არჩევნები საქართველოში 2016: ჩხუბები, აფეთქებები, თავდასხმები

© Sputnik / Alexander Imedashviliაფეთქება კოლმეურნეობის მოედანზე
აფეთქება კოლმეურნეობის მოედანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში „ექშენით“ გაჯერებული გამოდგა, განსაკუთრებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში: ტელევიზიები გამუდმებით იუწყებიან სხვადასხვა პარტიების აქტივისტებს შორის მომხდარ შეხლა-შემოხლაზე. მაგრამ წუხანდელმა შემთხვევამ მოსახლეობას ყველაფერი სხვა დაავიწყა.

სამშაბათს, გვიან ღამით, თბილისში პარლამენტის დეპუტატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ეს უკანასკნელი პარტიის ოფისიდან გამოვიდა. თარგამაძე და მისი მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ, ავტობუსის გაჩერებაზე მდგომი ოთხი მოქალაქე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო სამი დღის განმავლობაში ეს ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა. კვირას თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს გორში, რის შედეგადაც მის გვერდით მდგომი ორი ადამიანი ასევე საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი.

© Sputnik / Alexander Imedashviliკრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ
კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ - Sputnik საქართველო
კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ

ორივე შემთხვევაზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაწყებული.

პროვოკაცია თუ ანგარიშსწორება

გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება ბევრ კითხვას ბადებს. შემთხვევამდე ერთი საათით ადრე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტიებსა და მმართველი ძალის მხარდამჭერებს სთხოვა, მშვიდობიანად დაესრულებინათ წინასაარჩევნო კამპანია.

ეს საპარლამენტო არჩევნები პირველია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს და  ფსონზე, მარტო საკანონმდებლო ორაგანოს ადგილები კი არ დევს, არამედ თავად ძალაუფლებაც.

კრიმინალისტები - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებაში“ თარგამაძის ავტომობილის აფეთქების მიზეზი დაასახელეს

მმართველმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მშვიდობიანი წინასაარჩევნო კამპანიისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მისთვის უმნიშვნელოვანესია და საერთაშორისო დამკვირვებლები მოიწვია, რომლებიც შესაბამის ანგარიშს მოამზადებენ.

აფეთქება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო აქციამდე ერთი დღით ადრე მოხდა. ენმ ირწმუნება, რომ აქციაზე მთელი ქვეყნიდან მოიყრიან თავს მათი პარტიის წევრები და მხარდამჭერები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრინციპული მნიშვნელობა აქვს მომხრეთა რაოდენობის ჩვენებას, რათა არ დაუშვას არჩევნების შედეგების ფალსიფიკაცია და ამასთან, უკუაგდოს ბიძინა ივანიშვილის მტკიცება, რომ თითქოს ყოფილი მმართველი პარტია პარლამენტში 15 კაცზე მეტს ვერ შეიყვანს.

აღსანიშნავია, რომ ენმ-ს ლიდერებმა აფეთქებაში უკვე დასდეს ბრალი ივანიშვილს.

ხელისუფლების რეაქცია აფეთქებაზე იყო მყისიერი. შსს-მ სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში წინასწარგანზრახვით მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.  

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა დეპუტატის ავტომობილის აფეთქებას ტერაქტი უწოდა

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარში საქართველოს მტრები დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ დამნაშავეები სასტიკად დაისჯებიან, მიუხედავად მათი მოქალაქეობრივი კუთვნილებისა და იმუნიტეტისა.

განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც, რომელმაც თარგამაძეზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად და საზოგადოების წინააღმდეგ დანაშაულებრივი სამყაროს ბრძოლად შეაფასა. ტერაქტის ვერსიას იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მომხდარში მესამე ძალის ხელს ხედავს. მისი აზრით, ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც ცდილობს, მომხდარი საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს.

„ორივე მხარე ცდილობს, რომ ეს გამოიყენოს წინასაარჩევნოდ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და ასეთი ბოღმით სავსე ორი მონოლოგის მოწმეები ვხდებით“, — ამბობს ის.

მძიმე კვირა
საქართველოს მოსახლეობა უკვე მიეჩვია, რომ არჩევნები „თავგადასავლების“ გარეშე არ ტარდება. წინასაარჩევნო კამპანიებს თან ახლავს შეჯახებები. ჩხუბობს ყველა: პოლიტიკოსები, პარტიების მხარდამჭერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თანაც, ყველა წინასაარჩევნო კამპანიას განსაკუთრებული დამახასიათებელი თვისება აქვს.

ამჯერად სამი ყველაზე რეზონანსული ინციდენტი შეიძლება გამოვყოთ: ჩხუბი ზუგდიდში, სროლა ირაკლი ოქრუაშვილისთვის და გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება.

ირაკლი ოქრუაშვილი — მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი, ახლა კი ექს-პრეზიდენტისა და მისი პარტიის მძვინვარე მოწინააღმდეგე, მშობლიური გორის რაიონიდან იყრის კენჭს პარლამენტში.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები ავღანეთში პარლამენტის დეპუტატებს ირჩევენ

ექსპერტები, მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას. ენმ-ის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია იბრძვის.

როგორც დადგინდა, ოქრუაშვილს არაერთხელ ნასამართლევმა 53 წლის მამაკაცმა ესროლა, რომელიც თავისი ფეხით ჩაბარდა პოლიციას. თუმცა ოქრუაშვილი ბრალს მას კი არა, არამედ ენერგეტიკის ექს-მინისტრ კახა კალაძეს სდებს.

მმართველმა პარტიამ ამ მოსაზრებებს სისულელე უწოდა.

ბოლო კვირის კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე — ეს ენმ-სა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის სოფელს დიდ ნეძში მომხდარი ჩხუბია, რის შემდეგაც მმართველი პარტიის მომხრეები საავადმყოფოში აღმოჩნდნენ. მათ შორის იყო 19 წლის აქტივისტი გოგონა, რომელსაც თავში ქვა ჩაარტყეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დაპირისპირების შეწყვეტის მიზნით, პარტიებს სამშვიდობო მემორანდუმზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. მაგრამ მემორანდუმი ლამაზ ინიციატივად დარჩა — პარტიების ერთმა ნაწილმა უარი თქვა ხელმოწერაზე და საკუთარი პოზიცია ხელისუფლებისადმი უნდობლობით ახსნა.

რა ელოდება საქართველოს უახლოესი სამი დღის განმავლობაში, არავინ იცის. დღის მთავარი მოვლენა —  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია და ასევე წლის მთავარი მოვლენა — საპარლამენტო არჩევნები, ჯერ კიდევ წინ არის.

ყველა ახალი ამბავი
0