანზე, შავი ზღვის ფონზე საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ერთვება და მიმართავს აქციის მონაწილეებს. გამოსვლას მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა „მე გადავცურავ ზღვას“ უძღოდა წინ.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამეტო არჩევნების წინ მასშტაბური აქცია გამართა.

წინასაარჩევნო აქცია 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პარტიის მომხრეებმა ვარდების მოედანზე უფრო ადრე დაიწყეს, რომლებსაც საქართველოს დროშები და ტრანსპარანტები წარწერით „5“ აქვთ გამოტანილი.

ნაცმოძრაობის აქცია - Sputnik საქართველო
შსს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას აპირებს

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, — განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ სცენიდან აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას.

მან შეკრებილთ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სინამდვილეში ათი ათასი ადამიანია შეკრებილი.

„თუ ვინმეს ჩვენი შეშინება ან უკან დახევა ჰქონდა დაგეგმილი, რომ თქვენ დღეს არ მოხვიდოდით და ჩვენ დღეს გამარჯვებას ვერ შევძლებდით, იმედგაცრუებული დარჩა. ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ არაფრის გვეშინია. ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ ჩვენ გამარჯვება შეგვიძლია. ჩვენ მზად ვართ ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ჩვენ არავის ვემუქრებით და ვაშინებთ, რადგანაც ჩვენი გამარჯვება სჭირდება ყველას, სჭირდება  მთელ საქართველოს“, — აღნიშნა ბაქრაძემ.

ამ დროისათვის დიდ ეკრანზე, შავი ზღვის ფონზე საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ერთვება და მიმართავს აქციის მონაწილეებს. გამოსვლას მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა „მე გადავცურავ ზღვას“ უძღოდა წინ.

ექს-პრეზიდენტმა მომხრეებს პირობა მისცა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტპმბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, როდესაც არჩევნებში გამარჯვებული მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა.

ყველა ახალი ამბავი
0