თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შსს-მ პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მასშტაბურ წინასაარჩევნო აქციის უსაფრთხოებას, რომელიც ამ წუთებში ვარდების მოედანზე მიმდინარეობს.
აქცია 16:00 საათზე იყო დანიშნული, მაგრამ ენმ-ის მომხრეებმა შეკრება ადრევე დაიწყეს. ვარდების მოედანზე შეკრებილი არიან პარტიის წევრები და მომხრეები, რომელთაც თან აქვთ საქართველოს დროშები და ტრანსპარანტები წარწერით „5“. მოგვიანებით იგეგმება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველი შენობის მიმართულებით მსვლელობა.
„ეს ჩვეულებრივი, სტანდარტული, კანონით განსაზღვრული პროცედურაა, რომელიც გათვალისწინებულია ოფიციალურად დაგეგმილი და დაანონსებული დემონსტრაციებისა და აქციების დროს“, — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ორშაბათს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ნიკა მელია, გიგა ბოკერია და გიორგი ტუღუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ და მას აქციის დეტალები გააცნეს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.