საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ პარტიას არჩევნებზე კონცენტრირება ურჩია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილის სპიკერი დეპუტატ გიორგი ვოლსკის მიერ კონსტიტუციისა და პრეზიდენტის არჩევის წესის მომავალი ცვლილების შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

თბილისი, 11 ოქტომბერი– Sputnik. მმართველი ოპარტია "ქართული ოანება-დემოკრატიული საქართველო" საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე და დაპირებების შესრულებაზე უნდა იფიქროს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სპიკერმა ეკა მიშველაძემ.

ასეთი კომანტარი გააკეთა მან დეპუტატ გიორგი ვოლსკის მიერ კონსტიტუციისა და პრეზიდენტის არჩევის წესის მომავალი ცვლილების შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი საყოველთაო კენჭისყრით აირჩევა.

„პრეზიდენტი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ კონცენტრირდეს მეორე ტურზე და იმ საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე, რომლებიც მათ ქვეყნის მოსახლეობას მისცეს, რომელთა წინაშეც პასუხისმგელობა თავის თავზე აიღეს. ხოლო პრეზიდენტი გააგრძელებს სამი წლის წინ ხალხისა და ქვეყნის წინაშე დადებული ფიცის შესრულებას — დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ქვეყნის დამოუკიდებლობა და გააგრძელოს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა“, — განაცხადა მიშველაძემ.

ეკა მიშველაძე და გიორგი აბაშიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტს საარჩევნო სისტემა არ მოსწონს

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს,ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“– 5,01%. რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, სადაც კენჭს იყრიდნენ პარტიების და ბლოკების წარმომადგენლები, და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები, 73 ოლქიდან 50-ში მეორე ტური ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა. 

შესაბამისად, ბოლო მონაცამებით, "ქართული ოცნება" პარლამენტში 67 ადგილს მიიღებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"-27, "პარტიოტთა ალიანსი" კი-6.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ხდება. 77 დეპუტატი პროპორციული სისტემით ირჩევა, ხოლო 73 – მაჟორიტარული სისტემით. "პარტიულ" ადგილებზე პრეტენზიას 19 პარტია და ექვსი საარჩევნო ბლოკი აცხადებდა.

ყველა ახალი ამბავი
0